ბორჯომში ადგილობრივი მოსახლეობისთვის, „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასო სკრინინგ-აქცია ჩატარდა.
აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა უფასო გამოკვლევები ჩაეტარებინა შემდეგი მიმართულებებით: ძუძუს კიბოს სკრინინგი — 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალბატონებისთვის (მამოგრაფიული კვლევა, მამოლოგის კონსულტაცია და, საჭიროების შემთხვევაში, სარძევე ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა); საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალბატონებისთვის (პაპ-ტესტირება, HPV/დნმ ტესტირება); მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი — 50-დან 70 წლის ჩათვლით ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის; პროსტატის კიბოს სკრინინგი — 50-დან 70 წლის ჩათვლით მამაკაცებისთვის (სისხლში პროსტატ-სპეციფიკური ანტიგენის განსაზღვრა);C,B ჰეპატიტებისა და აივ ინფექცია/შიდსის ტესტირება — 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის (სწრაფი მარტივი ტესტებით).
სკრინინგული კვლევები თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი მამომობილის გამოყენებით ჩატარდა.
ღონისძიება შპს „ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის“ მობილური ჯგუფის მონაწილეობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის და „ჯეო ჰოსპიტალსის“ ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.
ნაკლების ჩვენება



































