ბორჯომიnews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ ისაუბრა

    გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ ისაუბრა

    ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად

    ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად

    დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა!                                                                                                                                                                                                                                                                      თიბისი — 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად

    დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა! თიბისი — 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად

    შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

    შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

    თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება

    თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება

    საქართველოს გამარჯვება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე

    საქართველოს გამარჯვება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე

    განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის

    განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის

    თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ისგამარჯვებულია

    თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ისგამარჯვებულია

    წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება

    წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება

    თიბისიმერთგული საკრედიტო ბარათი განაახლა — სურვილებიახლოვდება

    თიბისიმერთგული საკრედიტო ბარათი განაახლა — სურვილებიახლოვდება

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თექის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თექის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

      YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

      YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალგაზრდებმა «ექსპონატებით მოყოლილი ისტორიები» წარმოადგინეს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალგაზრდებმა «ექსპონატებით მოყოლილი ისტორიები» წარმოადგინეს

      31 ოქტომბერს ბორჯომში მხატვარ მაია აბზიანიძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

      31 ოქტომბერს ბორჯომში მხატვარ მაია აბზიანიძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

      ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა XI საერთაშორისო კონკურსის ფესტივალი  გაიხსნა

      ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა XI საერთაშორისო კონკურსის ფესტივალი გაიხსნა

      ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი ახალდაბის მედიაკაფე «ლუტრეზი»-ში ახალგაზრდებს შეხვდა

      ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი ახალდაბის მედიაკაფე «ლუტრეზი»-ში ახალგაზრდებს შეხვდა

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home ბლოგი

გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ ისაუბრა

გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ ისაუბრა
Share on FacebookShare on Twitter

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ ისაუბრა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე, რომლის შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ მაღალი კვალიფიკაციის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. მისი თქმით, აკადემიური პროგრამების განფასების მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად, სამინისტრომ დეტალურად შეისწავლა სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – მათ შორის ვაშინგტონის, მიჩიგანისა და კოლორადოს უნივერსიტეტების პრაქტიკა, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს რეალობასა და საჭიროებებზე მორგებული, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული მოდელის შემუშავებას.

„უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი ეფუძნება ორკომპონენტიან სისტემას – საბაზო დაფინანსებასა და შესრულებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას. ეს, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სახელმწიფო უნივერსიტეტების ინსტიტუციურ მდგრადობასა და ფინანსურ ავტონომიას, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ხარისხზე, შედეგებსა და ეროვნულ პრიორიტეტებზე ორიენტირებულ განვითარებას.

საბაზო დაფინანსება განისაზღვრება სტუდენტთა რაოდენობის, პროგრამების ღირებულებისა და უნივერსიტეტის სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ძირითადი საჭიროებების გათვალისწინებით და მიზნად ისახავს უნივერსიტეტების სტაბილური ფუნქციონირების, ინსტიტუციური მდგრადობისა და ფინანსური ავტონომიის უზრუნველყოფას, ხოლო შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება, დაკავშირებული იქნება უნივერსიტეტების მიერ კონკრეტული შედეგების მიღწევასთან, მათ შორის: განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან, კვლევისა და ინოვაციების განვითარებასთან, ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებასთან და რეგიონული განვითარების ხელშეწყობასთან.

აღნიშნული მოდელი ქმნის საფუძველს, რომ სახელმწიფო დაფინანსება მიმართული იყოს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ზრდისკენ, კვლევითი პოტენციალის გაძლიერებისა და უნივერსიტეტების გრძელვადიანი ინსტიტუციური განვითარებისკენ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა იქნება უფასო – ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე საქართველოს მოქალაქეების სწავლება სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო. ამასთან, სწავლის სახელმწიფო დაფინანსების წესსა და პირობებს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

ჩვენ მიერ წარმოდგენილი დაფინანსების მოდელის დანერგვა შექმნის საფუძველს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა შეძლონ შრომის ბაზრისა და ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებთან შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება, მაღალი ხარისხის სწავლებისა და კვლევითი გარემოს უზრუნველყოფა, აგრეთვე აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისთვის ღირსეული და კონკურენტუნარიანი შრომის ანაზღაურების პირობების შექმნა‘‘, — აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა უნივერსიტეტებში კვოტების რაოდენობის განსაზღვრის პროცესში, შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებას. კერძოდ, მისი განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განხორციელებული შრომის ბაზრის ანალიზმა უნივერსიტეტებსა და შრომის ბაზრის რეალურ მოთხოვნებს შორის არსებული მასშტაბური დისბალანსი გამოავლინა. სწორედ ამ დისბალანსის აღმოსაფხვრელად გახდა საჭირო უნივერსიტეტებში მისაღები კვოტების განსაზღვრა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წარადგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განხორციელებული შრომის ბაზრის ანალიზის პრეზენტაცია,  რომელმაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და შრომის ბაზრის რეალურ მოთხოვნებს შორის არსებული მასშტაბური დისბალანსი გამოავლინა. მთლიანობაში რომ შევხედოთ მონაცემებს, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, რეალურად ამ მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად. როდესაც კვოტების გადანაწილება მოხდა, ჩვენ გავთვალეთ 5-წლიანი პერსპექტივა და, ასევე, მხედველობაში მივიღეთ დღეს არსებული გარემოებები. მაგალითად, სამართლის შემთხვევაში, რომელზეც ყოველწლიურად 3 600 პირი აბარებს, მოთხოვნა არის დაახლოებით 700 იურისტზე, თუმცა მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ არ შეიძლებოდა, ამისთვის ანგარიში არ გაგვეწია. შესაბამისად, 3 600-დან ჩამოვედით არა მკვეთრად 700-ზე, არამედ — 1500-ზე. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში წელს 21 600 სტუდენტზე გამოცხადდა მიღება.

აღსანიშნავია, რომ რეფორმის კონცეფციის შემუშავების პროცესში, სამინისტრომ შეისწავლა როგორც ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) მიდგომები, ისე ცალკეული ქვეყნების პრაქტიკა, სადაც სახელმწიფო აქტიურად მონაწილეობს უმაღლესი განათლების სისტემის სტრატეგიულ დაგეგმვაში, რესურსების კონსოლიდაციაში, ხარისხის შეფასებასა და შრომის ბაზართან შესაბამისობის უზრუნველყოფაში. თუმცა, პრიორიტეტს, ცხადია, ეროვნული საჭიროებები წარმოადგენს“, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა.

Share196Tweet123Share49

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020