ბორჯომიnews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის — Caucasus Build- ფარგლებში კონფერენცია გაიმართა

    თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის — Caucasus Build- ფარგლებში კონფერენცია გაიმართა

    მუდმივად განახლებადი მობაილბანკი — საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად

    მუდმივად განახლებადი მობაილბანკი — საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

    ტექ ოლიმპიადების ჰაბმა — ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე — მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო

    ტექ ოლიმპიადების ჰაბმა — ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე — მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო

    „ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“

    „ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“

    თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

    თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

    წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი — თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

    წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი — თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

    ბორჯომის მერიის დაფინანსებით ახალდაბის მედიაკაფე „ლუტრეზი“-ში ინგლისურისა და ხელოვნების კლუბები კვლავ აგრძელებს საქმიანობას

    ბორჯომის მერიის დაფინანსებით ახალდაბის მედიაკაფე „ლუტრეზი“-ში ინგლისურისა და ხელოვნების კლუბები კვლავ აგრძელებს საქმიანობას

    თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

    თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

    თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს

    თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალგაზრდებმა «ექსპონატებით მოყოლილი ისტორიები» წარმოადგინეს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალგაზრდებმა «ექსპონატებით მოყოლილი ისტორიები» წარმოადგინეს

      31 ოქტომბერს ბორჯომში მხატვარ მაია აბზიანიძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

      31 ოქტომბერს ბორჯომში მხატვარ მაია აბზიანიძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

      ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა XI საერთაშორისო კონკურსის ფესტივალი  გაიხსნა

      ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა XI საერთაშორისო კონკურსის ფესტივალი გაიხსნა

      ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი ახალდაბის მედიაკაფე «ლუტრეზი»-ში ახალგაზრდებს შეხვდა

      ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი ახალდაბის მედიაკაფე «ლუტრეზი»-ში ახალგაზრდებს შეხვდა

      6-7 სექტემბერს ბორჯომი გასტრონომიულ ფესტივალს «გემო ფესტი»-ს მასპინძლობს

      6-7 სექტემბერს ბორჯომი გასტრონომიულ ფესტივალს «გემო ფესტი»-ს მასპინძლობს

      «ღამის სერენადები» ბორჯომში

      «ღამის სერენადები» ბორჯომში

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home ბლოგი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ახალდაბაში „ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრი“ ამოქმედდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ახალდაბაში „ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრი“ ამოქმედდა
Share on FacebookShare on Twitter

ჩვენმა მკითხველებმა უკვე იციან, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში რამდენიმე წელია, არსებობს ახალგაზრდული მედიაკაფე „ლუტრეზი“, რომელიც   ახალგაზრდებისთვის ჯერჯერობით ერთადერთი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეა დაბაში.

სწორედ ახალგაზრდების სურვილებისა და ინიციატივების გათვალისწინებით „სამცხე-ჯავახეთის სათემო განვითარების ცენტრმა“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინა პროექტი, რომლის კონცეფცია ითვალისწინებს ახალდაბაში ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრის ამოქმედებას და სხვადასხვა მიმართულებით კლუბურ მუშაობას.  ეს ცენტრი თავის თავში გააერთიანებს არაფორმალური განათლების/კულტურის ცენტრს, თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების უნარებს, მულტიმედია ჟურნალისტიკას, ხელოვნების კლუბს და სხვადასხვა სასწავლო სასერთიფიკატო კურსს.

დიდი მადლიერებით აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ ბორჯომის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ უყოყმანოდ დაფინანსდა ახალგაზრდული პროექტი და იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდაც გაგრძელდება მათი მხრიდან ახალგაზრდების მხარდაჭერა.

ამჯერად მულტიფუნქციურ სასწავლო ცენტრში გვაქვს  კლუბური მუშაობის სამი მიმართულება. ესენი არის: ინგლისური ენის კლუბი, ხელოვნების მოყვარულთა კლუბი, მულტიმედიისა და მედიაწიგნიერების კლუბი. თითოეულს ექნება როგორც თეორიული, ისე — პრაქტიკული ნაწილი. ყოველი კურსის ბოლოს გაიმართება ასევე ტესტირება და სერთიფიკატების გადაცემა.

  • ინგლისური ენის კლუბის მთავარი მიზანია, გაზარდოს ახალდაბელი მოსწავლეების ხელმისაწვდომობა, რომ მათ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნა. კლუბი მიზნად ისახავს, ენის დაუფლებასთან ერთად, მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობის, გუნდური და ინდივინდუალური მუშაობის, პრეზენტაციების უნარების განვითარებას. კლუბის ხელმძღვანელობს პრაქტიკოსი წარმატებული პედაგოგი, საუკეთესო გამოცდილებით, ახალდაბის სკოლის მასწავლებელი თამარ დემეტრაშვილი.

