ბორჯომიnews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

    თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

    ქართველმა სტუდენტებმა ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით FAO-ს აგრონომიის კურსზე პრაქტიკული უნარები შეიძინეს

    ქართველმა სტუდენტებმა ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით FAO-ს აგრონომიის კურსზე პრაქტიკული უნარები შეიძინეს

    ცესკომ საერთაშორისო აუდიტი კვლავ წარმატებით გაიარა

    ცესკომ საერთაშორისო აუდიტი კვლავ წარმატებით გაიარა

    თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე — ეფექტური 0%-ით

    თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე — ეფექტური 0%-ით

    მესხური კვალი: ხელოვნებითა და სიყვარულით გაცოცხლებული ისტორია ახალციხის ისტორიულ ციხეზე

    მესხური კვალი: ხელოვნებითა და სიყვარულით გაცოცხლებული ისტორია ახალციხის ისტორიულ ციხეზე

    თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

    თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

    თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის

    თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის

    საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი

    საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი

    მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებული პედაგოგები განათლების მინისტრმა დააჯილდოვა

    მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებული პედაგოგები განათლების მინისტრმა დააჯილდოვა

    

    

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      მესხური კვალი: ხელოვნებითა და სიყვარულით გაცოცხლებული ისტორია ახალციხის ისტორიულ ციხეზე

      მესხური კვალი: ხელოვნებითა და სიყვარულით გაცოცხლებული ისტორია ახალციხის ისტორიულ ციხეზე

      ახალციხელი და ბორჯომელი ხელოვანი ქალების შემოქმედებითი პლენერი ახალდაბაში, ფოთოლეთის მამათა მონასტრის ეზოში

      ახალციხელი და ბორჯომელი ხელოვანი ქალების შემოქმედებითი პლენერი ახალდაბაში, ფოთოლეთის მამათა მონასტრის ეზოში

      შემოქმედება, რომელიც ბრენდად იქცევა!

      შემოქმედება, რომელიც ბრენდად იქცევა!

      „ის, რაც გვაერთიანებს“ — ახალდაბის საჯარო სკოლაში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილე აღნიშნეს

      „ის, რაც გვაერთიანებს“ — ახალდაბის საჯარო სკოლაში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილე აღნიშნეს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თექის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თექის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

      YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

      YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Share on FacebookShare on Twitter

სექტემბრის დინამიკა არაერთგვაროვანია, თუმცა საერთო სურათი უცვლელია

სექტემბერში ეკონომიკური ზრდა 6.0%-მდე შენელდა, ხოლო წლის პირველი ცხრა თვის საშუალო ზრდამ 7.4% შეადგინა. ბოლო პერიოდის დინამიკა თიბისი კაპიტალის 7.4%-იანი ზრდის წლიურ საბაზო სცენართან შედარებით სუსტია, თუმცა, თუ არსებული კვარტალური ზრდის ტემპი შენარჩუნდა, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, სრული წლის ფაქტობრივი ზრდა პროგნოზთან თანხვედრაში იქნება. სექტემბერში დაკრედიტების ზრდა დაჩქარდა და 2025 წლის დასაწყისის შემდეგ ყველაზე მაღალ ტემპს მიაღწია, ძირითადად ბიზნეს სექტორის სესხების ზრდის ხარჯზე, თუმცა ეს ნაწილობრივ გასული წლის დაბალი ბაზით აიხსნება. ამავდროულად, ოქტომბერში უახლესი ინდიკატორები კვლავ ძლიერ აქტივობაზე მიუთითებს: ჯამური უნაღდო ხარჯების ზრდა მხოლოდ მცირედით შემცირდა, ძირითადად ხანგრძლივი მოხმარების საქონლის შესყიდვების შენელების გამო, ხოლო უცხოური ბარათებით ხარჯები სექტემბრის მაღალ ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდა, მიუხედავად იმისა, რომ თვის ბოლოს საქართველოს აეროპორტებში საჰაერო მიმოსვლა გასული წლის იმავე პერიოდის დონეს ჩამოსცდა.

30 ოქტომბერს, აგვისტოში S&P-ის ანალოგიური გადაწყვეტილების შემდეგ, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა. მიზეზებად სააგენტომ მაღალი ეკონომიკური ზრდა, სავალუტო რეზერვების დაგროვება და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაბალ დონეზე მდგრადად შენარჩუნების მოლოდინი დაასახელა. თიბისი კაპიტალის შეფასებით, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებულმა ბალანსმა მეორე კვარტალში მშპ-ის 0.4% შეადგინა და, უკვე ზედიზედ მეხუთე კვარტალია, პროფიციტში ნარჩუნდება. მკითხველს შევახსენებთ, რომ, პრაქტიკული თვალსაზრისით, მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი ნიშნავს, რომ ამ პერიოდში საქართველოს მიერ დანარჩენი მსოფლიოდან მიღებული სავალუტო შემოსავლები საზღვარგარეთ გადახდილ თანხებს აღემატებოდა. ამავდროულად, სახეზეა გარკვეული შენელებაც — მეორე კვარტლის პროფიციტი მხოლოდ მცირედით აღემატება პირველი კვარტლის იმავე მაჩვენებელს (მშპ-ის 0.1%), ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის უცვლელია, რაც პირდაპირი უცხოელი ინვესტორებისთვის გადახდილი დივიდენდების წლიურ ჭრილში ფაქტობრივად გაორმაგებას უკავშირდება. წინასწარი შეფასებით, მოსალოდნელია, რომ პროფიციტი მესამე კვარტალშიც შენარჩუნდა.

