ბორჯომიnews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    „არისერთინიუანსი“ — თიბისისდანიკონერგაძის YouTube პოდკასტისახალისეზონიდაიწყო

    „არისერთინიუანსი“ — თიბისისდანიკონერგაძის YouTube პოდკასტისახალისეზონიდაიწყო

    გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს  სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს

    გივი მიქანაძე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება — ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა  და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა‘‘

    გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ ისაუბრა

    გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ ისაუბრა

    ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად

    ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად

    დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა!                                                                                                                                                                                                                                                                      თიბისი — 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად

    დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა! თიბისი — 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად

    შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

    შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

    თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება

    თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება

    საქართველოს გამარჯვება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე

    საქართველოს გამარჯვება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე

    განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის

    განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თექის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თექის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

      YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

      YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალგაზრდებმა «ექსპონატებით მოყოლილი ისტორიები» წარმოადგინეს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალგაზრდებმა «ექსპონატებით მოყოლილი ისტორიები» წარმოადგინეს

      31 ოქტომბერს ბორჯომში მხატვარ მაია აბზიანიძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

      31 ოქტომბერს ბორჯომში მხატვარ მაია აბზიანიძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

      ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა XI საერთაშორისო კონკურსის ფესტივალი  გაიხსნა

      ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა XI საერთაშორისო კონკურსის ფესტივალი გაიხსნა

      ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი ახალდაბის მედიაკაფე «ლუტრეზი»-ში ახალგაზრდებს შეხვდა

      ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი ახალდაბის მედიაკაფე «ლუტრეზი»-ში ახალგაზრდებს შეხვდა

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home ბიზნესი

მაკროეკონომიკური განახლება – საქართველო

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Share on FacebookShare on Twitter

სადამდე გამყარდება ლარი?

17 თებერვლის შემდგომ, აშშ დოლართან ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.68-ის ნიშნულს ჩამოსცდა, რაც ბოლოს 2024 წლის მაისში  დაფიქსირდა. ლარის გამყარების ტენდენცია გასული წლის პირველ ნახევარში გამოიკვეთა, შემდგომ მეტნაკლებად დასტაბილურდა, მიმდინარე წელს კი — განსაკუთრებით თებერვლიდან — გარკვეულწილად კვლავ აჩქარდა. მოკლევადიან პერიოდში ლარის გამყარების დინამიკა ჩვენს მოლოდინებს შეესაბამება, რაზეც წინა მაკროეკონომიკურ განახლებაში გვქონდა საუბარი. აღნიშნულის ფონზე, როგორც პუბლიკაციის შემდგომი გამოხმაურებები მოწმობს, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური შეკითხვაა: სადამდე გამყარდება ლარი?

სანამ უშუალოდ პასუხზე გადავალთ, კიდევ ერთხელ შევაჯამოთ თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის კარგად ცნობილი მიმდინარე გარემო და ლარზე მოქმედი ფაქტორების უახლესი დინამიკა:

  • აშშ დოლარის გაუფასურება გლობალურ ბაზრებზე — 2025 წლის დასაწყისიდან აშშ დოლარი როგორც ევროსთან, ასევე უფრო ფართო მასშტაბით, მნიშვნელოვნად გაუფასურდა. მიმდინარე წელს — მიუხედავად იმისა, რომ, ჩვენი შეფასებით, აშშ დოლარი ევროსთან მიმართებით ჯერ კიდევ გრძელვადიან წონასწორულ ნიშნულზე ძლიერი რჩება — აშშ დოლარის დამატებით მნიშვნელოვანი გაუფასურება საბაზო სცენარს არ წარმოადგენს. კერძოდ, ჩვენი პროგნოზით, ევრო/აშშ დოლარის გაცვლითი კურსი წლის ბოლოსთვის 1.22-ს მიაღწევს. ამდენად, ეს ფაქტორი ლარზე მხოლოდ მცირედით დადებითად იმოქმედებს.
     
  • ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებები — ერთი მხრივ, საქონლისა და მომსახურების ექსპორტიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან გაზრდილი შემოდინებებისა და, მეორე მხრივ, იმპორტის ზრდის შენელების ფონზე, 2025 წელს საქართველოში წმინდა სავალუტო შემოდინებები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიმდინარე წლის დასაწყისში სავალუტო შემოდინებები ძლიერი რჩება, რაც ლარის მხარდამჭერი ფაქტორია.
     
