ბორჯომიnews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

    მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

    თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

    თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

    დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად

    დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად

    ზესტაფონში თიბისის განახლებული კონცეფციის ფილიალი გაიხსნა 

    ზესტაფონში თიბისის განახლებული კონცეფციის ფილიალი გაიხსნა 

    თიბისიმ, ADB-ისა და IFC-ის მხარდაჭერით, ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა

    თიბისიმ, ADB-ისა და IFC-ის მხარდაჭერით, ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა

    ბორჯომში უფასო სკრინინგ-აქცია ჩატარდა

    ბორჯომში უფასო სკრინინგ-აქცია ჩატარდა

    გივი მიქანაძემ კორეის ელჩთან შეხვედრა გამართა

    გივი მიქანაძემ კორეის ელჩთან შეხვედრა გამართა

    თიბისის მობაილბანკში ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

    თიბისის მობაილბანკში ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

    მამუკა გელაშვილი: განახლებული კურორტი, ლეგენდარული „კუკუშკა“ და მთავარი მიზანი — ბორჯომს ისტორიული სილამაზე და სილაღე დავუბრუნოთ!

    მამუკა გელაშვილი: განახლებული კურორტი, ლეგენდარული „კუკუშკა“ და მთავარი მიზანი — ბორჯომს ისტორიული სილამაზე და სილაღე დავუბრუნოთ!

    თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

    თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

      თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

      თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

      მესხური კვალი: ხელოვნებითა და სიყვარულით გაცოცხლებული ისტორია ახალციხის ისტორიულ ციხეზე

      მესხური კვალი: ხელოვნებითა და სიყვარულით გაცოცხლებული ისტორია ახალციხის ისტორიულ ციხეზე

      ახალციხელი და ბორჯომელი ხელოვანი ქალების შემოქმედებითი პლენერი ახალდაბაში, ფოთოლეთის მამათა მონასტრის ეზოში

      ახალციხელი და ბორჯომელი ხელოვანი ქალების შემოქმედებითი პლენერი ახალდაბაში, ფოთოლეთის მამათა მონასტრის ეზოში

      შემოქმედება, რომელიც ბრენდად იქცევა!

      შემოქმედება, რომელიც ბრენდად იქცევა!

      „ის, რაც გვაერთიანებს“ — ახალდაბის საჯარო სკოლაში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილე აღნიშნეს

      „ის, რაც გვაერთიანებს“ — ახალდაბის საჯარო სკოლაში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილე აღნიშნეს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თექის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თექის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

      YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

      YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      ბორჯომში უფასო სკრინინგ-აქცია ჩატარდა

      ბორჯომში უფასო სკრინინგ-აქცია ჩატარდა

      ბორჯომის მაღალმთიან სოფელ ჭიხარულაში სოციალურად დაუცველ ოჯახს ბორჯომის მერიისგან ბუნებრივი აირის გამათბობელი გადაეცა

      ბორჯომის მაღალმთიან სოფელ ჭიხარულაში სოციალურად დაუცველ ოჯახს ბორჯომის მერიისგან ბუნებრივი აირის გამათბობელი გადაეცა

      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Share on FacebookShare on Twitter

2025 წელს ეკონომიკური ზრდის მეოთხედი საგარეო მოთხოვნაზე მოდიოდა

ნოემბერში საქსტატმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის შეფასება 7.5%-დან 8.4%-მდე დააზუსტა. შეიცვალა ზრდის კომპონენტებიც — ძირითად კაპიტალში ინვესტიციები, სადაც წინასწარი მონაცემებით კლება იყო, დაზუსტებული შეფასებით გაიზარდა, ხოლო სახელმწიფო მოხმარების ზრდა, პირიქით, შემცირდა. დარგების მიხედვით, გაიზარდა ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის წვლილი, ხოლო განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის — შემცირდა.

საქსტატის ახალი მონაცემები აჩვენებს, ვისგან ყიდულობენ საწარმოები საქონელსა და მომსახურებას და ვინ ყიდულობს მათ პროდუქციას. მაგალითად, თუ რესტორანში ერთსა და იმავე კერძს ადგილობრივი მცხოვრები და უცხოელი ვიზიტორი უკვეთავენ, პირველის ხარჯი შიდა მოხმარებაში აღირიცხება, მეორისა კი – ექსპორტში. ორივე შემთხვევაში ფასის ნაწილი იმპორტირებულ კომპონენტზე მოდის, დანარჩენი კი საქართველოში რჩება – არა მარტო რესტორანთან, არამედ ადგილობრივ ფერმერთან და გადამზიდველთანაც.

მშპ-ის სტანდარტული გაანგარიშებისგან განსხვავებით, სადაც მთლიანი იმპორტი ექსპორტს აკლდება, საგარეო მოთხოვნის წვლილის შესაფასებლად აუცილებელია გამოიყოს, იმპორტის რა ნაწილი მოხმარდა საექსპორტო საქონლისა და მომსახურების მიწოდებას. თიბისი კაპიტალის შეფასებით, 2025 წელს ექსპორტს იმპორტის მატების დაახლოებით მესამედი უკავშირდებოდა, დანარჩენი კი — შიდა მოხმარებასა და ინვესტიციებს. ამდენად, საგარეო მოთხოვნაზე ეკონომიკური ზრდის დაახლოებით მეოთხედი მოდიოდა, რითაც ის შიდა მოხმარების შემდეგ ზრდის მეორე ყველაზე დიდი წყარო იყო, ხოლო ინვესტიციების წვლილი შედარებით მცირეა.