ამ ფონზე, სებ-მა სექტემბერში სავალუტო ბაზარზე დამატებით 249 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, ხოლო წლის დასაწყისიდან ჯამურმა შესყიდვებმა 3.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, სექტემბრის ბოლოს მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა 8.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც  საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესაბამისობის ნორმის 129%-ია. მოსალოდნელია, რომ სებ-ის მხრიდან უცხოური ვალუტის შესყიდვები მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება. 

წმინდა სავალუტო შემოდინებების მხრივ, სექტემბერში დინამიკა არაერთგვაროვანი იყო. ექსპორტის ზრდა დაახლოებით 4%-მდე შენელდა, რაც ავტომობილების რეექსპორტის შემცირებამ და დანარჩენი ექსპორტის გასული წლის მაღალ ბაზასთან შედარებით კლებამ განაპირობა, იმპორტის ზრდა კი ძირითადად ნავთობპროდუქტების ხარჯზე დაჩქარდა. შენელდა ავტომობილებისა და ნედლეულის გარეშე ექსპორტის ზრდაც, თუმცა წლის დასაწყისიდან ორნიშნა მაჩვენებელზე რჩება, ხოლო სავაჭრო დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით წინა წლების მაჩვენებლებზე მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, წლიურად 10%-ით შემცირდა ფულადი გზავნილები. ფულადი გადარიცხვების ერთ-ერთი მსხვილი რუსული სისტემის სანქცირების შემდეგ რუსეთიდან გზავნილები ჯერჯერობით გასული წლის დონის მხოლოდ მეხუთედს შეადგენს, ხოლო ევროპიდან გზავნილებზე უარყოფითად ევროს გაუფასურება მოქმედებს. საპირისპიროდ, ტურიზმიდან შემოსავლები მესამე კვარტალში წლიურად თითქმის 12%-ით გაიზარდა, ძირითადად ევროკავშირიდან, რუსეთიდან და ისრაელიდან ვიზიტორების ხარჯზე.

ოქტომბერში ნავთობი კიდევ უფრო გაძვირდა, სურსათის ფასების დინამიკა კი არაერთგვაროვანია. ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო თვიურმა ფასმა წლის მაქსიმუმს მიაღწია და, მიწოდების რისკების მაღალ დონეზე შენარჩუნების ფონზე, ამჟამად დაახლოებით 110 აშშ დოლარად ივაჭრება, მაშინ როდესაც საბაზო სცენარი წლის ბოლოსთვის ნავთობის ფასის 80-85 აშშ დოლარის ფარგლებში დასტაბილურების დაშვებას მოიაზრებდა. ამასთან, სექტემბერში სურსათის გლობალური ფასების ინდექსი კვლავ გაიზარდა და 2022 წლის ბოლოს შემდეგ ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია. თუმცა, საგრძნობლად შემცირდა მარცვლეულის საერთაშორისო ფასი – ოქტომბრის მდგომარეობით, ხორბალი აგვისტოს ბოლოს დაფიქსირებულ პიკთან შედარებით 20%-ზე მეტით არის გაიაფებული.

21 ოქტომბრის სხდომაზე სებ-მა ინფლაციის პროგნოზი გაზარდა, თუმცა, ჩვენი მოლოდინის შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-ზე შეინარჩუნა. ამავდროულად, პოლიტიკის გამკაცრების არგუმენტები, წინა სხდომებთან შედარებით, უფრო ძლიერია. სექტემბერში ინფლაციური წნეხი, წინა თვეებთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა. აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ოქტომბერში განაკვეთები უცვლელად დატოვეს, თუმცა საერთაშორისო ბაზრებზე დეკემბერში ორივეს შემთხვევაში განაკვეთის ზრდას მოელიან. საერთო ჯამში, შიდა ინფლაციური წნეხის ზრდა და გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობები დეკემბერში სებ-ის მხრიდან განაკვეთის 8.5%-მდე გამკაცრების ალბათობას ზრდის.

სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა, თუმცა ინფლაციის ძირითადი ტენდენცია ძლიერდება. უმაღლესი განათლების საფასურის მკვეთრი შემცირების ერთჯერადი ეფექტის გარეშე, წლიური ინფლაცია 6.3% იქნებოდა, საქსტატის საბაზო ინფლაცია 3.7%-ის ნაცვლად 5.1%, მომსახურების ინფლაცია კი იმავე 3.7%-ის ნაცვლად 6.6%. ინფლაციის ძირითადი ტენდენციის საზომების უმეტესობა 2023 წლის დასაწყისის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეზეა. გარდა ამისა, ძლიერდება მომსახურების გაძვირება, რაც მაღალი ინფლაციის შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნების რისკს ზრდის. საპირისპიროდ, საქონლის, მათ შორის საკვების, ფასების ზრდა ნელდება, რაც მთლიან ინფლაციაზე შემაკავებელი მიმართულებით მოქმედებს. საერთო ჯამში, თიბისი კაპიტალი 2026 წლის ბოლოსთვის ინფლაციის პროგნოზს მცირედით, 6.0%-დან 5.7%-მდე ამცირებს, რადგან უმაღლესი განათლების საფასურის კლების გავლენა ნავთობისა და საკვების მხრიდან დამატებით ზეწოლას აჭარბებს. ამავდროულად, ნავთობის გაძვირების გაგრძელების შემთხვევაში ინფლაცია შესაძლოა პროგნოზს გადააჭარბოს. სხვა თანაბარ პირობებში, მოსალოდნელია, რომ ოქტომბერ-ნოემბერში წლიური ინფლაცია შემცირდება, ხოლო დეკემბერში კვლავ გაიზრდება, რაც საბაზო ეფექტებს უკავშირდება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007754-macro-update-georgia

Share196Tweet123Share49

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020