ბორჯომიnews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    თიბისიმ, ADB-ისა და IFC-ის მხარდაჭერით, ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა

    თიბისიმ, ADB-ისა და IFC-ის მხარდაჭერით, ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა

    ბორჯომში უფასო სკრინინგ-აქცია ჩატარდა

    ბორჯომში უფასო სკრინინგ-აქცია ჩატარდა

    გივი მიქანაძემ კორეის ელჩთან შეხვედრა გამართა

    გივი მიქანაძემ კორეის ელჩთან შეხვედრა გამართა

    თიბისის მობაილბანკში ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

    თიბისის მობაილბანკში ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

    მამუკა გელაშვილი: განახლებული კურორტი, ლეგენდარული „კუკუშკა“ და მთავარი მიზანი — ბორჯომს ისტორიული სილამაზე და სილაღე დავუბრუნოთ!

    მამუკა გელაშვილი: განახლებული კურორტი, ლეგენდარული „კუკუშკა“ და მთავარი მიზანი — ბორჯომს ისტორიული სილამაზე და სილაღე დავუბრუნოთ!

    თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

    თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

    ბორჯომის მაღალმთიან სოფელ ჭიხარულაში სოციალურად დაუცველ ოჯახს ბორჯომის მერიისგან ბუნებრივი აირის გამათბობელი გადაეცა

    ბორჯომის მაღალმთიან სოფელ ჭიხარულაში სოციალურად დაუცველ ოჯახს ბორჯომის მერიისგან ბუნებრივი აირის გამათბობელი გადაეცა

    თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

    თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

    თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

    თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

    ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი: “არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია”

    ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი: “არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია”

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

      თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

      თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

      მესხური კვალი: ხელოვნებითა და სიყვარულით გაცოცხლებული ისტორია ახალციხის ისტორიულ ციხეზე

      მესხური კვალი: ხელოვნებითა და სიყვარულით გაცოცხლებული ისტორია ახალციხის ისტორიულ ციხეზე

      ახალციხელი და ბორჯომელი ხელოვანი ქალების შემოქმედებითი პლენერი ახალდაბაში, ფოთოლეთის მამათა მონასტრის ეზოში

      ახალციხელი და ბორჯომელი ხელოვანი ქალების შემოქმედებითი პლენერი ახალდაბაში, ფოთოლეთის მამათა მონასტრის ეზოში

      შემოქმედება, რომელიც ბრენდად იქცევა!

      შემოქმედება, რომელიც ბრენდად იქცევა!

      „ის, რაც გვაერთიანებს“ — ახალდაბის საჯარო სკოლაში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილე აღნიშნეს

      „ის, რაც გვაერთიანებს“ — ახალდაბის საჯარო სკოლაში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილე აღნიშნეს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თექის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თექის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

      YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

      YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      ბორჯომში უფასო სკრინინგ-აქცია ჩატარდა

      ბორჯომში უფასო სკრინინგ-აქცია ჩატარდა

      ბორჯომის მაღალმთიან სოფელ ჭიხარულაში სოციალურად დაუცველ ოჯახს ბორჯომის მერიისგან ბუნებრივი აირის გამათბობელი გადაეცა

      ბორჯომის მაღალმთიან სოფელ ჭიხარულაში სოციალურად დაუცველ ოჯახს ბორჯომის მერიისგან ბუნებრივი აირის გამათბობელი გადაეცა

      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home ბლოგი

მამუკა გელაშვილი: განახლებული კურორტი, ლეგენდარული „კუკუშკა“ და მთავარი მიზანი — ბორჯომს ისტორიული სილამაზე და სილაღე დავუბრუნოთ!

