ბორჯომიnews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    „ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“

    „ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“

    თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

    თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

    წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი — თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

    წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი — თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

    ბორჯომის მერიის დაფინანსებით ახალდაბის მედიაკაფე „ლუტრეზი“-ში ინგლისურისა და ხელოვნების კლუბები კვლავ აგრძელებს საქმიანობას

    ბორჯომის მერიის დაფინანსებით ახალდაბის მედიაკაფე „ლუტრეზი“-ში ინგლისურისა და ხელოვნების კლუბები კვლავ აგრძელებს საქმიანობას

    თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

    თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

    თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს

    თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს

    თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა 

    თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა 

    2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიღების კვოტები გაორმაგდება

    2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიღების კვოტები გაორმაგდება

    „სკრინინგი ნიშნავს სიცოცხლის გადარჩენას“, — NCDC-ს გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალგაზრდებმა «ექსპონატებით მოყოლილი ისტორიები» წარმოადგინეს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალგაზრდებმა «ექსპონატებით მოყოლილი ისტორიები» წარმოადგინეს

      31 ოქტომბერს ბორჯომში მხატვარ მაია აბზიანიძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

      31 ოქტომბერს ბორჯომში მხატვარ მაია აბზიანიძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

      ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა XI საერთაშორისო კონკურსის ფესტივალი  გაიხსნა

      ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა XI საერთაშორისო კონკურსის ფესტივალი გაიხსნა

      ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი ახალდაბის მედიაკაფე «ლუტრეზი»-ში ახალგაზრდებს შეხვდა

      ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი ახალდაბის მედიაკაფე «ლუტრეზი»-ში ახალგაზრდებს შეხვდა

      6-7 სექტემბერს ბორჯომი გასტრონომიულ ფესტივალს «გემო ფესტი»-ს მასპინძლობს

      6-7 სექტემბერს ბორჯომი გასტრონომიულ ფესტივალს «გემო ფესტი»-ს მასპინძლობს

      «ღამის სერენადები» ბორჯომში

      «ღამის სერენადები» ბორჯომში

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home ბიზნესი

Reckless — ტანსაცმლის ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესდაჯილდოების მეორე ადგილის მფლობელი გახდა

Reckless — ტანსაცმლის ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესდაჯილდოების მეორე ადგილის მფლობელი გახდა
Share on FacebookShare on Twitter

31 აგვისტოს    თანამედროვე ქართული  ბრენდი Reckless 5 წლის გახდა. მისი შექმნა წარმატებული ბიზნესკომპანიების მსგავსად  100 დოლარით არ დაწყებულა,  არც  პრეზენტაციას მოუხიბლავს ინვესტორები.

შვილის დაკარგვის შემდეგ ტანსაცმლის ბრენდის დაარსება პანდორას ყუთის გახსნას ჰგავდა, სადაც ყველა მძაფრი, მტკივნეული ემოცია ერთად გატყდება თავს. „ჭრილობაზე მარილის დაყრას ჰგავდა ეს პროცესიო“, — ამბობს თავადაც სალომე გველესიანი. თუმცა, ჟანრის კანონია ისიც, რომ ამ ყუთის ძირში მთავარი — იმედი გასაზრდოებს.

პირველი კოლექციის ინსპირაცია სწორედ შვილის მიერ დატოვებული უამრავი მასალა აღმოჩნდა: მუსიკის, ნახატებისა და ანიმაციების სახით.  სალომეს სურვილი, ბრენდი ნიკუშას ხსოვნისთვის მიეძღვნა და თინეიჯერების აქამდე ჩუმი ხმა ფართო საზოგადოებას გაეგო, ასრულდა. 5 წელია, Reckless მოზარდების იდენტობის, სიხარულის, ზოგჯერ ტკივილის გამომხატველი გახდა.  უფრო მეტიც-კულტურული მოძრაობის ნაწილადაც იქცა.

