ბორჯომიnews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად — საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

    თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად — საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

    გივი მიქანაძე: „ივანე ჯავახიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა განათლებული და ძლიერი ქვეყნის შენებას — მისი თაოსნობით დაარსდა თბილისში განათლების, კულტურისა და ეროვნული ღირებულებების დამკვიდრების მთავარი კერა, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს“

    „გააცოცხლე“ — თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა

    „გააცოცხლე“ — თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა

    თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის — Caucasus Build- ფარგლებში კონფერენცია გაიმართა

    თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის — Caucasus Build- ფარგლებში კონფერენცია გაიმართა

    მუდმივად განახლებადი მობაილბანკი — საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად

    მუდმივად განახლებადი მობაილბანკი — საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

    ტექ ოლიმპიადების ჰაბმა — ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე — მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო

    ტექ ოლიმპიადების ჰაბმა — ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე — მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო

    „ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“

    „ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“

    თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

    თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალგაზრდებმა «ექსპონატებით მოყოლილი ისტორიები» წარმოადგინეს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალგაზრდებმა «ექსპონატებით მოყოლილი ისტორიები» წარმოადგინეს

      31 ოქტომბერს ბორჯომში მხატვარ მაია აბზიანიძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

      31 ოქტომბერს ბორჯომში მხატვარ მაია აბზიანიძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

      ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა XI საერთაშორისო კონკურსის ფესტივალი  გაიხსნა

      ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა XI საერთაშორისო კონკურსის ფესტივალი გაიხსნა

      ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი ახალდაბის მედიაკაფე «ლუტრეზი»-ში ახალგაზრდებს შეხვდა

      ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი ახალდაბის მედიაკაფე «ლუტრეზი»-ში ახალგაზრდებს შეხვდა

      6-7 სექტემბერს ბორჯომი გასტრონომიულ ფესტივალს «გემო ფესტი»-ს მასპინძლობს

      6-7 სექტემბერს ბორჯომი გასტრონომიულ ფესტივალს «გემო ფესტი»-ს მასპინძლობს

      «ღამის სერენადები» ბორჯომში

      «ღამის სერენადები» ბორჯომში

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home რეგიონის ამბები

ხანძრების სერია საქართველოში კვლავ გრძელდება

ხანძრების სერია საქართველოში კვლავ გრძელდება
Share on FacebookShare on Twitter

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის ტყეში, ხანძრის სალოკალიზაციო- სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ცეცხლი ტყის ქვედა საფარზე ფოთლებს გაუჩნდა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია მოხდეს ცეცხლის კერების ჩაქრობა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სამუშაოებში მეხანძრე მაშველებთან ერთად ჩართულია ეროვნული გვარდია და ავიაცია. ცეცხლის კერებამდე გრძელდება მძიმე ტექნიკით გზების მიყვანა. 

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, 2 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ყვარლის მუნიცპალიტეტში, ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, გამოყენებული იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში 200-მდე მეხანძრე-მაშველი, თავდაცვის სამინისტროს გვარდიის დანაყოფი და 3 ვერტმფრენია ჩართული. ამ ეტაპზე ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„ჩართულია 200-მდე მეხანძრე-მაშველი და ამდენივე რაოდენობის თავდაცვის სამინისტროს გვარდიის დანაყოფი. დამატებით მუშაობს 3 ერთეული ვერტმფრენი და მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა გზების გაყვანა ტყის მასივში, რათა სახანძრო ავტოტექნიკის შეყვანა მოხდეს. გავრცელების საფრთხე მოხსნილია. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“ —  განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.

ქვეყანაში ბოლო კვირეების განმავლობაში ხანძრების რიცხვმა იმატა. მესტიის მუნიციპალიტეტში ცეცხლი გაუჩნდა ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს. ადგილზე მაშინვე მოხდა სახანძრო-სამაშველო ბრიგადების მობილიზება. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩაერთო ავიაციაც. ძლიერი ხანძრის რამდენიმე კერა იყო თბილისშიც.

ხანძრების კასკადი 19 აგვისტოს ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან დაიწყო, სადაც ხანძარი ტყეს გაუჩნდა და შემდგომ სოფლებისკენაც გავრცელდა, თუმცა დასახლებული ტერიტორიებისთვის არ მიუღწევია.  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციითმ, ბორჯომში ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. თუმცა, ლიკანსა და ქვაბისხევში  საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფები მონიტორინგის მიზნით კვლავ რჩებიან.

შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ქრობის ღონისძიებებში ასობით მეხანძრე-მაშველთან ერთად, აქტიურად, კოორდინირებულად მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, ყველა ტიპის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის რესპუბლიკის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავებიც ჩაერთვნენ. ხანძართან ბრძოლაში თურქეთის რესპუბლიკის 3 სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავიც მონაწილეობდა.

«ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. დილიდან მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დილიდან ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში ჩაერთო თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი», — განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მაინც როგორ ჩნდება ტყის ხანძრები?!

BBC-იმ ამ საკითხთან დაკავშირებით მოამზადა სტატია, სადაც მოკლედ არის გაანალიზებული ხანძრის გამომწვევი მიზეზები. სტატიაში ნათქვამია, რომ ცეცხლს სამი რამ სჭირდება: მასალა, რომელიც იწვის, ჟანგბადი და სითბო. მეხანძრეები ხშირად საუბრობენ ცეცხლის ამ სამკუთხედზე, როდესაც ჩაქრობას ცდილობენ.

იდეა ის არის, რომ თუ ისინი ამ სამი ელემენტიდან ერთ-ერთის ლიკვიდაციას მოახდენენ, უკვე თავისუფლად აკონტროლებენ სიტუაციას და საბოლოოდ ჩააქრობენ ცეცხლს. ცხელი ზაფხულის დღეებში, როდესაც გვალვა პიკს აღწევს, მატარებლის ბორბლისგან წარმოქმნილ ნაპერწკალსაც კი შეუძლია მასშტაბური ხანძრის გამოწვევა. ხანდახან, ცეცხლი ბუნებრივად ჩნდება, რომელსაც მზის სიცხე ან მეხის ჩამოვარდნა იწვევს. თუმცა, ტყის ხანძრების უმეტესობა ადამიანის დაუდევრობის შედეგია. მიზეზებში შედის ხანძრის განზრახ გაჩენა, კოცონები, ანთებული სიგარეტის გადაგდება, ნარჩენების არასწორად დაწვა, ასანთით ან ფეიერვერკით თამაში.

ბოლო პერიოდში მომხდარი ხანძრების გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. სახელმწიფო უწყებებს ამის თაობაზე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ. თუმცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გამომწვევ მიზეზებზე, პოლიტიკური ხასიათის განცხადება მაინც გააკეთა. „არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში გახშირებული ხანძრები დივერსიის შედეგი იყოს“ — განაცხადა მან მთავრობის სხდომაზე.

მისივე განცხადებით, ქვეყნის შიგნით მოქმედი „დესტრუქციული ძალების“ გათვალისწინებით, გამოძიებამ ყველა ვერსიაზე უნდა იმუშაოს.

„საეჭვოცაა, რომ რამდენიმე რეგიონში ერთდროულად ჩნდებოდა ხანძარი…ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა განცდა იმისა, რომ შესაძლოა ეს დაუდევრობით, სიცხით იყო გამოწვეული. არის ვერსიები, რომ ეს შესაძლოა იყოს დივერსია. არაფერია გამორიცხული, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს. ჩვენ არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია, ვინაიდან ვიცით ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და მათი მიდრეკილებები, არაფერია გამორიცხული. ამიტომ გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

Share198Tweet124Share49

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020