ბორჯომიnews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

    თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

    ქართველმა სტუდენტებმა ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით FAO-ს აგრონომიის კურსზე პრაქტიკული უნარები შეიძინეს

    ქართველმა სტუდენტებმა ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით FAO-ს აგრონომიის კურსზე პრაქტიკული უნარები შეიძინეს

    ცესკომ საერთაშორისო აუდიტი კვლავ წარმატებით გაიარა

    ცესკომ საერთაშორისო აუდიტი კვლავ წარმატებით გაიარა

    თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე — ეფექტური 0%-ით

    თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე — ეფექტური 0%-ით

    მესხური კვალი: ხელოვნებითა და სიყვარულით გაცოცხლებული ისტორია ახალციხის ისტორიულ ციხეზე

    მესხური კვალი: ხელოვნებითა და სიყვარულით გაცოცხლებული ისტორია ახალციხის ისტორიულ ციხეზე

    თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

    თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

    თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის

    თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის

    საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი

    საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი

    მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებული პედაგოგები განათლების მინისტრმა დააჯილდოვა

    მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებული პედაგოგები განათლების მინისტრმა დააჯილდოვა

    

    

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      მესხური კვალი: ხელოვნებითა და სიყვარულით გაცოცხლებული ისტორია ახალციხის ისტორიულ ციხეზე

      მესხური კვალი: ხელოვნებითა და სიყვარულით გაცოცხლებული ისტორია ახალციხის ისტორიულ ციხეზე

      ახალციხელი და ბორჯომელი ხელოვანი ქალების შემოქმედებითი პლენერი ახალდაბაში, ფოთოლეთის მამათა მონასტრის ეზოში

      ახალციხელი და ბორჯომელი ხელოვანი ქალების შემოქმედებითი პლენერი ახალდაბაში, ფოთოლეთის მამათა მონასტრის ეზოში

      შემოქმედება, რომელიც ბრენდად იქცევა!

      შემოქმედება, რომელიც ბრენდად იქცევა!

      „ის, რაც გვაერთიანებს“ — ახალდაბის საჯარო სკოლაში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილე აღნიშნეს

      „ის, რაც გვაერთიანებს“ — ახალდაბის საჯარო სკოლაში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილე აღნიშნეს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თექის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თექის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

      YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

      YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home საზოგადოება

ცესკომ საერთაშორისო აუდიტი კვლავ წარმატებით გაიარა

ცესკომ საერთაშორისო აუდიტი კვლავ წარმატებით გაიარა
Share on FacebookShare on Twitter

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნების მართვის სფეროში ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის — ISO 9001:2015-ის მოთხოვნებთან შესაბამისობა კიდევ ერთხელ დაადასტურა და საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა.

ხარისხის სისტემის შეფასების მიზნით აუდიტი ორ ეტაპად განხორციელდა. შპს ,,მენეჯმენტის სისტემები’’-ს აუდიტორის მიერ 2026 წლის 24 ივლისს განხორციელდა შიდა აუდიტი, ხოლო 2026 წლის 2 სექტემბერს, საერთაშორისო აუდიტორის (LL-C (Certification) Czech Republic a.s.) მიერ დისტანციურად განხორციელდა საკონტროლო აუდიტი. ცესკომ წარმატებით გაიარა ორივე სახის აუდიტი და შეინარჩუნა საერთაშორისო ISO 9001:2015 სერტიფიკატი.

საერთაშორისო აუდიტორის შეფასებით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ხარისხის მართვის სისტემის (QMS) დადებით მხარეებსა და უპირატესობებს შორის ხაზგასმით აღსანიშნავია ადმინისტრაციის შესაძლებლობა, გაუმკლავდეს რთულ და ცვალებად გარემოს:  „პოლიტიკური რყევების, დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობისა და საინფორმაციო ზეწოლის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაცია ეფექტიანად ასრულებს ქართველი ხალხის წინაშე აღებულ საკონსტიტუციო ვალდებულებებს“.

აუდიტის ფარგლებში დოკუმენტირებული მენეჯმენტის სისტემის შესაბამისობა შეფასდა მაღალი პროფესიული სტანდარტებით. დადასტურდა, რომ ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემას შეუძლია დააკმაყოფილოს შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნები და მიაღწიოს აკრედიტებული სერტიფიცირებისთვის მოსალოდნელ შედეგებს, როგორც ეს მითითებულია ISO-IAF-ის კომუნიკეში, აკრედიტებული სერტიფიცირების შესახებ.

აუდიტორის შეფასებით, ორგანიზაცია აკმაყოფილებს და სათანადოდ ახორციელებს მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნებს და შეუძლია უზრუნველყოს მომსახურების უწყვეტი მიწოდება მომხმარებლის მოთხოვნებთან, შესაბამის კანონებთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში, მომხმარებლის კმაყოფილების ამაღლების მიზნით. აღნიშნული დასკვნა გაკეთებულია სტანდარტის ცალკეული მოთხოვნების შესრულების დონის შეფასების საფუძველზე, რაც დასტურდება ანგარიშის შესაბამისობის მატრიცით. აუდიტის მიზნები წარმატებით არის მიღწეული.

აუდიტის შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ცესკოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები — სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, მიმდინარე აქტივობები და პროექტები, შეთავაზებული სერვისები, საქმიანობის მონიტორინგი და ანგარიშგების მექანიზმები შეესაბამება ხარისხის მენეჯმენტის მიერ მოთხოვნილ ყველა სტანდარტს. ეს კი ადასტურებს, რომ ხარისხის მართვა საარჩევნო ადმინისტრაციის ყოველდღიური საქმიანობისა და ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ISO-ს სტანდარტი წარმოადგენს ხარისხის მართვის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ საერთაშორისო ჩარჩოს. იგი ორგანიზაციებს საქმიანობის სისტემატური გაუმჯობესების, პროცესების ეფექტიანად მართვის, გამჭვირვალობისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების უზრუნველყოფაში ეხმარება.

აღსანიშნავია, რომ ცესკოსთვის ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის შენარჩუნება ნიშნავს არამხოლოდ ეფექტიანი შიდა მენეჯმენტის დემონსტრირებას, არამედ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მაღალი დონის უზრუნველყოფას. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს საერთაშორისო პრინციპების გათვალისწინებით და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით.

ცესკომ ISO სერტიფიკატი პირველად 2019 წელს მიიღო, რითაც დადასტურდა, რომ ცესკოს ხარისხის მართვის სისტემა და ბიზნეს პროცესები სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტის — ISO 9001:2015 მოთხოვნებს. ამასთან, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველი საარჩევნო ადმინისტრაცია იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელმაც აღნიშნული სერტიფიკატი მიიღო.

საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის მორიგი დადასტურება ცესკოსთვის ხარისხის მართვის უწყვეტი პროცესის, ინსტიტუციური განვითარებისა და საქმიანობის მუდმივი გაუმჯობესების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.

Share196Tweet123Share49

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020