2021 წლის საკურორტო სეზონს ბორჯომის მუნიციპალიტეტი განახლებული და კეთილმოწყობილი შეხვდება.
მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განახლება და დასასვენებელი სივრცეების მოწყობის სამუშაოები.
წესრიგდება როგორც ბორჯომის, ასევე — ბაკურიანის ქუჩები.
რეაბილიტაცია უტარდება ქალაქ ბორჯომში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებს, მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩის სანაპიროზე სკვერის მოწყობის მასშტაბური პროექტის განხორციელება.
დაბა ბაკურიანში ბორჯომის მერიის დასუფთავების სამსახური ქუჩებს ქვიშისგან წმენდს. იგვება და წესრიგდება როგორც დაბის ცენტრი, ასევე — მიმდებარე ქუჩები.
ბაკურიანში დასუფთავების სამუშაოები მაისის ბოლომდე გაგრძელდება.
***
დაბა ახალდაბაში სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები სასმელი წყლის დებეტის გაზრდის მიზნით ხორციელდება.
სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ 120 846 ლარით ფინანსდება. პროექტს შპს „უნივერსალ-სერვისი“ ახორციელებს.
მაგისტრალური მილსადენის მოწყობა ივლისის მეორე ნახევარში დასრულდება.
***
ბორჯომის ცენტრალურ ისტორიულ პარკში დასრულდა პარკის ტერიტორიაზე არსებული ხიდების რეაბილიტაცია. სრულად შეიცვალა საცურაო აუზთან არსებული ხიდის საფარი. ასევე, შეკეთდა გოგირდის აუზისკენ მიმავალ გზაზე არსებული სამანქანო ხიდი.
ამავე დროს აქტიურად მიმდინარეობს პარკის ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები. სამომავლოდ დაგეგმილია სკამებისა და სანაგვე ურნების განახლება. ჩატარდება ხიდების, ატრაქციონებთან არსეული მოაჯირებისა და გარე განათების ბოძების სამღებრო სამუშაოები.
****
ლიკანში, სკვერის გამწვანების სამუშაოები ჩატარდა.
ნერგების დარგვის პროცესში სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, სამხარეო ადმინისტრაცის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი და მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე ჩაერთნენ.
სკვერში 211 ძირი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარის ნერგი დაირგო. გამწვანების სამუშაოები ა(ა)იპ «ბორჯომის გამწვანების სამსახურმა» ჩაატარა.

















































