ბორჯომში სტუმრად მყოფი ყაზახი ახალგაზრდებისთვის 30 მაისიდან 5 ივნისამდე კულტურული და შემეცნებითი ტურები მოეწყო.
ატირაუდან ჩამოსულ ახალგაზრდებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის, მერი ოთარ არბოლიშვილი, შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა მსგავსი გაცვლითი პროგრამების როლი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.
ახალგაზრდები ბორჯომს ქალაქებს შორის კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში ესტუმრნენ.
ბორჯომი და ატირაუ დაძმობილებული ქალაქები 2023 წელს გახდნენ.















































