ბორჯომიnews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

    თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

    AI განათლებამომავლისშესაძლებლობებისთვის:თიბისისადა GAIA-სერთობლივიინიციატივები

    AI განათლებამომავლისშესაძლებლობებისთვის:თიბისისადა GAIA-სერთობლივიინიციატივები

    მათემატიკის სწავლა, როგორც ახალი თავგადასავალი

    მათემატიკის სწავლა, როგორც ახალი თავგადასავალი

    თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა

    თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა

    „ის, რაც გვაერთიანებს“ — ახალდაბის საჯარო სკოლაში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილე აღნიშნეს

    „ის, რაც გვაერთიანებს“ — ახალდაბის საჯარო სკოლაში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილე აღნიშნეს

    მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში — შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის

    მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში — შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის

    თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

    თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

    მუსიკალური სიახლე ახალდაბაში: მედიაკაფე «ლუტრეზი» გიტარის ჰანგებმა მოიცვა

    მუსიკალური სიახლე ახალდაბაში: მედიაკაფე «ლუტრეზი» გიტარის ჰანგებმა მოიცვა

    თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

    თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

    განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ

    განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      „ის, რაც გვაერთიანებს“ — ახალდაბის საჯარო სკოლაში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილე აღნიშნეს

      „ის, რაც გვაერთიანებს“ — ახალდაბის საჯარო სკოლაში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილე აღნიშნეს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თექის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თექის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

      YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

      YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალგაზრდებმა «ექსპონატებით მოყოლილი ისტორიები» წარმოადგინეს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალგაზრდებმა «ექსპონატებით მოყოლილი ისტორიები» წარმოადგინეს

      31 ოქტომბერს ბორჯომში მხატვარ მაია აბზიანიძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

      31 ოქტომბერს ბორჯომში მხატვარ მაია აბზიანიძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

      ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა XI საერთაშორისო კონკურსის ფესტივალი  გაიხსნა

      ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა XI საერთაშორისო კონკურსის ფესტივალი გაიხსნა

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home ბლოგი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Share on FacebookShare on Twitter

პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის გამოშვება წლიურად 12.4%-ით გაიზარდა. გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი იყო, ამჯერად ყველაზე მსხვილი კონტრიბუცია მრეწველობის სექტორზე მოდიოდა (5.1 პროცენტული პუნქტი, ანუ ჯამური ზრდის 41%), შემდგომ კი — ვაჭრობისა და ტრანსპორტირების სექტორებზე (1.7-1.7 პროცენტული პუნქტი).

უშუალოდ მრეწველობის გამოშვების ზრდამ იანვარ-მარტში წლიურად 20.7% შეადგინა. მათ შორის, ნახევარზე მეტი, 10.6 პროცენტული პუნქტი, ნავთობპროდუქტების წარმოებაზე მოდიოდა, რომელიც 2025 წლის პირველი კვარტლის 37.5 მილიონი ლარიდან 574.4 მილიონ ლარამდე გაიზარდა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს უკავშირდება. გარდა ამისა, წლიურად 51.1%-ით გაიზარდა ძირითადი ლითონების წარმოება (ძირითადად, ფეროშენადნობები), ხოლო 62.6%-ით — ლითონის მადნების მოპოვება (ძირითადად, ოქრო და, შესაძლოა, სპილენძი). ჯამურად, ამ სამ კატეგორიაზე მრეწველობის გამოშვების ზრდის 87% მოდიოდა.

აღნიშნული, ფაქტობრივად, ადასტურებს ჩვენს წინა პუბლიკაციებში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ეკონომიკური ზრდის მთავარ ფაქტორს, წინა წლებისგან განსხვავებით, ამჟამად სწორედ ექსპორტი წარმოადგენს. მშპ-ის კომპონენტების შესახებ მონაცემები თვის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.

საქსტატის შეფასებით, აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 6.2% შეადგინა (პირველ კვარტალში — საშუალოდ 9.1%), ყველაზე მაღალი აქტივობა კი მრეწველობის, ინფორმაციის და კომუნიკაციის, ტრანსპორტირებისა და ვაჭრობის სექტორებში დაფიქსირდა.

აპრილის ზრდა მცირედით უფრო დაბალია, ვიდრე ამას თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი მოიაზრებს, რომლის მიხედვითაც 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.4%-ია. თუმცა, ამავდროულად, მაისში უახლესი მონაცემები შესამჩნევ აჩქარებაზე მიუთითებს. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია როგორც არარეზიდენტების, ასევე რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები. აღნიშნულ დინამიკასთან თანხვედრაშია მაისის მეორე ნახევრიდან თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მომატებული ფრენებიც, რომელთა რაოდენობაც 2025 წლის მაჩვენებლებს დაუახლოვდა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ მაისში ეკონომიკური ზრდის ტემპი აპრილთან შედარებით დაჩქარდება.

