ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ფეხბურთში საჯარო სკოლებს შორის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ფეხბურთში საჯარო სკოლებს შორის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა.
ფინალში ერთმანეთს N3 და N6 საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა N3 საჯარო სკოლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მესამე ადგილი კი სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.
ჩემპიონატის საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს, ბორჯომის მუნიციპალიტეტისაგან, სიგელები, მედლები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ფინალს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გელა მაღრაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძე, ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ლევან თედიშვილი, მერიის ადმინისტრაციის უფროსი ლეილა ნოზაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა სპორტული აქტივობის დაგეგმვას
მომავალშიც ინტენსიურად გააგრძელებს.













































