ბორჯომიnews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს

    თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს

    თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა — მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად

    თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა — მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად

    ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თექის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

    ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თექის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

    „მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ — თიბისიკაპიტალმა და ამერიკისსავაჭროპალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

    „მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ — თიბისიკაპიტალმა და ამერიკისსავაჭროპალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

    შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის — ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

    შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის — ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

    დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

    დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

    თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა

    თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა

    შეიძინე კრიპტო თიბისისმობაილბანკშიდა მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით

    შეიძინე კრიპტო თიბისისმობაილბანკშიდა მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტები გამოავლინა

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტები გამოავლინა

    თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადაიწყება

    თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადაიწყება

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თექის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თექის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

      YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

      YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალგაზრდებმა «ექსპონატებით მოყოლილი ისტორიები» წარმოადგინეს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალგაზრდებმა «ექსპონატებით მოყოლილი ისტორიები» წარმოადგინეს

      31 ოქტომბერს ბორჯომში მხატვარ მაია აბზიანიძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

      31 ოქტომბერს ბორჯომში მხატვარ მაია აბზიანიძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

      ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა XI საერთაშორისო კონკურსის ფესტივალი  გაიხსნა

      ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა XI საერთაშორისო კონკურსის ფესტივალი გაიხსნა

      ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი ახალდაბის მედიაკაფე «ლუტრეზი»-ში ახალგაზრდებს შეხვდა

      ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი ახალდაბის მედიაკაფე «ლუტრეზი»-ში ახალგაზრდებს შეხვდა

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home ბლოგი

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა — მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა — მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
Share on FacebookShare on Twitter

მისასალმებელია, რომ მარტში გამოქვეყნებულ ერთგვერდიან შეჯამებას, თუ რა ვალუტებში უნდა ისესხონ მსხვილმა ბიზნესებმა, საკმაოდ ფართო გამოხმაურება მოჰყვა. მართალია, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ, როგორც მკვლევრებს, ერთგვერდიანი შეჯამებები განსაკუთრებულად არ გვხიბლავს, თუმცა, მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, „გრძელი სიტყვის მოკლედ თქმის“ ეს ფორმატიც ღირებულია. მეორე მხრივ, რუსთაველის ნათქვამია ისიც, რომ „მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად“.

ამდენად, ვაგრძელებთ მკითხველზე მორგებული პუბლიკაციების სერიას, რომელთა მიზანიც თიბისი კაპიტალის დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის პრაქტიკაში უფრო აქტიურად დამკვიდრების ხელშეწყობაა. დღევანდელი პუბლიკაცია სწორედ მკითხველებისგან მიღებულ კომენტარებსა და უკუკავშირს ეთმობა.

სანამ კონკრეტულ საკითხებზე გადავალთ, გვსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგია არა მხოლოდ სახელითაა სტრატეგია, არამედ შინაარსითაც. სტრატეგიასა და გეგმას შორის ფუნდამენტური განსხვავებაა: გეგმა გარკვეულ ქმედებათა თანმიმდევრობაა, ხოლო სტრატეგია — გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, მათ შორის იმის თაობაზე, თუ რა არ უნდა გაკეთდეს. როგორც ამ მიმართულების ერთ-ერთი მოწინავე სპეციალისტი როჯერ მარტინი ამბობს, თუ სტრატეგიის საპირისპირო გადაწყვეტილება აშკარად მცდარია, მაშინ კომპანიას სტრატეგია, უბრალოდ, არც გააჩნია. ამდენად, პრაქტიკაში ბევრია დამოკიდებული კონკრეტული ბიზნესის რისკის აპეტიტსა და ინდივიდუალურ მახასიათებლებზე. თუმცა, საერთოა სარგებლის ძირითადი წყარო: მომგებიანობის ზრდა და რისკის შემცირება კომპანიისა (მიკრო) და ეკონომიკის (მაკრო) დონეზე ანალიზის სინთეზის შედეგად.