ტურიზმის გარკვეულწილად აღდგენის, ექსპორტის ზრდისა და სტაბილური ფულადი გზავნილების პარალელურად, მაისში, ისევე როგორც აპრილში, სავალუტო ბაზარზე, სავარაუდოდ, კვლავ სიჭარბე დაფიქსირდა. შემოდინებებს ხელი შეუწყო მაისში სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციის გამოშვებამაც — ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ემისიის 65% უცხოელმა ინვესტორებმა შეიძინეს, რის შედეგადაც თვის ბოლოს სახაზინო ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტი მფლობელების წილი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაიზარდა და 7.1% შეადგინა, ბოლო ერთ წელიწადში საშუალოდ 2.5%-თან შედარებით.

სავალუტო შემოდინებების ფონზე, მთლიანი საერთაშორისო რეზერვები მაისში თვიურად 531 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 7.0 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. ინტერვენციების შესახებ ოფიციალური მონაცემები თვის ბოლოს გამოქვეყნდება, თუმცა სავარაუდოა, რომ მაისში, ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ერთ თვეში ყველაზე მსხვილი შესყიდვები დაფიქსირდა.

თავის მხრივ, ინფლაციის დინამიკას დიდწილად კვლავ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე გაძვირებული ნავთობი განაპირობებდა, ხოლო საკვებზე ფასების ზრდა გარკვეულწილად შენელდა. მაისში წლიური ინფლაცია აპრილის 5.9%-დან 5.7%-მდე შემცირდა, რაც ნაწილობრივ საბაზო ეფექტებითაა განპირობებული, ვინაიდან სეზონურად შესწორებულ თვიურ ჭრილში ფასები დამატებით 0.3%-ით გაიზარდა. თუმცა, მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ სეზონურად შესწორებული თვიური ინფლაცია აპრილთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია და მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა.

როგორც ყოველთვიური, ასევე წლიური ინფლაციის მთავარ კომპონენტებად ბენზინი და დიზელი რჩება. შესაბამისად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი იმპორტული ინფლაცია. მკითხველს შევახსენებთ, რომ ინფლაციური ზეწოლის გაძლიერება, განსაკუთრებით კი — იმპორტული ინფლაციის, სხვა თანაბარ პირობებში ლარის მოკლევადიან პროგნოზზე გამყარების მიმართულებით მოქმედებს. უცვლელი პროგნოზით, წლის ბოლოსთვის აშშ დოლარი/ლარის გაცვლითი კურსი დაახლოებით 2.65-ის ნიშნულზე იქნება.

ამავდროულად, მიმდინარე პერიოდში, ლარის პროგნოზზე მოქმედი ფაქტორები უფრო გამყარებისკენაა გადახრილი. მათ შორის, ეროვნული ვალუტა წონასწორულ ნიშნულთან შედარებით ჯერ კიდევ ზედმეტად გაუფასურებული რჩება. აგრეთვე, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პოტენციური გადავადება კონფლიქტის რეზოლუციის სცენარში მოსალოდნელი სავალუტო გადინებების გადავადებასაც მოიაზრებს. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის ესკალაციას, ლარზე წმინდა ეფექტი, ჩვენი შეფასებით, დიდწილად ნეიტრალურია, თუმცა, სასაქონლო პროდუქციაზე გლობალურად გაზრდილი ფასების შედარებით გრძელვადიანი პერიოდით შენარჩუნების შემთხვევაში, ექსპორტზე დადებითი გავლენაც, შესაძლოა, მიმდინარე მოლოდინებზე ხანგრძლივი გამოდგეს.

საპირისპიროდ, აღსანიშნავია ინტერნეტის გადასახდელი, რომელიც მაისში კიდევ ერთხელ შემცირდა და 2024 წლიდან, რამდენჯერმე კლების ფონზე, ინფლაციაზე უარყოფითი მიმართულებით მოქმედებს. წლიურად 5.4%-მდე შენელდა საკვების ინფლაცია, რაც დიდწილად კარტოფილის ფასების საბაზო ეფექტს უკავშირდება (-0.4 პროცენტული პუნქტის კონტრიბუცია წლიურ ინფლაციაში), თუმცა, ჩვენი შეფასებით, საკვებზე ფასები სეზონურად შესწორებულ თვიურ ჭრილშიც შემცირდა, 0.5%-ით.

თიბისი კაპიტალი ინფლაციის პროგნოზს წლის ბოლოსთვის უცვლელად 6%-ზე ინარჩუნებს. გასულ 24 საათში ახლო აღმოსავლეთში კვლავ ესკალაციის ფონზე, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ კონფლიქტის რეზოლუციის ვადებსა და პირობებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ორშაბათს დილის საათებში, ვაჭრობის განახლების შემდეგ, ნავთობის ფასები დამატებით 5%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ჩვენი საბაზო სცენარი კონფლიქტის მნიშვნელოვან გამწვავებას არ მოიაზრებს. მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეებში ინფლაციის დინამიკაზე ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას კვლავ სასაქონლო პროდუქციაზე — მათ შორის, ნავთობზე, სასუქებზე, მეტალებზე, საკვებზე და ა.შ. —  გლობალური ფასების ცვლილება მოახდენს. იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007525-macro-update-georgia

Share197Tweet123Share49

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020