შიდა მოხმარებასთან დაკავშირებულ ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი ვაჭრობას, განათლებასა და ფინანსურ სექტორს ჰქონდა, თუმცა სამივე დარგზე ერთად ამ ზრდის ნახევარზე ნაკლები მოდიოდა. საგარეო მოთხოვნის შემთხვევაში სურათი სრულიად განსხვავებულია: ზრდის 90%-ზე მეტი სამ დარგში – ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიებში (ICT), ტრანსპორტსა და სასტუმრო-სარესტორნო სექტორში – იყო თავმოყრილი. ამავე დროს, დამამუშავებელ მრეწველობაში, ენერგეტიკასა და მშენებლობაში საგარეო მოთხოვნასთან დაკავშირებული დამატებული ღირებულება, ფასების ცვლილების გათვალისწინებით, შემცირდა.

საგარეო მოთხოვნასთან დაკავშირებული რეალური ზრდის დაახლოებით ორი მესამედი ICT სექტორზე მოდიოდა. 2021 წელს ამ დარგში შექმნილი დამატებული ღირებულების უდიდესი ნაწილი ადგილობრივ მომხმარებლებს უკავშირდებოდა, 2025 წელს კი ნახევარზე მეტი უკვე უცხოელ მომხმარებლებზე მოდიოდა. ამ პერიოდში უცხოელ მომხმარებლებთან დაკავშირებული დამატებული ღირებულება მიმდინარე ფასებში ათზე მეტჯერ გაიზარდა, ადგილობრივ მომხმარებლებთან დაკავშირებული კი დაახლოებით გაორმაგდა. შედეგად, 2025 წელს საქართველოში საგარეო მოთხოვნით შექმნილი დამატებული ღირებულების ყველაზე დიდი წილი უკვე ICT სექტორზე მოდიოდა, რომელმაც ამ მაჩვენებლით ვაჭრობას გადაასწრო.

მთლიანად ეკონომიკაში საგარეო მოთხოვნას 2025 წელს შექმნილი დამატებული ღირებულების დაახლოებით მეოთხედი უკავშირდებოდა, თითქმის იმდენივე, რამდენიც წინა წელს, თუმცა, ICT სექტორის გამოკლებით, ეს წილი მცირედით შემცირდა. ოთხ დარგში – ICT-ში, ტრანსპორტში, სასტუმრო-სარესტორნო სექტორსა და სამთომოპოვებით მრეწველობაში – დამატებული ღირებულების ნახევარზე მეტი საგარეო მოთხოვნაზე მოდიოდა. თავის მხრივ, დამამუშავებელ მრეწველობაში საგარეო მოთხოვნის წილმა მცირედით იკლო. სავარაუდოდ, 2026 წელს ეს ტენდენცია ნავთობპროდუქტების ექსპორტის ზრდის ფონზე კვლავ შეიცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ზრდის მხოლოდ შედარებით მცირე ნაწილი აისახება ქვეყანაში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში.

2025 წელს მოხმარებაზე, ინვესტიციებსა და ექსპორტზე დახარჯული ყოველი 100 ლარიდან საშუალოდ 58 ლარი საქართველოში შექმნილი დამატებული ღირებულება იყო, დანარჩენი კი იმპორტსა და პროდუქტებზე წმინდა გადასახადებზე მოდიოდა. შიდა მოხმარების შემთხვევაში ყოველი 100 ლარიდან საქართველოში 64 ლარი რჩება, რადგან მოსახლეობისა და სახელმწიფოს ხარჯებში დიდი ადგილი ადგილობრივ მომსახურებას უჭირავს. ინვესტიციების შემთხვევაში ეს წილი ნაკლებია — 54 ლარი — ვინაიდან დანადგარებისა და სამშენებლო მასალების დიდი ნაწილი იმპორტირებულია, ექსპორტის შემთხვევაში კი ყველაზე დაბალია – 49 ლარი, რადგან საზღვარგარეთ გაყიდული საქონლის მნიშვნელოვანი ნაწილი რეექსპორტირებულია.

ადგილობრივი მომწოდებლებისთვის ისიც მნიშვნელოვანია, თუ როგორ არის დაკავშირებული მიწოდების ჯაჭვები. საქართველოში წარმოებული ICT მომსახურების ღირებულების უდიდესი ნაწილი უშუალოდ იმ კომპანიაში იქმნება, რომელიც ამ მომსახურებას ყიდის. დამამუშავებელ მრეწველობაში კი ადგილობრივი მომწოდებლების წილი მნიშვნელოვნად მეტია – ყოველი 100 ლარის პროდუქციიდან დაახლოებით 37 ლარი ადგილობრივ მომწოდებლებთან შექმნილი დამატებული ღირებულებაა, ICT სექტორის შემთხვევაში კი – 21 ლარი. საერთო ჯამში, 2025 წელს საგარეო მოთხოვნიდან მიღებული დამატებული ღირებულება გაიზარდა როგორც ადგილობრივ მომწოდებლებთან, ისე თავად ექსპორტიორებთან, თუმცა ექსპორტიორებთან ზრდა უფრო სწრაფი იყო, რის გამოც მომწოდებლების წილი შემოსავლებში 34%-დან 31%-მდე შემცირდა. ამ კლების დაახლოებით მესამედი ექსპორტში ICT სექტორის წილის ზრდით აიხსნება, დანარჩენი კი – საწარმოებს შორის შესყიდვების სტრუქტურის ცვლილებით.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007788-macro-update-georgia

Share197Tweet123Share49

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020