ბორჯომიnews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    ბორჯომობის დღესასწაულზე ახალდაბელმა ახალგაზრდებმა სტუმრებს თექისგან შექმნილი  ქართული ტრადიციული სუფრით უმასპინძლეს

    ბორჯომობის დღესასწაულზე ახალდაბელმა ახალგაზრდებმა სტუმრებს თექისგან შექმნილი ქართული ტრადიციული სუფრით უმასპინძლეს

    Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

    Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

    მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

    მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

    მართე გზავნილი შენი წესებით — მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი

    მართე გზავნილი შენი წესებით — მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი

    შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

    შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

    თიბისი და AD BLACK SEA — 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

    თიბისი და AD BLACK SEA — 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

    გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა

    გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა

    თიბისის მობაილ ბანკის აგვისტოს განახლებები — კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

    თიბისის მობაილ ბანკის აგვისტოს განახლებები — კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

    თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

    თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

    სასაქონლო პროდუქტები გამოშვებასა და ექსპორტს კვლავ ზრდის, თუმცა რეალურ ეკონომიკაზე გავლენა შედარებით ზომიერია

    სასაქონლო პროდუქტები გამოშვებასა და ექსპორტს კვლავ ზრდის, თუმცა რეალურ ეკონომიკაზე გავლენა შედარებით ზომიერია

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      ახალციხელი და ბორჯომელი ხელოვანი ქალების შემოქმედებითი პლენერი ახალდაბაში, ფოთოლეთის მამათა მონასტრის ეზოში

      ახალციხელი და ბორჯომელი ხელოვანი ქალების შემოქმედებითი პლენერი ახალდაბაში, ფოთოლეთის მამათა მონასტრის ეზოში

      შემოქმედება, რომელიც ბრენდად იქცევა!

      შემოქმედება, რომელიც ბრენდად იქცევა!

      „ის, რაც გვაერთიანებს“ — ახალდაბის საჯარო სკოლაში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილე აღნიშნეს

      „ის, რაც გვაერთიანებს“ — ახალდაბის საჯარო სკოლაში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილე აღნიშნეს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თექის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თექის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

      YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

      YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალგაზრდებმა «ექსპონატებით მოყოლილი ისტორიები» წარმოადგინეს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალგაზრდებმა «ექსპონატებით მოყოლილი ისტორიები» წარმოადგინეს

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home ბლოგი

ბორჯომობის დღესასწაულზე ახალდაბელმა ახალგაზრდებმა სტუმრებს თექისგან შექმნილი ქართული ტრადიციული სუფრით უმასპინძლეს

ბორჯომობის დღესასწაულზე ახალდაბელმა ახალგაზრდებმა სტუმრებს თექისგან შექმნილი  ქართული ტრადიციული სუფრით უმასპინძლეს
Share on FacebookShare on Twitter

22 სექტემბერს ბორჯომის ცენტრალურ ისტორიულ პარკში წლის მთავარი ღონისძიება — „ბორჯომობა 2026“ გაიმართა.

დღესასწაული მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი და შემეცნებითი აქტივობებით მიმდინარეობდა.

ეს დღე განსაკუთრებულად სადღესასწაულო იყო “სამცხე-ჯავახეთის სათემო განვითარების ცენტრი”-სა და ახალდაბის ახალგაზრდულ მედიაკაფე “ლუტრეზი”-სთან არსებული თექის კლუბის  მონაწილეებისთვის, ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, რადგან პარკში შემოსულ სტუმრებს პირველები სწორედ ისინი ეგებებოდნენ, თექის ნაკეთობებისგან გაშლილი ტრადიციული ქართული სუფრით.  ხოლო შემდეგ, სხვა სანახაობებთან ერთად, სტუმრები ასევე აღფრთოვანებულები ათვალიერებდნენ ამავე ახალგაზრდების შექმნილ თექის ნაკეთობების ულამაზეს გამოფენას.

