ბორჯომიnews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები

    ოჯახის ექიმების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად რუხში პირველი პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

    ახლო აღმოსავლეთში განახლებული ესკალაცია: რა იცვლება საქართველოს ეკონომიკისთვის?

    ახლო აღმოსავლეთში განახლებული ესკალაცია: რა იცვლება საქართველოს ეკონომიკისთვის?

    ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

    ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

    4 მონაწილე, 4 მედალი — საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე

    4 მონაწილე, 4 მედალი — საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე

    თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია გვჯერა, ვქმნით საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას

    თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია გვჯერა, ვქმნით საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში თბილისში 1075 სამართალდარღვევა გამოავლინა

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში თბილისში 1075 სამართალდარღვევა გამოავლინა

    თიბისის და FMO-ს პარტნიორობა — 210 მლნ აშშ დოლარი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების  მხარდასაჭერად

    თიბისის და FMO-ს პარტნიორობა — 210 მლნ აშშ დოლარი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების  მხარდასაჭერად

    შემოქმედება, რომელიც ბრენდად იქცევა!

    შემოქმედება, რომელიც ბრენდად იქცევა!

    Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

    Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

    განსაკუთრებული შეთავაზება თიბისიკონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის — მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

    განსაკუთრებული შეთავაზება თიბისიკონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის — მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      შემოქმედება, რომელიც ბრენდად იქცევა!

      შემოქმედება, რომელიც ბრენდად იქცევა!

      „ის, რაც გვაერთიანებს“ — ახალდაბის საჯარო სკოლაში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილე აღნიშნეს

      „ის, რაც გვაერთიანებს“ — ახალდაბის საჯარო სკოლაში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილე აღნიშნეს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თექის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თექის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

      YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

      YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალგაზრდებმა «ექსპონატებით მოყოლილი ისტორიები» წარმოადგინეს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალგაზრდებმა «ექსპონატებით მოყოლილი ისტორიები» წარმოადგინეს

      31 ოქტომბერს ბორჯომში მხატვარ მაია აბზიანიძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

      31 ოქტომბერს ბორჯომში მხატვარ მაია აბზიანიძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home ბლოგი

ახლო აღმოსავლეთში განახლებული ესკალაცია: რა იცვლება საქართველოს ეკონომიკისთვის?

ახლო აღმოსავლეთში განახლებული ესკალაცია: რა იცვლება საქართველოს ეკონომიკისთვის?
Share on FacebookShare on Twitter

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის განახლებიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა. უკვე ჩანს, რომ ინფლაციური რისკები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც საპროცენტო განაკვეთის ხანგრძლივად მაღალ დონეზე შენარჩუნების არგუმენტს აძლიერებს. ამავე დროს, უახლესი ინდიკატორები ტურიზმისა და ადგილობრივი ხარჯების შენელებაზე, ან სავალუტო შემოდინებებისა და ლარის კურსის გაუარესებაზე არ მიუთითებს. ამდენად, თიბისი კაპიტალი წლის ბოლოს ინფლაციის პროგნოზს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის საბაზო სცენარებს უცვლელად ტოვებს.

როგორც თიბისი კაპიტალი ივნისში მიუთითებდა, ბაზრებმა დეესკალაციის ნიშნები ოპტიმისტურად შეაფასა და სასაქონლო ფასები მკვეთრად შემცირდა. ამჟამად, განწყობა საპირისპირო მიმართულებითაა შეცვლილი. მარტის მსგავსად, თიბისი კაპიტალი აგრძელებს უახლეს ინდიკატორებზე დაკვირვებას, რაც ეკონომიკური გავლენის რეალურ დროში შეფასების საშუალებას იძლევა.

ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება საერთაშორისო სასაქონლო ფასებია. ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 7 ივლისის 72 აშშ დოლარიდან 24 ივლისს დაახლოებით 100 აშშ დოლარამდე გაძვირდა. პარალელურად, გაიზარდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის, მაგალითად ხორბლისა და სოიოს, ფასებიც. მნიშვნელოვან რისკს ქმნის რეგიონულ საზღვაო მარშრუტებზე შესაძლო შეფერხება, რაც ნავთობის ფასებზე დამატებით ზეწოლას ნიშნავს.

როგორც თიბისი კაპიტალის პუბლიკაციებში იყო აღნიშნული, ინფლაციის ახლო პერიოდის პერსპექტივისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები კვლავ ნავთობისა და სურსათის ფასებია, რომლებზეც ივნისის წლიური 5.8%-იანი ინფლაციიდან ნახევარზე მეტი მოდიოდა (3.1 პროცენტული პუნქტი). ამ მხრივ, საერთაშორისო და ადგილობრივ ფასებს შორის კავშირი ისტორიულად მაღალია, განსაკუთრებით ნავთობის შემთხვევაში, სადაც ესკალაციის ეფექტი ადგილობრივ ბაზარზე უკვე შეიმჩნევა. ბენზინი, რომელიც თვის დასაწყისში მცირედით გაიაფდა, 20 ივლისიდან მსხვილ ქსელებში უკვე ისევ გაძვირდა. დამატებით ზეწოლაზე მიუთითებს საკვების ფასების გლობალური ზრდაც, თუმცა ამ არხიდან გადმოცემის მექანიზმი შედარებით გრძელვადიანია და ადგილობრივი მიწოდების ფაქტორებზეცაა დამოკიდებული.