რაც შეეხება უშუალოდ კომენტარებს, პუბლიკაციაში განხილულ საკითხებს შორისაა სესხის აღებისას ლარში, აშშ დოლარსა და ევროში რეკომენდირებული სტრუქტურის წინა პერიოდებთან შედარებით ცვლილების მიზეზები და მასშტაბი. აღნიშნულია, რომ, სავალო ვალდებულების აღებისას, ეროვნული ვალუტის ოპტიმალური წილის განსასაზღვრად მეტად მნიშვნელოვანი არა ლარი/აშშ დოლარის გაცვლითი კურსი, არამედ ლარის სავაჭრო პარტნიორებთან შეწონილი გაცვლითი კურსია. მაგალითისთვის, სხვა თანაბარ პირობებში, თურქული ლირის გაუფასურება გარკვეულწილად აუცილებლად აისახება ლარზე, იმის მიუხედავადაც კი, თუ თავდაპირველად აშშ დოლარის მიმართ გაცვლითი კურსი უცვლელია. სწორედ ეფექტური გაცვლითი კურსის წონასწორული მდგომარეობის — და ამ წონასწორულ მდგომარეობასთან გადახრის — შეფასებით არის შესაძლებელი იმის განსაზღვრა, ზედმეტად გაუფასურებული ან გამყარებული ხომ არ არის ლარი.

აღნიშნული მიზნისთვის, ისევე როგორც ევრო/დოლარის წყვილის შემთხვევაში, თიბისი კაპიტალს საკუთარი რაოდენობრივი მოდელები აქვს შემუშავებული, რომლებიც პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება. შედეგად, მიღებული შეფასება გაცვლითი კურსების ცვლილების მოსალოდნელ ტრაექტორიაზე ღირებულ ინფორმაციას იძლევა, რაც შემდგომ სესხის ოპტიმალური სტრუქტურის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობს. 

რასაკვირველია, არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროგნოზირების ჩარჩოც. მაგალითად, მიმდინარე შეფასებით, ლარი როგორც დოლართან, ასევე სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით ზედმეტად გაუფასურებულია. ეს, სხვა თანაბარ პირობებში, ლარში ნაკლები სესხის აღების არგუმენტია, რადგან ლარის წონასწორულ ნიშნულამდე გამყარების ალბათობა მეტია. მიუხედავად ამისა, ჩვენი შეფასებით, საშუალოვადიან პერიოდში უკრაინაში ომის დასრულების სცენარის წმინდა ეფექტი ლარის გაცვლით კურსზე ნეგატიურია, რაც უკვე ლარში მეტი სესხის მხარდამჭერი ფაქტორია. თიბისი კაპიტალის ჩარჩო სწორედ ამ ფაქტორების დაბალანსებასა და საბოლოო რეკომენდაციაში ასახვას ითვალისწინებს.

საყურადღებოა, რომ ჩარჩო ძირითადად საშუალოვადიანი პერიოდის მიზნებისთვის არის განკუთვნილი, რადგან მოკლევადიან პერიოდში გაცვლითი კურსები, ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გამო, წონასწორული ნიშნულებიდან ხშირად გადახრილია. თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული ნიშნული, არამედ ცვლილების ტრაექტორიაც. კერძოდ, გაცვლითი კურსის ცვლილების მოსალოდნელი მიმართულება ღირებულ ინფორმაციას იძლევა იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარკვეული თარიღისთვის წონასწორული ნიშნული სრულად ჯერ მიღწეული არ იქნება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შედარებით მოკლევადიანი პროექტებისთვის.