მამუკა გელაშვილი: განახლებული კურორტი, ლეგენდარული „კუკუშკა“ და მთავარი მიზანი — ბორჯომს ისტორიული სილამაზე და სილაღე დავუბრუნოთ!
Share on FacebookShare on Twitter

პროლოგი

მერის კაბინეტს მიღმა ხშირად რჩება ის ადამიანური ისტორიები, პრინციპები და ცხოვრებისეული გზა, რასაც საჯარო გადაწყვეტილებების უკან ვდებთ.როგორი იყო  სოფელ ტბაზე გაზრდილი ბიჭის, რომელმაც სამართლიანობის დაცვა პროფესიად აირჩია, ცხოვრების გზა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამდე — მამუკა გელაშვილმა მერობის ერთი წლის თავზე გულახდილად ისაუბრა.

 რა ახალი ინფრასტრუქტურული და სოციალური გამოწვევების წინაშე დგას ბორჯომის მუნიციპალიტეტი,როგორ იცვლება კურორტის იერსახე და რა ფურორს მოახდენს ლეგენდარული “კუკუშკა”-ს დაბრუნება, რა პრიორიტეტებია სოფლის ტურიზმისა და სპორტის განვითარებისთვის, რა შეღავათებით სარგებლობენ სტუდენტები და მოწყვლადი ჯგუფები, როგორ უმკლავდება ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეთა კრიტიკას — ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ბორჯომის მერთან, მამუკა გელაშვილთან, რუბრიკაში «პირველი პირი — პირისპირ»

ბავშვობიდან — ბორჯომის მერობამდე…

— ბატონო მამუკა, ბორჯომი ისეთი მუნიციპალიტეტია, სადაც თითქმის ყველა ყველას იცნობს და მერის საქმიანობა მხოლოდ ოფიციალური კაბინეტით არ შემოიფარგლება. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის მართვის სადავეები ჩაიბარეთ. დღეს გვინდა ვისაუბროთ როგორც თქვენს პირველ ნაბიჯებზე ამ პოზიციაზე, ისე ტურიზმზე, ახალგაზრდებსა და იმაზე, თუ ვინ არის მამუკა გელაშვილი კაბინეტს მიღმა. დავიწყოთ თქვენი წარსულიდან: როგორი იყო თქვენი ცხოვრების გზა ბავშვობიდან ბორჯომის მერობამდე? გაიხსენეთ მნიშვნელოვანი ეპიზოდები თქვენი ცხოვრებიდან.

— დავიბადე და გავიზარდე ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბაში. მყავს მშობლები, რომლებიც წლების განმავლობაში ბაკურიანში, ტურბაზაში მუშაობდნენ — მამაჩემი შეფ-მზარეული იყო. თავდაპირველად ტბის დაწყებით სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ წაღვერში გადავედი, მოგვიანებით კი — მშობლებთან, ბაკურიანში. 1992 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ტურბაზაც დაიკეტა, ისევ დაბა წაღვერის სკოლაში დავბრუნდი და საშუალო სკოლაც იქ დავამთავრე. 1994 წელს ჩავაბარე პოლიციის უმაღლეს აკადემიაში. მაშინ 16 წლის პატარა ბიჭი ვიყავი. 1998 წელს აკადემია დავამთავრე, პროფესიით იურისტი, სამართალმცოდნე ვარ.

— რატომ აირჩიეთ ეს პროფესია და რა პოზიციებზე მუშაობდით ბორჯომის მერად არჩევამდე?

— ეს პროფესია უფრო იმიტომ ავირჩიე, რომ ყოველთვის მიყვარდა სამართლიანობა და როდესაც გაჭირვებული ან დაუცველი ადამიანი იჩაგრებოდა, მუდამ ვცდილობდი მის დაცვას — რის გამოც ბავშვობაში უსუამოვნებაც გადამხდენია. ყოველთვის ვცდილობდი, მხარში დავდგომოდი მას, ვისაც ძლიერი ჩაგრავდა.

იმ პერიოდში საქართველოში საკმაოდ რთული და არეული ვითარება იყო: ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას შიდა ომი და ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა მოჰყვა, ქვეყანაში კრიმინალი იყო გაბატონებული. მე კი უარყოფითი დამოკიდებულება მქონდა არსებული სიტუაციის მიმართ და მინდოდა, ჩემს ქვეყანაში წესრიგის დამყარებაში შემეტანა წვლილი.

