ბორჯომიnews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    თიბისი კამპუსში — ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე — მიღება დაიწყო

    თიბისი კამპუსში — ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე — მიღება დაიწყო

    თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

    თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

    ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

    ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

    კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო, საქართველოში გლოვა მისი დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება

    კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო, საქართველოში გლოვა მისი დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება

    თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, გზავნილების მორიგ სააღდგომო გათამაშებას გთავაზობთ

    თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, გზავნილების მორიგ სააღდგომო გათამაშებას გთავაზობთ

    ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში: უახლესი მონაცემები საქართველოს ეკონომიკაზე

    ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში: უახლესი მონაცემები საქართველოს ეკონომიკაზე

    თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე განავადე ონლაინ მარტივად და ჩაერთე სახალისო თამაშში

    თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე განავადე ონლაინ მარტივად და ჩაერთე სახალისო თამაშში

    თიბისის მხარდაჭერით „ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე“ შესარჩევი ტურის რეგისტრაცია დაიწყო

    თიბისის მხარდაჭერით „ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე“ შესარჩევი ტურის რეგისტრაცია დაიწყო

    ჯიუტი ქალები შეუძლებელს შეძლებენ — თიბისი მარტს ქალების შთამაგონებელ ისტორიებს უძღვნის

    ჯიუტი ქალები შეუძლებელს შეძლებენ — თიბისი მარტს ქალების შთამაგონებელ ისტორიებს უძღვნის

    დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

    დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალგაზრდებმა «ექსპონატებით მოყოლილი ისტორიები» წარმოადგინეს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალგაზრდებმა «ექსპონატებით მოყოლილი ისტორიები» წარმოადგინეს

      31 ოქტომბერს ბორჯომში მხატვარ მაია აბზიანიძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

      31 ოქტომბერს ბორჯომში მხატვარ მაია აბზიანიძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

      ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა XI საერთაშორისო კონკურსის ფესტივალი  გაიხსნა

      ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა XI საერთაშორისო კონკურსის ფესტივალი გაიხსნა

      ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი ახალდაბის მედიაკაფე «ლუტრეზი»-ში ახალგაზრდებს შეხვდა

      ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი ახალდაბის მედიაკაფე «ლუტრეზი»-ში ახალგაზრდებს შეხვდა

      6-7 სექტემბერს ბორჯომი გასტრონომიულ ფესტივალს «გემო ფესტი»-ს მასპინძლობს

      6-7 სექტემბერს ბორჯომი გასტრონომიულ ფესტივალს «გემო ფესტი»-ს მასპინძლობს

      «ღამის სერენადები» ბორჯომში

      «ღამის სერენადები» ბორჯომში

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home ბლოგი

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
Share on FacebookShare on Twitter

გასაკვირი არაა, რომ, როგორც მკვლევრებს, ერთგვერდიანი შეჯამებები განსაკუთრებულად არ გვხიბლავს. მიუხედავად ამისა, ფართო მოთხოვნის გათვალისწინებით, დღევანდელი პუბლიკაცია სწორედ ამ ფორმატს ეთმობა, რაც ხელს შეუწყობს თიბისი კაპიტალის დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის პრაქტიკაში უფრო მჭიდროდ დანერგვას. 

სესხის ოპტიმალური სტრუქტურის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს, თუ რა ვალუტაშია ბიზნესი ჰეჯირებული. მოცემულ კონტექსტში, ჰეჯირება, ანუ სავალუტო რისკისაგან დაზღვევა, ნიშნავს, რომ გაცვლითი კურსის ცვლილება კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე მატერიალურ გავლენას არ ახდენს. მკითხველს მოეხსენება, რომ ჰეჯირების მაჩვენებლები ბიზნესის ტიპის მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება — მაგალითად, საქართველოში ახალი ავტომობილების ფასი თითქმის მთლიანად უცხოურ ვალუტაში განისაზღვრება, მაშინ როდესაც საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები, ბაზარზე დღესდღეობით დომინანტური შეხედულებისგან განსხვავებით, მეტწილად ლარშია დენომინირებული.

სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში აუცილებლად გასათვალისწინებელი სხვა ფაქტორებია:

  • დივერსიფიკაცია — მაგალითად, მულტისავალუტო (დოლარი-ევრო-იუანის) კალათა, თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, 40%-ით რეალური ლარის ეკვივალენტია, გაცილებით დაბალი ხარჯებით;
     
  • ჰეჯირებული სავალო სტრუქტურის შედეგად მეტი სესხის აღების შესაძლებლობა და, შესაბამისად, მეტი მომგებიანობა, სტრესული სცენარის გარეშეც;
     
  • ძირითადი ეკონომიკური პარტნიორების ვალუტების წონები;
     
  • ბიზნესის ციკლურობა — მიმდინარე პრაქტიკისგან განსხვავებით, ციკლურ სექტორებში ლარის წილი მეტი უნდა იყოს;
     
  • გაცვლითი კურსის მიმართ გაყიდვების ელასტიკურობა;
     
  • გაცვლითი კურსის გადაცემის არაწრფივი არხის შედეგად, სავალუტო რისკის უფრო მეტად შემცირება, ვიდრე ამას ლარის წილის ზრდა მოიაზრებს;
     
  • რასაკვირველია, საპროცენტო განაკვეთების დიფერენციალი — თუმცა, არა ერთადერთ და გადაჭარბებული მნიშვნელობის ფაქტორად, როგორც ეს ხშირ შემთხვევაშია;
     
  • კონვერტაციების დანახარჯები;
     
  • საექსპორტო ბაზრები;
     
  • ლარის წონასწორული ნიშნულის შეფასება და მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზები — მათ შორის, ზედმეტად გამყარების ეპიზოდების ჩათვლით, როგორც ამაზე 2023 წელს მივუთითებდით;
     
  • ევრო/დოლარის წონასწორული ნიშნულის შეფასება — არის თუ არა მიზანშეწონილი იმ ვალუტაში სესხება, რომელიც სტრესულ ეპიზოდებში მყარდება, და რამდენად რელევანტურია დღევანდელი მდგომარეობით ე.წ. „დოლარის ღიმილი“? 
     
  • რაზე მიუთითებს ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის შემდეგ აშშ დოლარის გამყარება — უსაფრთხო აქტივის სტატუსის კვლავ გაძლიერებაზე თუ აშშ-ზე, როგორც ნავთობის წმინდა ექსპორტიორზე, ან/და ინფლაციის მოლოდინების გამო საპროცენტო განაკვეთების ზრდაზე?
     
  • ევრო/დოლარის წონასწორული ნიშნულის შეფასება საქართველოს კონტექსტში — რომელი ვალუტის მიმართ არის ლარი უფრო სტაბილური, ევროს თუ აშშ დოლარის? 
     

მკითხველს შევახსენებთ, რომ ჩარჩოს მხოლოდ ერთი მდგენელის — გაცვლითი კურსების წონასწორული შეფასებისა და პროგნოზების — გამოყენებით, გასული ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს კორპორატიულ სექტორში ჯამურად 6.3 მილიარდი ლარის პოტენციური სარგებლის მიღება იქნებოდა შესაძლებელი, მაშინ როდესაც კორპორატიული სესხების საშუალო პორტფელი ამავე პერიოდში 16.9 მილიარდ ლარს შეადგენდა.

დამატებითი დეტალები — მათ შორის, სავალუტო სტრატეგიის ილუსტრაცია შერჩეული ეპიზოდების მაგალითზე — პუბლიკაციაშია ხელმისაწვდომი. 

დასკვნის სახით, მნიშვნელოვანი წინსვლაა, რომ ჩარჩო, რომლის იდეაც ჯერ კიდევ 2019 წელს გამოქვეყნდა, უფრო ფართო გავრცელებას იძენს. გრძელდება მუშაობა ინდივიდუალურ, კომპანიებზე მორგებულ მიდგომებზე. გვსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ პარტნიორებს და მზადყოფნა გამოვთქვათ შემდგომი თანამშრომლობისთვის.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007451-which-currencies-to-borrow-in

Share197Tweet123Share49

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020