  • დეპოზიტების ლარიზაცია — 2024 წელს სენტიმენტების გაუარესების ფონზე დეპოზიტების დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაში დაკონვერტირდა, 2025 წელს კი აღნიშნული კონვერტაციების საპირისპირო მიმართულებით შემოტრიალებამ ლარის მხარდამჭერი გარემოს ჩამოყალიბების კუთხით ერთ-ერთი საკვანძო როლი შეასრულა. ამავდროულად, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, დღიურ შეფასებაზე დაყრდნობით, ლარიზაცია თითქმის უცვლელია, მცირედით შემცირებულიც კი, რაც ჩვენს პროგნოზებთან თანხვედრაშია. ამდენად, მოლოდინების შესაბამისად, 2026 წელს კონვერტაციების ეფექტი უკვე თითქმის ამოწურულია.
     
  • გაზრდილი წლიური ინფლაცია — მკითხველისთვის ცნობილია, რომ, მაგალითად, აშშ-ში, მოსალოდნელზე მაღალი ინფლაცია, როგორც წესი, აშშ დოლარის გამყარებას იწვევს. მსგავსი პრინციპია საქართველოს შემთხვევაშიც — ინფლაციის ზრდა უფრო მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას მოიაზრებს, რაც, შესაძლოა, საპროცენტო განაკვეთის უფრო გვიან შემცირებაში ან გაზრდაშიც კი გამოვლინდეს. აღსანიშნავია, რომ მონეტარული პოლიტიკის ბოლო სხდომაზე სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნა. 
     
მოცემული ფაქტორებიდან ლარის მოკლევადიან პროგნოზზე გამყარების მიმართულებით ყველაზე მეტად ინფლაციის აჩქარება მოქმედებს.  მართალია, იანვარში ფასების ზრდა დიდწილად სურსათის ქვეჯგუფში იყო კონცენტრირებული, თუმცა აღმავალ დინამიკას სამომხმარებლო კალათის ცალკეული პროდუქტები არ განაპირობებდა. შესაბამისად, გაცვლით კურსსა და ინფლაციას შორის მჭიდრო კავშირის გათვალისწინებით, გარკვეულწილად მაგრამ მაინც, ეს მიმდინარე პერიოდში ლარის უფრო მეტად გამყარების არგუმენტია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ლარი ზედმეტად გაუფასურებული რჩება.

ამდენად, დავუბრუნდეთ მთავარ შეკითხვას — სადამდე გამყარდება ლარი? პასუხის გასაცემად, პირველ რიგში, გაცვლით კურსზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებს უნდა დავეყრდნოთ. თიბისი კაპიტალის მოკლე და გრძელვადიანი წონასწორობის მოდელების ერთობლიობით, ლარი, დღევანდელი მდგომარეობით, წონასწორულ ნიშნულთან შედარებით, დაახლოებით, 5 თეთრით ზედმეტად არის გაუფასურებული. რასაკვირველია, ეს გამყარების ზუსტ პროგნოზს არ წარმოადგენს, თუმცა მაკროეკონომიკური კუთხით სასარგებლო საორიენტაციო წერტილია, რომლისკენაც, სხვა თანაბარ პირობებში, ლარი მიისწრაფვის.  

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ, ჩვენი შეფასებით, თებერვალში სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა მნიშვნელოვნად არის აჩქარებული და, არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლოა, 2025 წლის ივლისის რეკორდულად მაღალ შესყიდვებსაც გადააჭარბოს. ვინაიდან მსგავსი მასშტაბის ინტერვენციების მიუხედავად ლარი მაინც მყარდება, ეს ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდების მნიშვნელოვან სიჭარბეზე მიუთითებს.

საერთო ჯამში, მოკლევადიან პერიოდში ლარის გამყარების არგუმენტები საკმაოდ ძლიერია, თუმცა, ჩვენი შეფასებით, გამყარების მასშტაბი შედარებით ზომიერი იქნება. ამავდროულად, 2026 წლის ბოლოსთვის კვლავ ლარის მცირედი გაუფასურებაა მოსალოდნელი, რადგან საბაზო სცენარად საგარეო ბალანსის გარკვეული გაუარესება და ინფლაციის შენელება რჩება. აუცილებლად გასათვალისწინებელია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გაზრდილი ალბათობაც — კონფლიქტის დასრულების სცენარში საქართველოს ეკონომიკაზე როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხრივ მრავალი ფაქტორი იმოქმედებს, თუმცა წმინდა ეფექტი, ჩვენი შეფასებით — რაც, შესაძლოა, მიმდინარე მდგომარეობით, საბაზრო კონსენსუსი არ არის — გარკვეულწილად მაინც უარყოფითი იქნება. თავისთავად, მნიშვნელოვანია ისეთი დროებითი ფაქტორების გათვალისწინებაც, როგორიცაა 2025 წლის ბოლოსთვის ავტომობილების წმინდა ექსპორტის გაუმჯობესება. ამდენად, თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მიმდინარე პერიოდში სავარაუდოდ მცირედით გამყარების შემდეგ, წლის ბოლოსათვის ასევე ზომიერი, მაგრამ გაუფასურება კვლავ ჩვენი საბაზო სცენარია.

Share197Tweet123Share49

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020