1998 წელს, აკადემიის დამთავრებისთანავე, განაწილებით დავიწყე მუშაობა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებაში ინსპექტორად. საკმაოდ დიდხანს ვიმუშავე შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე, მათ შორის: სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაში, ნარკომანიასთან ბრძოლის განყოფილებაში, სასაზღვრო პოლიციის მეორე სამმართველოში (ახალციხე); ვიყავი შსს სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. მანამდე ვმუშაობდი პროკურატურის სისტემაში — სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად, ასევე ვიყავი ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილე. 2015-2022 წლებში ვმუშაობდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ხოლო 2017- 2025 წლებში — შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ დირექტორის მრჩევლად უსაფრთხოების საკითხებში

— აქვე გაგვაცანით თქვენი ოჯახი.

— 1999 წელს დავოჯახდი. მყავს მეუღლე და ოთხი შვილი. მეუღლე, ლალი კურტანიძე-გელაშვილი, პროფესიით ისტორიკოსია და ამჟამად თბილისის 145-ე საბავშვო ბაღის გამგის მოადგილეა.

უფროსი შვილი, 25 წლის გვანცა გელაშვილი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი ფაკულტეტის კურსდამთავრებულია და მე-8 საავადმყოფოში უმცროსი ექიმის პოზიციაზე მუშაობს. ამავდროულად, არის ტრენერი — კითხულობს ლექციებს და სტუდენტებს ამერიკის სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის (USMLE Step) ამზადებს.

ვაჟმა, გიორგი გელაშვილმა, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი დაამთავრა და ამჟამად ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისში“ (Georgian Airways) „ლოუდმასტერის“ (Loadmaster) პოზიციაზეა დასაქმებული, პარალელურად კი პრაქტიკას გადის Airbus-ის ტიპის ხომალდებზე. ხშირად დაფრინავს, ფაქტობრივად, სულ ჰაერშია — ხან ჩინეთშია, ხან — ბუდაპეშტში, ხან — ბელგრადში.

უმცროსი ქალიშვილი, ნუცა გელაშვილი, ასევე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტია — ძალიან წარმატებული, მოტივირებული და მიზანდასახული გოგონაა.

მეოთხე, ყველაზე პატარა შვილი, თომა გელაშვილი კი ჯერ მეორე კლასელია და თბილისის 144-ე საჯარო სკოლაში სწავლობს.

ოჯახი თბილისში ცხოვრობს, მე კი მშობლებთან ერთად სოფელ ტბაზე ვცხოვრობ და იქიდან დავდივარ სამსახურში, თუმცა თომა ყველაზე ხშირად მსტუმრობს და ხანდახან ვერთობი მასთან ერთად.

— ბატონო მამუკა, რას გაიხსენებდით თქვენი ბავშვობისდროინდელი ბორჯომის შესახებ? რა არის ის ერთი რამ იმ დროიდან, რაც გინდათ, რომ დღევანდელმა თაობამაც აუცილებლად ნახოს და იგრძნოს? თქვენ, როგორც მერს, რა გინდათ, რომ გააკეთოთ ბორჯომში განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი?

— პირველ რიგში, მინდა ჩემი რაიონისა და მისი ულამაზესი სოფლების პოპულარიზაცია. ბორჯომი ხომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში გამორჩეული კურორტია, თავისი დასასვენებელი კუთხეებით, ბუნებითა და მინერალური წყლებით. ბავშვობიდან მახსოვს უამრავი ვიზიტორი და უცხოელი სტუმარი ბორჯომში. აქ იყო განსაკუთრებული სითბო, ერთმანეთის გატანა, სიყვარული, სტუმართმოყვარეობა — ვიზიტორების გულთბილი დახვედრა, მათზე დიდი შთაბეჭდილების მოხდენა და ლამაზად გაცილება. ფუნქციონირებდა უამრავი დასასვენებელი სახლი, ტურისტული პოტენციალი მაღალი იყო და ჩემი სურვილია, ბორჯომს სწორედ ის სილამაზე და სილაღე დავუბრუნოთ.

ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ მალე ბორჯომს დაუბრუნდება თავისი სავიზიტო ბარათი — ე.წ. „კუკუშკა“ მატარებელი! უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ „კუკუშკა”-ს აღდგენაში მხარი დაგვიჭირეს. დეკემბრის ბოლოს ბორჯომიდან ბაკურიანში კვლავ შევძლებთ ამ მატარებლით მგზავრობას. სრულად რეაბილიტირდება ხაზი, ვაგონები უკვე განახლებულია, ელმავლები კი ციფრულ ტექნოლოგიაზეა გადაყვანილი — გამორჩეულად კარგი „კუკუშკა“ გვექნება.

რაც შეეხება სხვა მოგონებებს — ჩემი ჭაბუკობის ასაკიდან ძალიან მძიმედ მახსოვს, როგორ დააზიანა ნარკოტიკებმა ბორჯომის რაიონი და ბორჯომელი ახალგაზრდები. ამიტომ დღეს ჩემი მთავარი მოტივაციაა, რომ ბორჯომში ჯანსაღი და განათლებული თაობა აღიზარდოს. ძალიან მადლიერი ვარ ცენტრალური ხელისუფლების უდიდესი მხარდაჭერისთვის.

დავიწყეთ სტადიონებისა და საწვრთნელი ბაზების მშენებლობა, რითაც ახალგაზრდებს სტიმული მივეცით. სპორტსმენთა წახალისების მიზნით, ბიუჯეტში ადრე გათვალისწინებული 800 ლარი საქართველოს ჩემპიონატის პირველი ადგილის მფლობელთათვის 3 000 ლარამდე გავზარდეთ. ეს შეიძლება ბიუჯეტისთვის რთულია, მაგრამ სჯობს ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხის ნაცვლად, სპორტსმენთა მხარდაჭერა გავხადოთ პრიორიტეტი — რათა ახალგაზრდები სპორტით დაკავდნენ და ჩამოვაშოროთ ქუჩას.

მერობის ერთი წელი — საქმეები და გამოწვევები

— კონკრეტულად, რა ტიპის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაა დაგეგმილი მუნიციპალიტეტში?

— როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის 2025-2028 წლების პროგრამით — „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ — მუნიციპალიტეტებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის მიზნით 2 მილიარდი ლარის მოცულობის პროგრამა ხორციელდება. იგი ითვალისწინებს მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსების, საფეხბურთო და სარაგბო მოედნების, სხვადასხვა სპორტის სახეობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და საცურაო აუზების მშენებლობა-რეაბილიტაციას. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 20 ივნისის №1008 განკარგულების საფუძველზე, ამ სამუშაოების განხორციელება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტი აქტიურად არის ჩართული ამ პროგრამაში და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა რამდენიმე დაბასა და სოფელშია დაგეგმილი:

  • დაბა ახალდაბაში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 8 429 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი მოეწყობა (ამ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია და მიმდინარეობს სამშენებლო ნებართვის მოპოვების პროცედურები);
  • დაბა ბაკურიანში 10 995 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ასევე თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი აშენდება (სამუშაოების დაწყებას 2027 წელს ვგეგმავთ);
  • დაბა ბაკურიანშივე, 7 200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მოეწყობა მულტიფუნქციური ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც სპორტული, ისე კულტურული ღონისძიებების გამართვა (კულტურის სახლისა და სპორტსკოლის მშენებლობა);
  • ქალაქ ბორჯომში განხორციელდება ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის სრული რეკონსტრუქცია და მოეწყობა უეფას მე-2 კატეგორიის სტადიონი შესაბამისი ინფრასტრუქტურით (სავარაუდო პერიოდი: 2027-2029 წლები);
  • სოფელ ზანავში აშენდება რაგბის საწვრთნელი ბაზა შესაბამისი ინფრასტრუქტურით (განხორციელების პერიოდი: 2027-2028 წლები).

