ბორჯომიnews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    “შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება

    “შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება

    თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

    თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

    თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო — სწორი ადგილი განათლებისთვის

    თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო — სწორი ადგილი განათლებისთვის

    2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის კომისიამ 10 გამორჩეული პედაგოგი გამოავლინა

    2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის კომისიამ 10 გამორჩეული პედაგოგი გამოავლინა

    თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკოექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა

    თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკოექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა

    თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

    თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

    თიბისის მხარდაჭერით ტექოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

    თიბისის მხარდაჭერით ტექოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

    ახალციხემ ქართული და მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას, ნონა გაფრინდაშვილს უმასპინძლა

    ახალციხემ ქართული და მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას, ნონა გაფრინდაშვილს უმასპინძლა

    თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

    თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

    საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

    საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      ახალციხელი და ბორჯომელი ხელოვანი ქალების შემოქმედებითი პლენერი ახალდაბაში, ფოთოლეთის მამათა მონასტრის ეზოში

      ახალციხელი და ბორჯომელი ხელოვანი ქალების შემოქმედებითი პლენერი ახალდაბაში, ფოთოლეთის მამათა მონასტრის ეზოში

      შემოქმედება, რომელიც ბრენდად იქცევა!

      შემოქმედება, რომელიც ბრენდად იქცევა!

      „ის, რაც გვაერთიანებს“ — ახალდაბის საჯარო სკოლაში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილე აღნიშნეს

      „ის, რაც გვაერთიანებს“ — ახალდაბის საჯარო სკოლაში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილე აღნიშნეს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თექის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თექის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

      YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

      YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალგაზრდებმა «ექსპონატებით მოყოლილი ისტორიები» წარმოადგინეს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალგაზრდებმა «ექსპონატებით მოყოლილი ისტორიები» წარმოადგინეს

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home ბლოგი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Share on FacebookShare on Twitter

რამ განაპირობა ეკონომიკური ზრდა წლის პირველ ნახევარში?

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წლის პირველ ნახევარში რეალურ გამოსახულებაში 7.8%-ით გაიზარდა. ეს 2025 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებულ 8.6%-ზე მცირედით დაბალია, ხოლო ყოველთვიური წინასწარი შეფასებების მიხედვით გაანგარიშებულ მაჩვენებელს 0.1 პროცენტული პუნქტით (პპ) ჩამორჩება. ჯამური მაჩვენებლის მიღმა, შეიცვალა ეკონომიკურ ზრდაში სექტორების წვლილიც. კერძოდ, განათლების სექტორს, რომლის წვლილი ერთი წლის წინ დაახლოებით 1.8 პპ იყო, 2026 წლის პირველ ნახევარში ზრდაზე პრაქტიკულად არ უმოქმედია, ხოლო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების წვლილი ნახევარზე მეტად შემცირდა. ამის საპირისპიროდ, ვაჭრობისა და ტრანსპორტის ერთობლივი კონტრიბუცია, დაახლოებით, 1.2 პპ-ით გაიზარდა.

ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორმა (ICT), რომელიც გასულ წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი კომპონენტი იყო, დომინანტური როლი მიმდინარე წლის პირველ ნახევარშიც შეინარჩუნა — ამ სექტორზე საბაზისო ფასებში გამოსახული რეალური მშპ-ის ზრდის თითქმის 29% მოდის; ორჯერ მეტი, ვიდრე სიდიდით მომდევნო სექტორის წილი.