  • ხელოვნების მოყვარულთა კლუბი

       ხელოვნების კლუბში პირველ ეტაპზე დაგეგმილია მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის ხატვის გაკვეთილების, დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების შესწავლა.  კურსის მიზანია,  მოსწავლემ შეისწავლოს ტრადიციული და თანამედროვე მხატვრული დეკორატიული თექის დამზადების ტექნოლოგია. კურსის დროს მოსწაველეები თუშური მატყლის გამოყენებით შეასრულებენ სიბრტყობრივ და მოცულობით  ნამუშევრებს. ხელოვნების კლუბში ასევე, პერიოდულად მოვაწყობთ სხვადასხვა ხასიათის ფილმის ჩვენებებს და შემდგომ დისკუსია-დიალოგებს, ხოლო წიგნის მოყვარულთათვის თვეში ერთხელ გავმართავთ წაკითხული წიგნის განხილვა-დისკუსიას. კლუბს ხელმძღვანელობსთბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი ვენერა (ვიკა) ჩოგოვაძე.

  • მულტიმედიისა და მედიაწიგნიერების კლუბი

კლუბის საქმიანობა ძირითადად ორი მიმართულებით წარიმართება: მულტიმედიაჟურნალისტიკისა და მედიაწიგნიერების განვითარებით ახალგაზრდებში.

კლუბის საქმიანობა ხელს შეუწყობს  ახალგაზრდების გააქტიურებას  და მათ “მოქალაქე ჟურნალისტებად” ჩამოყალიბებას, მათთვის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მულტიმედიაუნარების განვითარებას,  ადგილობრივი სათემო პრობლემების იდენტიფიცირებას,  აქტუალიზაციას და ადვოკატირებას, მულტიმედიური ჟურნალისტური მასალების  მომზადების, ფოტოგრაფიის და ვიდეოგრაფიის საწყისი უნარების სწავლებას.

მულტიმედიისა და მედიაწიგნიერების კლუბში ახალგაზრდები შეისწავლიან ასევე თანამედროვე ძალიან მოთხოვნად ციფრულ პროფესიებს:

  • ვიდეოგრაფია, სოციალური ქსელების მართვა და ციფრული მარკეტინგი.
  • ხელოვნურ ინტელექტთან სწორად მუშაობა;

აპლიაკცია CANVA Pro ვერსია — ფუნქციონალები სრულად და დამატებით 3 თვე უფასო წვდომა აპლიკაციის ფასიან ვერსიასთან;

  • აპლიკაცია Cap-cut პრო ვერსიასთან მუშაობა და საჩუქრად 1 თვე უფასოდ წვდომა ფასიან ვერსიასთან;
  • რეკლამირება META — ს პლათფორმებზე;
  • ფოტო-ვიდეო გადაღება, საკუთარი ბლოგის მართვა, მსახიობის ოსტატობა — ეს ყველაფერი ფიზიკურ სივრცეში — სრულად პრაქტიკულად;
  • Meta-ს პლათფორმების სრულად ტექნიკურად გამართვა FB, IG, WhatsApp;
  • Tik-Tok სტრატეგია და რეკლამირება ტიკტოკზე;
  • Copywriting — გაყიდვადი ქოფის წერა
  • ბიზნესის განვითარების სტრატეგიის დაგეგმვა და უამრავი სხვა რამ.

მულტიმედიისა და მედიაწიგნიერების კლუბის საქმიანობის მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა მედიაწიგნიერების უნარების დაუფლება, რაც მოსწავლეს დაეხმარება, შეძლოს როგორც ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა, ასევე — მედიასამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება, ინფორმაციის „გაფილტვრა“ და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება.

კლუბს ხელმძღვანელობს: ჟურნალისტი, მედიამენეჯერი გულიზა (ნატო) გუბელაძე

მოწვეული არიან ასევე შესაბამისი კომპეტენციის ტრენერები:  სამოქალაქო ჟურნალისტიკა, ახალგაზრდები და ადგილობრივი თვითმმართველობა — იურისტი პაატა ცნობილაძე; მედიაწიგნიერება — ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე, ფოტო/ვიდეოგრაფია, ციფრული უნარები და სოციალური მარკეტინგი — ნინო ჩხეიძე.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა დიდ მხარდაჭერას იჩენს ახალგაზრდების მიმართ. ამის ერთ-ერთი დასტურია ისიც, რომ მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით ახალდაბაში  “ახალგაზრდული მულტიფუნქციური სასწავლო ცენტრი» ამოქმედდა, რაც, ფაქტობრივად, სოფლის განვითარების ახალი მიდგომების თვალსაჩინო მაგალითი იქნება. იგი გამოაცოცხლებს ადგილობრივი ახალგაზრდების ყოველდღიურობას, დაეხმარება მათ პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაში, პერსონალურ და კარიერულ წინსვლაში. დიდ მოტივაციას გაუჩენს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელებისათვის; სამოქალაქო აქტიურობის და ჩართულობისათვის; კულტურულ- საინფორმაციო, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებისთვის; ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისათვის.

ნატო გუბელაძე

“სამცხე-ჯავახეთის სათემო განვითარების ცენტრი”-ს დირექტორი

ახალდაბის მედიაკაფე “ლუტრეზი”-ს ხელმძღვანელი

Share211Tweet132Share53

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020