ეს პროექტები შექმნის საერთაშორისო დონის სპორტული და გასართობი ღონისძიებების მასპინძლობის შესაძლებლობას, რაც მუნიციპალიტეტსა და მთელ რეგიონს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

მოგეხსენებათ, ბორჯომს არაერთი სახელოვანი სპორტსმენი ჰყავს — გიორგი ტალახაძე, რევაზ ლაშხი, ლეგენდარული მოთხილამურე კობა წაქაძე. ვცდილობთ, ბაკურიანშიც განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთოთ სპორტზე. იქ სპორტსკოლა არ არსებობდა და სანამ მულტიფუნქციურ ცენტრს ავაშენებთ, კერძო ინვესტორი დაგვეხმარა, შენობა გადმოგვცა და ბავშვები უკვე იქ ვარჯიშობენ. ანდეზიტში ბერძნულ-რომაული ჭიდაობის წრე გავხსენით, სადაც 70 ბავშვი ვარჯიშობს; ჩავატარეთ ტურნირიც 240 მონაწილით და რამდენიმე საპრიზო, მათ შორის, პირველი ადგილიც ბორჯომელებმა მოიპოვეს. გარდა ამისა, ბაკურიანში არც კულტურის ცენტრი გვქონდა და ბავშვებს ცეკვაზე წაღვერში უწევდათ სიარული. ახლა ადგილზე ვიქირავეთ შენობა კულტურის სახლისთვის, სადაც სხვადასხვა წრეზე უკვე 270 ბავშვი დადის. ასევე, სოფელ ყვიბისში ვგეგმავთ სპორტული სკოლის აშენებას, რომელიც ჩვენი არაერთგზის ჩემპიონისა და ამჟამად საკრებულოს წევრის, რევაზ ლაშხის სახელობის იქნება.

სოფლის ტურიზმი — ბორჯომის ნამდვილი, დამალული სახე

— ბატონო მამუკა, ბორჯომი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ჰაბია. რა არის მთავარი პრიორიტეტი ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და სოფლის ტურიზმის განვითარებისთვის?

— ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ბორჯომის ოთხსეზონიან კურორტად ქცევა და ტურისტული ნაკადების მთელ მუნიციპალიტეტზე გადანაწილებაა. ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურის კუთხით ორ უმთავრეს მიმართულებაზე ვმუშაობთ: პირველი — ისტორიული მემკვიდრეობისა და საკვანძო ობიექტების სრული რეაბილიტაციაა, რაშიც ცენტრალური პარკის, სილამაზის ხიდის, მტრედის ხიდისა და ბორჯომის ყოფილი ქარხნის ტერიტორიის განახლება შედის; მეორე კი — საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რათა ქალაქმა და საკურორტო დაბებმა პიკურ სეზონზეც გამართულად იმუშაონ.

რაც შეეხება სოფლის ტურიზმს, მისი განვითარებისთვის გადამწყვეტია გამართული მისასვლელი გზები და კომუნიკაციები, რასაც უკვე ვაკეთებთ მაღალმთიანი და საკურორტო სოფლების მიმართულებით, ასევე ადგილობრივი მცირე ბიზნესის ხელშეწყობა — საოჯახო სასტუმროების, გასტრონომიული და კულტურული სივრცეების გაძლიერება. ამ მიმართულებით ჩვენთან აქტიურად მუშაობენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის კურორტების განვითარების სააგენტოც. სერვისების გასამარტივებლად ქალაქში დამონტაჟებულია QR კოდებით აღჭურვილი საინფორმაციო მანიშნებლებიც — კოდის დასკანერებით ტურისტს სმარტფონში მთელი მუნიციპალიტეტის ციფრული რუკა ეხსნება. ტურისტს სოფელში დარჩენის მიზეზი და ხარისხიანი სერვისი უნდა დახვდეს, ჩვენი მიზანი კი სწორედ ამ გარემოს შექმნაა.