აღსანიშნავია, რომ ზრდის კომპონენტები საანალიზო მაჩვენებლის მიხედვით საკმაოდ განსხვავდება. შედარებისთვის, ეკონომიკის მთლიანი გამოშვება დაახლოებით 12%-ით, ხოლო ნომინალური მშპ დაახლოებით 11%-ით გაიზარდა, სხვადასხვა სექტორის ხარჯზე. კერძოდ, თუკი, სასაქონლო ექსპორტის მკვეთრი ზრდის ფონზე, სამთომოპოვებითმა და დამამუშავებელმა მრეწველობამ გამოშვების ზრდის 30% უზრუნველყო, მათი წილი ნომინალური მშპ-ის ზრდაში მხოლოდ 10%, ხოლო რეალური მშპ-ის ზრდაში 6%-ზე ნაკლები იყო. საპირისპიროდ, ჯამურად მომსახურების სექტორებზე რეალური ეკონომიკური ზრდის დაახლოებით 96% მოდის, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი გამოშვების ზრდაში მათი წილი 66%-ს შეადგენდა. ამასთან, სოფლის მეურნეობამ და მშენებლობამ ეკონომიკურ ზრდაში უარყოფითი წვლილი შეიტანა.

ამრიგად, ეროვნული ანგარიშების მონაცემები თანხვედრაშია ბიზნესსექტორის მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენს წინა პუბლიკაციაში გაკეთებულ დასკვნებთან: სასაქონლო პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებულმა საქმიანობამ ეკონომიკის გამოშვება მნიშვნელოვნად გაზარდა, თუმცა შუალედური მოხმარების მაღალი წილის გამო ამ ზრდის მხოლოდ მცირე ნაწილი აისახა ადგილობრივ დამატებულ ღირებულებაში. ამასთან, თავად დამატებული ღირებულების ზრდის საგრძნობი ნაწილი ფასების ზრდას უკავშირდებოდა.

საგარეო ვაჭრობის მონაცემები დამატებით ნიუანსზეც მიუთითებს: მართალია, ექსპორტის ზრდაში წამყვან როლს კვლავ სასაქონლო პროდუქცია ასრულებს, მაგრამ უფრო ზოგადი დინამიკაც საკმაოდ მძლავრია. აგვისტოში ექსპორტი წლიურად 24.7%-ით, ხოლო იანვარ-აგვისტოში 22.1%-ით გაიზარდა. ამ ზრდიდან 14.2 პპ, ანუ მთლიანი ზრდის 64%-ზე მეტი, ნავთობპროდუქტებზე მოდიოდა. ოქროს, ფეროშენადნობების, სპილენძის მადნებისა და აზოტოვანი სასუქების დამატებით კი, სასაქონლო ჯგუფების ერთობლივმა წვლილმა ექსპორტის მთლიან ზრდასაც გადააჭარბა და მისი 106%, ანუ დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ამავდროულად, ექსპორტის დარჩენილი ნაწილის სუსტი დინამიკა მთლიანად ავტომობილების რე-ექსპორტის 22%-იან წლიურ კლებას უკავშირდება — აღნიშნული ხუთი სასაქონლო ჯგუფისა და ავტომობილების გამოკლებით, ექსპორტი წლიურად 15.5%-ით გაიზარდა, ძირითადად საკვებისა და სასმელების ხარჯზე.

რაც შეეხება იმპორტს, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ჯამური მაჩვენებელი წლიურად 8.0%-ით გაიზარდა (2025 წლის იანვრის ერთჯერადი ფაქტორის გამორიცხვის შემდეგ), საიდანაც ნედლ და გადამუშავებულ ნავთობზე 5.2 პპ, ანუ მთლიანი ზრდის თითქმის 65% მოდის. ნავთობის იმპორტის ზრდა და ავტომობილების იმპორტის 12.5%-იანი კლება ზრდის ჯამურ ტემპზე ერთმანეთის გავლენას თითქმის სრულად აბალანსებს: ნავთობისა და ავტომობილების გამოკლებით, იმპორტი 8.3%-ითაა გაზრდილი, რაც მცირედით აღემატება კიდეც მთლიან მაჩვენებელს, თუმცა ექსპორტის ზემოაღნიშნულ ზრდასთან შედარებით მაინც მნიშვნელოვნად დაბალია.