მოცემული დინამიკის გათვალისწინებით, 2026 წლის ბოლოს თიბისი კაპიტალის ინფლაციის პროგნოზი 5.1%-დან კვლავ 6%-მდე იზრდება. შესაბამისად, პროგნოზი, ფაქტობრივად, უბრუნდება წინა სცენარს, რომელიც კონფლიქტის შედარებით ხანგრძლივ დონეზე შენარჩუნებისა და დეკემბრისთვის ბრენტის ტიპის ნავთობის ფასის 80-85 აშშ დოლარის ფარგლებში დასტაბილურების დაშვებებს ეყრდნობოდა. რადგან აღნიშნული წლის დარჩენილ პერიოდში ნავთობის გარკვეულწილად გაიაფებას მოიაზრებს, იმ შემთხვევაში, თუ ფასები უცვლელი დარჩება ან გაძვირდება, ინფლაციის პროგნოზი, შესაძლოა, დამატებით გაიზარდოს. მიმდინარე მდგომარეობით, ბირჟების მოლოდინებიც, რომლებიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მერყევია, ნავთობის მხრივ, დაახლოებით, მსგავს დინამიკას ითვალისწინებს.

სასაქონლო პროდუქციაზე მაღალი ფასები, ინფლაციასთან ერთად, ექსპორტიდან შემოსავალზეც ზრდის მიმართულებით მოქმედებს. საქონლის ექსპორტი იანვარ-ივნისში წლიურად 20%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად ნავთობის, ოქროს, ფეროშენადნობებისა და სპილენძის ექსპორტს უკავშირდება.

ამავდროულად, მარტისა და აპრილისგან განსხვავებით, ტურიზმის სექტორში შენელება ჯერჯერობით არ იკვეთება. მეორე კვარტალში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 3.8%-ით შემცირდა, რაც, ფაქტობრივად, მთლიანად აპრილის ეფექტით იყო განპირობებული, ვინაიდან ფრენებისა და უნაღდო დანახარჯების მონაცემები მაისსა და ივნისში უკვე აღდგენაზე მიუთითებს. რაც შეეხება ივლისს, 13 ივლისის შემდგომ საქართველოს აეროპორტებში ფრენების რაოდენობა გაზრდილია, ხოლო არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზისთვის გამოიყენება, 19 ივლისის მდგომარეობით, როგორც თვიურად, ასევე წლიურად აჩქარებულია.

ერთობლივად, ტურიზმიდან შემოსავლების, საქონლის ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდის ფონზე, იმპორტის შედარებით დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებასთან ერთად, წმინდა სავალუტო შემოდინებები პირველ კვარტალთან შედარებით გაზრდილია. მკითხველისთვის ცნობილია, რომ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მიუხედავად, პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებული ბალანსი, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით, პროფიციტში დარჩა. ამდენად, თუ კონფლიქტის დამატებით მნიშვნელოვანი ესკალაცია არ მოხდა, სავალუტო შემოდინებების მხრივ შესამჩნევი დანაკლისი მოსალოდნელი არ არის.

შენელება არ იკვეთება ადგილობრივი აქტივობის კუთხითაც. რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, 19 ივლისის მდგომარეობით, როგორც წინა თვესთან, ასევე 2025 წლის ივლისთან შედარებით გაზრდილია. შესაბამისად, მთლიანი უნაღდო ხარჯები, რომლებიც ეკონომიკური ზრდის პროგნოზისთვის გამოიყენება, ასევე იზრდება. საერთო ჯამში, 2026 წელს ეკონომიკური ზრდის 7.4%-იანი პროგნოზი უცვლელი რჩება.

ინფლაციის უფრო მაღალი პროგნოზი განაკვეთის ხანგრძლივად მაღალ დონეზე შენარჩუნების არგუმენტს აძლიერებს. ამავე დროს, ინფლაციის უფრო ხისტი მაჩვენებლები მეტწილად ზომიერ წნეხზე მიუთითებს, ხოლო პოლიტიკის გადაწყვეტილებისთვის უფრო მნიშვნელოვანი საშუალოვადიანი პროგნოზია, ვიდრე მიმდინარე ტენდენციები. შესაბამისად, საბაზო სცენარად წლის ბოლომდე 8.25%-იანი განაკვეთი რჩება, თუმცა გამორიცხული არც 8.5%-მდე დამატებითი ზრდაა, ვინაიდან სებ-მა 6 მაისს განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით სწორედ მსგავსი გარემოს საპასუხოდ გაზარდა. სებ-ის შემდეგი გადაწყვეტილება 29 ივლისს გახდება ცნობილი. გლობალური საპროცენტო გარემოც შედარებით მკაცრია, თუმცა მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად მაინც ადგილობრივი ინფლაციის პერსპექტივა რჩება.

უცვლელია ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზიც: წლის ბოლოს ერთი დოლარი 2.60-2.65 ლარის ფარგლებშია მოსალოდნელი. თუმცა აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ტენდენციები უფრო ძლიერი ლარის სცენარისკენ იხრება. სავალუტო შემოდინებები მყარია, ხოლო პოლიტიკის განაკვეთის შემცირების სივრცე კიდევ უფრო შეიზღუდა. ამავდროულად, მარტისგან განსხვავებით, მიმდინარე ეპიზოდს დეპოზიტების კონვერტაცია არ მოჰყოლია და ამ არხიდან ლარზე წნეხი არ შექმნილა. 21 ივლისის მდგომარეობით, დეპოზიტების ლარიზაცია ესკალაციამდე პერიოდთან შედარებით გაზრდილია.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007619-macro-update-georgia

Share196Tweet123Share49

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020