ბორჯომის მთავარი გამოწვევები:

— თქვენი შეფასებით, მაინც რა არის დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა და კონკრეტულად რა ნაბიჯებს დგამთ მის მოსაგვარებლად?

— ჯერჯერობით ყველაზე მთავარი გამოწვევა ბორჯომისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა. 2026 წელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის უმთავრეს პრიორიტეტს სწორედ ინფრასტრუქტურის განვითარება და სრულყოფა წარმოადგენდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხები მიიმართა. ჯამში, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დაიხარჯა 24 969 108 ლარი, მათ შორის:

  • ადგილობრივი ბიუჯეტიდან — 8 779 991 ლარი;
  • რეგიონული განვითარების ფონდიდან — 11 701 700 ლარი;
  • მთის ფონდიდან — 709 650 ლარი;
  • სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის — 616 496 ლარი;
  • სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის — 1 519 898 ლარი;
  • სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამისთვის — 258 758 ლარი;
  • საჯარო სკოლების დაფინანსებისთვის — 1 382 615 ლარი.

ძალიან მნიშვნელოვანია გზების რეაბილიტაცია როგორც ქალაქში, ისე — სოფლებში. წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა სოფელ დვირსა (ნანეტაშვილების უბანში) და სოფელ საკირეში (კაპანაძეების უბანში). სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ტიმოთესუბნიდან პატარა და დიდი მიტარბის გავლით დაბა ბაკურიანთან მისასვლელი გზის მოსაწესრიგებლად, ასევე სოფელ ტაძრისში, წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძრამდე მისასვლელი გზის აღსადგენად. შედეგად, ჯამში 5 696 გრძივი მეტრი გზის მონაკვეთი მოწესრიგდება.

წელს ასევე აქტიურად ხორციელდებოდა წყალსადენებისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია, რაზეც 576 094 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ჩატარდა სოფელ საკირეში, ჩითახევსა და დვირში. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში ხორციელდება გარე განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია, ცენტრალურ ქუჩაზე შენობების ფასადების განახლება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობა, საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხებისა და სკვერების რეაბილიტაცია.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის არაერთ საჯარო სკოლაში — მათ შორის ბორჯომის №3, ანდეზიტის, რველის, ტაძრისის, დაბა წაღვერის, მოლითის, ლიკანის, კორტანეთის, ქვაბისხევის, დაბა ახალდაბისა და სოფელ ჭობისხევის საჯარო სკოლებში. გარდა ამისა, ტაბაწყურში ვიწყებთ საბავშვო ბაღის მშენებლობას და კეთდება გზაც.

წელსვე ვგეგმავთ სილამაზის ხიდის დემონტაჟსა და სრულ რეაბილიტაციას. ახალი კოჭები უკვე ჩამოტანილია თურქეთიდან, თავად კონსტრუქცია კი თბილისში, ყოფილი კიროვის ქარხნის ბაზაზე სრულად დამზადდა. ამ ეტაპზე საჭირო ნებართვების მიღების პროცედურები მიმდინარეობს. მომავალ წელს მტრედისა და ყვიბისის ხიდების რეაბილიტაციასაც დავიწყებთ.

კიდევ ერთი სასიხარულო სიახლე ის არის, რომ ბორჯომის ცენტრალური მაგისტრალი მთლიანად აიფრეზება და კაპიტალურად შეკეთდება. პარალელურად, მიმდინარეობს ხაშური-ახალციხის გზის სრული რეაბილიტაცია და დაგეგმილია მთელი ამ მონაკვეთის — ხაშურიდან ახალციხემდე — სრულად განათება. ასევე გვაქვს სურვილი და აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ ბორჯომი-ბაკურიანის საავტომობილო გზაც სრულად აღვადგინოთ და გარე განათებით აღვჭურვოთ. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, რომ ბორჯომი  გათავისუფლდეს ავტომობილებისგან შექმნილი საცობებისგან. მუშავდება შემოვლითი გზის პროექტი.

