ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, აპრილში 2 117 ბენეფიციარს 498 938 ლარის დახმარება გაეწია.
235 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 222 106 ლარი გამოიყო;
148 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 29 793 ლარით დაფინანსდა;
ონკოლოგიური დაავადებების მქონე 32 პაციენტი 34 109 ლარით დაფინანსდა;
114 მრავალშვილიანი ოჯახი 27 650 ლარით დაფინანსდა;
369 ოჯახს კომუნალური გადასახადები 14 480 ლარით დაუფინანსდა;
ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს ცელიაკიის დიაგნოზის მქონე და შშმ პირებმა, ობლებმა და სხვა.








