საყურადღებოა, რომ აგვისტოში ავტომობილების იმპორტში 2026 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი კლება დაფიქსირდა — წლიურად თითქმის 35%. მოკლევადიან პერიოდში ეს სავაჭრო ბალანსს აუმჯობესებს, თუმცა მომდევნო თვეებში ავტომობილების რე-ექსპორტის დინამიკის კიდევ უფრო შესუსტების შესაძლებლობაზეც მიუთითებს. ავტომობილების წმინდა ექსპორტის თვალსაზრისით განსაკუთრებით ძლიერი 2025 წლის შემდეგ, მსგავს განვითარებას თიბისი კაპიტალი მიმდინარე წლის დასაწყისში პროგნოზირებდა, თუმცა მასშტაბზე, სავარაუდოდ, 6 წელზე ძველი ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადის ზრდაც აისახა.

ამ ფონზე, ჩვენი შეფასებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში სავაჭრო დეფიციტი მშპ-ის 26.4%-მდე შემცირდა, რაც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელია.

სხვა წყაროების მხრივ, სწრაფი ფულადი გზავნილები აგვისტოში წლიურად 8.2%-ით შემცირდა, რაც, ევროკავშირის მიერ გადახდების რუსულ სისტემა Zolotaya Korona-ზე დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთიდან გზავნილების თვიურად 88%-ით, 5.1 მლნ აშშ დოლარმდე შემცირებამ გამოიწვია. ივლისში რუსეთიდან გზავნილების 97%-ზე მეტი სწორედ ამ სისტემით განხორციელდა. მსგავსი ეფექტი დაფიქსირდა გზავნილებზე ყირგიზეთიდანაც, საიდანაც გზავნილები თვიურად 73%-ით შემცირდა და 2.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იმ ფონზე, რომ ივლისში ნაკადების 66% სწორედ ამ სისტემის გამოყენებით გადმოირიცხა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივლისში რუსეთიდან გზავნილების მსგავსი, 42%-იანი თვიური კლება გამოიწვია Unistream-ის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმაც, თუმცა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ნაკადების დიდი ნაწილის სხვა სისტემებზე მიგრაცია დაფიქსირდა. მოსალოდნელია, რომ მოვლენები ამჯერადაც მსგავსი სცენარით განვითარდება, თუმცა რთულია ითქვას რამდენად სწრაფად ან სრულად მოხდება გზავნილების ჩანაცვლება.

რაც შეეხება ტურიზმის სექტორს, წინასწარი ინდიკატორები საკმაოდ მძლავრ დინამიკაზე მიუთითებს. ივლისსა და აგვისტოში მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შემდეგ, არარეზიდენტების რეალურმა უნაღდო დანახარჯებმა ზრდა სექტემბერშიც განაგრძო. ამ ფონზე, ბოლო დღეებში მცირე შენელების მიუხედავად, გასულ წელთან შედარებით მომატებული რჩება საქართველოს აეროპორტებში აღრიცხული ფრენების რაოდენობაც. ექსპორტის სტაბილურად მაღალ დონეზე შენარჩუნებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების გაუმჯობესების შედეგად, აგვისტოში საგარეო შემოდინებების ამ ორი მთავარი წყაროდან მიღებული სავალუტო ნაკადები კვლავ გაიზარდა. შესაბამისად, თუკი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის პიკზე ტურიზმის დანაკლისს ექსპორტის ზრდა აბალანსებდა, ამჯერად ორივე წყარო მძლავრი დინამიკით ხასიათდება.

საერთო ჯამში, წმინდა სავალუტო შემოდინებების თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი შეფასება, რომელიც საქონლით ვაჭრობას, ტურიზმიდან შემოსავლებსა და ფულად გზავნილებს აერთიანებს, აგვისტოში დამატებით გაიზარდა. თავის მხრივ, ეს დინამიკა თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინთან, რომ 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მიმდინარე ანგარიშში, რეინვესტიციების გამორიცხვით, დადებითი ბალანსი გაიზრდება, ხოლო მეორე კვარტლის მონაცემები უკვე სექტემბრის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007705-macro-update-georgia

Share196Tweet123Share49

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020