სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი ყვიბისის ადმინისტრაციულ ერთეულში და დაბა ახალდაბაში ინფრასტრუქტურული პროექტები დასკვნით ეტაპზეა.
დაბა ახალდაბაში და სოფელ კორტანეთში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. რველში, ვარდგინეთში და ბეშეთში გზის მოწყობა დასრულდა. სოფელ ზანავში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა, ხოლო ყვიბისში სანიაღვრე სისტემა მოწყობა მიმდინარეობს.
შეხვედრები ბორჯომის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში გაიმართა. სოფლის კრებებზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს ის პრიორიტეტული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა მოხმარდება.
2025 წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 436 000 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 872 000 ლარი გამოიყო.









