სოციალური პოლიტიკა და ახალგაზრდობა

— ბატონო მამუკა, რა ტიპის სოციალური დახმარების პროგრამები მოქმედებს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის?

— თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბორჯომში ერთ-ერთი საუკეთესო სოციალური პაკეტი გვაქვს. როდესაც აქ მუშაობა დავიწყე, საკმაოდ კარგი სოციალური პროგრამები დამხვდა, რომლებიც ჩვენი გუნდის მხარდაჭერით კიდევ უფრო გავაფართოვეთ და გავზარდეთ.

მაგალითად, წარმატებულ სტუდენტებს — ბაკალავრიატის საფეხურზე მყოფ ახალგაზრდებს, რომლებსაც 91 და მეტი ქულა აქვთ — ერთჯერადი სტიპენდია 2 000-დან 4 000 ლარამდე გავუზარდეთ. გვინდა, რომ განათლების მიღების შემდეგ მათ საკუთარ კუთხეში დაბრუნების სურვილი ჰქონდეთ. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ახალგაზრდების განათლებას, რათა მომავალში ისინი საკუთარი საქმით გახდნენ ცნობილნი რაიონში — ისე, რომ თუკი რომელიმე მათგანი სამომავლოდ მერობაზეც კი იყრის კენჭს, სპეციალური წარდგენა არ სჭირდებოდეს, ხალხი უკვე კარგად იცნობდეს და ჩემზე ათი თავით უკეთესი იყოს.

გარდა ამისა, გავზარდეთ სხვა მიმართულებების დაფინანსებაც: 4 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარება 200-დან 300 ლარამდე გაიზარდა; მარჩენალდაკარგულ ოჯახებს თითოეულ ბავშვზე 200 ლარით ვეხმარებით; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდაჭერა 3 000-დან 4 000 ლარამდე გავზარდეთ; ხოლო ომის ვეტერანების დახმარება 3 500 ლარი გახდა და ეს პროგრამა მათი ოჯახის წევრებზეც გავავრცელეთ.

მოქალაქეთა ჩართულობა, მოთხოვნები და პასუხისმგებლობა:

— როგორია მოქალაქეთა ჩართულობა? შეხვედრებისას რა პრობლემებზე გესაუბრებიან ყველაზე ხშირად, რამდენად ხშირია კრიტიკა და როგორ ხვდებით მას?

— პირველ რიგში, ჩემს თანამოქალაქეებს ბოდიში მინდა მოვუხადო, რომ ისე ხშირად ვერ ვხვდები მათ როგორც ეს აუცილებელია. თუმცა, რა თქმა უნდა, მოსახლეობასთან პერიოდული კომუნიკაცია მაქვს — თუნდაც როგორც სპეციალურად დაწესებულ მიღების დღეს კვირაში ერთხელ, ასევე მაშინ, როცა ქალაქში ფეხით დავდივარ. გარდა ამისა, მოქალაქეები ხშირად გვწერენ სოციალურ ქსელში, ჩვენს ოფიციალურ გვერდზე და მაქსიმალურად ვცდილობთ, ნებისმიერ პრობლემაზე ოპერატიული რეაგირება მოვახდინოთ. რა თქმა უნდა, ზოგჯერ დაუმსახურებელ კრიტიკასა და შეურაცხყოფასაც ვიღებთ, მაგრამ როდესაც პოლიტიკოსი ხარ და საჯარო საქმეს ემსახურები, თმენის ვალდებულებაც გაკისრია.

— პირველი წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ შევაჯამოთ, რა იქნება მომავალი წლის მთავარი პრიორიტეტი?