ჩვენს “თექის სუფრასთან” დიდი პატივისცემით ვუმასპინძლეთ როგორც რიგით ბორჯომელებს, ისე ქალაქის ხელმძღვანელებსა და სტუმრებს: საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილეს, თამარ მახარაშვილს, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს იოსებ ალიბეგაშვილს, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატს პარლამენტში, ანტონ ობოლაშვილს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს მამუკა გელაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძეს.

აქვე მადლიერებით აღვნიშნავთ, რომ ბორჯომობის დღესასწაულზე ამ დიდებული სანახაობის შექმნა ახალდაბის თექის კლუბმა ბორჯომის მერიის და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერილი პროექტების ფარგლებში შეძლო.

“ბორჯომობა 2026” დატვირთული იყო სხვადასხვა სანახაობრივი ღონისძიებებით: დღის განმავლობაში მოეწყო ქართული საკარნავალო თეატრალიზებული მსვლელობა მსახიობების, ფაეტონისა და მუსიკოსების მონაწილეობით, გაცოცხლდა ინსტალაციები და წარმოდგენილი იყო ოთხი „ცოცხალი ქანდაკება“. პატარებისთვის იფუნქციონირა შემოქმედებითმა საბავშვო სივრცემ. ასევე გაიმართა ადგილობრივი მხატვრებისა და მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ფოტოკუთხეები, კვებისა და სტუმართა დასასვენებელი სივრცეები.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მოსულ სტუმრებს „ბორჯომობა 2026“ მიულოცეს, საპატიო ბორჯომელები აირჩიეს და დააჯილდოვეს.

აი, ისინიც:

თამარ მახარაშვილი ქალაქ ბორჯომში დაიბადა და გაიზარდა. დღეს იგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეა და წლებია, ქვეყნის განათლების სისტემის სტრატეგიულ მიმართულებებსა და ზოგადი განათლების რეფორმას უდგას სათავეში. მიუხედავად მასშტაბური სახელმწიფოებრივი საქმიანობისა, იგი არასდროს ივიწყებს მშობლიურ ქალაქს, მუდმივად ზრუნავს რეგიონის საგანმანათლებლო საჭიროებებზე და აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ პედაგოგებთან.

მაკა ბლიაძე მწერალია, რომელმაც არაერთი ლიტერატურული ჯილდო მოუტანა მშობლიურ კუთხეს. იგი ხელმძღვანელობს ბორჯომის რუსთაველის საზოგადოებას და განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ქართულ საბავშვო პოეზიაში, რისთვისაც მიღებული აქვს შიო მღვიმელისა და მიხეილ მრევლიშვილის სახელობის პრემიები. ის ასევე ფლობს „წლის პოეტის“ ნომინაციასა და მწერალთა კავშირის პრესტიჟულ ჯილდოს — „ქართულ ენდალმას“.

ჯამბულ ღონღაძე სოფელ კორტანეთში დაბადებული საამაყო სპორტსმენია. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მან ბადროს სტყორცნაში საქართველოსა და ამიერკავკასიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. წარმატებული სპორტული კარიერის შემდეგ, 1970 წლიდან, იგი არაერთ წამყვან თანამდებობაზე მუშაობდა და უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, თავისი საქმიანობით ერთგულად ემსახურება ბორჯომის მუნიციპალიტეტს.

დაჯილდოების შემდეგ აუდიტორიის წინაშე ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები წარდგნენ, შემდეგ კი ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართა, რომელიც მსახიობ კახა მიქიაშვილს მიჰყავდა. მსმენელის წინაშე წარდგნენ: აჩიკო ბერიძე, დათო არჩვაძე, აჩიკო ცანკაშვილი, ზუკა ხუციშვილი, გია ნიკოლაძე, გელა დონაძე და ანუკი ცქვიტინიძე, ტრიო „სამანი“, სალომე ბაკურაძე, სოფო პაპუაშვილი და გიგა პაპასკირი.

„ბორჯომობა 2026“ გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

ნატო გუბელაძე

Share198Tweet124Share49

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020