პუბლიკაციაში ასევე მოცემულია სავალუტო სტრატეგიის ილუსტრაცია შერჩეული ეპიზოდების მაგალითზე, რომლებიც მოიცავს ლარის, აშშ დოლარისა და ევროს ზედმეტად გამყარებისა და გაუფასურების პერიოდებს. ამ მხრივ, სხვებთან ერთად, მკითხველისთვის საინტერესოა 2023 წლის ეპიზოდი, როცა, ჩვენი შეფასებით, ლარი ზედმეტად გამყარებული იყო, რაც ეროვნულ ვალუტაში მნიშვნელოვნად მეტი სესხის აღების რეკომენდაციაში აისახა და საკმაო სარგებლის მომტანიც გამოდგა.

გარდა ამისა, განხილულია ჩარჩოს პოტენციური სარგებლის შეფასების მეთოდოლოგია. მკითხველს შევახსენებთ, რომ მხოლოდ ერთი მდგენელის — გაცვლითი კურსების წონასწორული შეფასებისა და პროგნოზების — გამოყენებით, გასული ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს კორპორატიულ სექტორში ჯამურად 6.3 მილიარდი ლარის პოტენციური სარგებლის მიღება იქნებოდა შესაძლებელი. შედარებისთვის, ამავე პერიოდში კორპორატიული სესხების საშუალო პორტფელი 16.9 მილიარდი ლარის ეკვივალენტს შეადგენდა.

პოტენციური სარგებლის მიღმა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, არსებობს თუ არა წარმატების რეალური შემთხვევები. ამ მხრივ, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს მაგალითი საქართველოს კომერციული უძრავი ქონების სექტორში. ბოლო პერიოდში საყურადღებო წინსვლაა, რომ ჩარჩო, რომლის იდეაც ჯერ კიდევ 2019 წელს გამოქვეყნდა, უფრო ფართო გავრცელებას იძენს.

ამასთან, გრძელდება მუშაობა ინდივიდუალურ, კომპანიებზე მორგებულ მიდგომებზე. გარდა ამისა, თიბისი კაპიტალი რეგულარულად გამოაქვეყნებს უფრო ზოგად რეკომენდაციებსაც, რომლებიც ხელსაყრელია ძირითადი პრინციპების ილუსტრაციისთვის და, უკუკავშირის თანახმად, მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა.

ცალკე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩარჩო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ზოგადად მულტისავალუტო სტრუქტურის მქონე ეკონომიკებისთვის არის გამოსადეგი. ასეთი ქვეყნების მაგალითები, შესაბამის სექტორებთან ერთად, თიბისი კაპიტალმა საქართველოს საინვესტიციო საბჭოს ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე წარმოადგინა.

მართალია, მოცემული პუბლიკაცია უკვე საკმაოდ გასცდა ერთგვერდიანი შეჯამების ფარგლებს, თუმცა სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში აუცილებლად გასათვალისწინებელი სხვა ბევრი ფაქტორიცაა, როგორებიცაა: 

  • როგორ განვსაზღვროთ, თუ რა ვალუტაშია ბიზნესი ჰეჯირებული;
  • მართლაც არის თუ არა რისკი სრულად ადგილობრივ ვალუტაში სესხის აღება;
  • რატომ მოიაზრებს მულტისავალუტო კალათა ლარში ნაკლები სესხის აღების რაციონალს;
  • რატომ შეიძლება იყოს ოპტიმალური უცხოურ ვალუტაში დაკრედიტება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფუნდამენტური ფასი ლარშია;
  • არის თუ არა გაცვლითი კურსის სავალუტო რისკზე გადაცემის არხი არაწრფივი;
  • როგორ აისახება ბიზნესის ციკლურობა სესხის სავალუტო სტრუქტურაზე;
  • და ა.შ.

დროისა და ფორმატის გათვალისწინებით, ამ ფაქტორებზე დამატებით უფრო ვრცლად მომავალში ვისაუბრებთ. დასკვნის სახით, გვსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ პარტნიორებს და მზადყოფნა გამოვთქვათ შემდგომი თანამშრომლობისთვის.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007505-which-currencies-to-borrow-in-follow-up-qa

Share196Tweet123Share49

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020