— მომავალი წლის მთავარი პრიორიტეტი კვლავ ბორჯომის, როგორც საკურორტო ცენტრის, სრული რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა იქნება. ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია საფეხმავლო გზებისა და ტროტუარების სრული განახლება, დასრულდება სილამაზის ხიდის რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ შენობების ფასადებსაც. ჩვენთვის მთავარია გამართული ინფრასტრუქტურა, რათა ბორჯომში შემოსულმა ვიზიტორმა იგრძნოს, რომ განსაკუთრებულ, სრულიად სხვა გარემოში მოხვდა.

ასევე მოსაგვარებელი გვაქვს გარევაჭრობის საკითხი — ვგეგმავთ, მოვაჭრეებს ალტერნატიული, კეთილმოწყობილი ფართი შევთავაზოთ და იქ გადავიყვანოთ. მნიშვნელოვანი გამოწვევაა პარკირება და ტროტუარებზე ავტომობილების გაჩერებაც (ვგულისხმობ იმ მცირე მეწარმეებს, რომლებიც ჯიპებით მომსახურებას სთავაზობენ ტურისტებს და ხშირად ტროტუარზე უწევთ მანქანების გაჩერება). როდესაც მანქანას ტროტუარზე აჩერებ, ეს უკვე მოქალაქეობრივი თვითშეგნების საკითხია — დედას, რომელსაც ბავშვი საბავშვო ეტლით გადაჰყავს, გზა არ უნდა გადაუკეტო. ვფიქრობ, ურთიერთშეთანხმებით ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ.

გარდა ამისა, განვაახლებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს — ქალაქში შემოვიყვანთ 5 ახალ ავტობუსსა და 2 მიკროავტობუსს, გაჩერებებზე კი ელექტრონულ ტაბლოებს დავამონტაჟებთ. უკვე დასრულდა კავალერიის სახლის რეაბილიტაცია, რომლის პირველი სართული ანსამბლ „ბორჯომს“ დაეთმო, ზედა სართულები კი კულტურის სამინისტროს განკარგულებაშია. ასევე დაგეგმილი გვაქვს კულტურის სახლის ახალი, 4-სართულიანი შენობის მშენებლობა, რაც დაახლოებით 12 მილიონი ლარის ღირებულების პროექტია.

ეს ჩემი მშობლიური კუთხეა და ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, მოსახლეობას ის ნდობა და სიყვარული გავუმართლო, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობ. თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ, გათვლილია იმაზე, რომ ბორჯომმა დაიბრუნოს თავისი ისტორიული ხიბლი, გახდეს ეკონომიკურად ძლიერი, სიცოცხლით სავსე მუნიციპალიტეტი, სადაც ახალგაზრდებს განვითარების სრული პერსპექტივა ექნებათ, ხოლო გარემო კიდევ უფრო კომფორტული იქნება როგორც აქ მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის, ისე — ჩამოსული ვიზიტორებისთვის.

—  დიდი მადლობა, ბატონო მამუკა, ასეთი გულწრფელი და უშუალო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში, რადგან თქვენი წარმატება პირდაპირ ნიშნავს უფრო ლამაზ, მოწესრიგებულ და განვითარებულ ბორჯომს თითოეული ჩვენგანისთვის.

ესაუბრა ნატო გუბელაძე

P.S.

ინტერვიუდან ცხადად ჩანს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მთავარი ამოცანა ქალაქის ინფრასტრუქტურულ განახლებასა და სოციალურ კეთილდღეობას შორის სწორი ბალანსის პოვნაა. ერთი მხრივ, მასშტაბური საგზაო და ტურისტული პროექტები კურორტს თანამედროვე იერსახეს სძენს, მეორე მხრივ კი, ახალგაზრდების განათლებასა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროგრამები ქმნის საფუძველს იმისთვის, რომ ბორჯომი არა მხოლოდ ვიზიტორებისთვის მიმზიდველი ადგილი, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვის საცხოვრებლად კომფორტული და პერსპექტიული მუნიციპალიტეტი გახდეს.

Share256Tweet160Share64

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020