„დამოუკიდებელ საქართველოში გაზრდილ ბავშვებზე მუდმივად იყო აღქმა თუ როგორი ლაღები და ფერადები იყვნენ, წვდომა ჰქონდათ ინტერნეტზე, სწავლობდნენ კერძო ან უცხოურ სკოლებში. მრავალი გიჟური ეპიტეთით ვამკობდით მათ. თუმცა, დაუცველობის შიში და შფოთი- ამ თაობისთვის თანმდევი აღმოჩნდა. ზოგადად საქართველოში  კომპლექსური პროდუქტის შექმნა დაუჯერებლად რთულია, მით უფრო, როდესაც საქმე  ტანსაცმლის ბრენდს ეხება. თუმცა ეს სირთულეები არაფერი იყო იმის ფონზე რაც ჩემს თავს ხდებოდა. ბევრად მსუბუქად გადავლახე რაღაცები ბიზნესის კუთხით“, — ამბობს სალომე.

ქართველების პირადი სივრცის უგულველყოფის თვისება და ის რომ არასდროს არავინ გტოვებს მარტო ( თუნდაც შენ ეს ძალიან გინდოდეს) ამ შემთხვევაში სალომეთვის მხარდაჭერად გარდაიქმნა. მის ირგვლივ დიდი ენთუზიაზმი ტრიალებდა, მეგობრები გულშემატკივრობდნენ,  აგულიანებდნენ. დღესაც, ქუჩაში ბევრს დაინახავთ 40 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებს, რომლებსაც პირველი კოლექციის მაისურები აცვიათ.

„წარმოგიდგენიათ ანუ როგორ უვლიან და უფრთხილდებიან, დღესაც რომ ატარებენ?“- მგონი,  თავადაც უკვირს სალომეს. თუმცა, რაში ეჭვიც არ ეპარება Reckless-ის ხარისხია.

ბრენდის გულწრფელობა და ხარისხის შენარჩუნება  გუნდისთვის უმთავრესია. პროფესიით მარკეტოლოგს, ბიზნესში ინტუიციის სჯერა. როცა მიხვდა, რომ რესურსი არ ჰყოფნიდა და ბრენდი ახალ სტრატეგიას საჭიროებდა, ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებული პროცესები ახალ აღმასრულებელ დირექტორს თირნიკე აფრიდონიძეს გადააბარა. თორნიკეს ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება  აქვს და რექლესის ბრენდსაც კარგად იცნობდა. ორი წლის განმავლობაში თორნიკემ  სტრუქტურა ფუნდამენტურად შეცვალა. თიბისი ბიზნეს დაჯილდოების აპლიკაციის შევსება მისი ინიციატივა იყო. საქმისადმი დამოკიდებულებამ ჟიურიც მოხიბლა და “საუკეთესო პროდუქტის” ნომინაციაში მეორე ადგილი მიანიჭეს.

„ჩვენთვის ეს ჯილდო ბრენდის ლოკალური აღიარებაა. ნებისმიერი პლატფორმა, სადაც სათქმელს გააჟღერებ მნიშვნელოვანია“, -ამბობს თორნიკე.

მართალია, Reckless- ის აღმასრულებელ დირექტორს ზუსტად  ესმის ვინ არის Reckless სეგმენტი და ხედავს პოტენციურ ბაზარსაც, ხშირად თინეიჯერების ბუნება მაინც არაპროგნოზირებადია.

„მოზარდი არ არის კოსმოპოლიტური გაგება. ყველა ქვეყანაში სათქმელს სხვაგვარად გამოხატავენ, ამიტომ ძალიან რთულია ექსპანსია და იდენტობის გატანა. დავტესტეთ და ევროპულ ქვეყნებში street wear -მა არ გაამართლა, რადგან იქ უფრო პრეტაპორტე ტანსაცმელია აქტუალური.  ჩვენთვის აზიური ქვეყნები, იაპონია, კორეა მიმზიდველია. ეს ბიზნესი ფაქტობრივად ვა ბანკია. თუ ბრენდს მყარი საფუძველი არ აქვს ერთი სეზონის კოლექციამ შესაძლოა მისი მომავალი განსაზღვროს. მოდის ბრენდის სტრუქტურა დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს“- გვიხსნის ამ ბიზნესის თავისებურებებს თორნიკე.

Reckless-ზე საუბრისას სალომეც და თორნიკეც ბრენდისადმი ემოციურ ბმაზე ამახვილებენ ყურადღებას. თუმცა, ფაქტებიც არც თუ ისე  მშრალია.

2025 წელს  კომპანიამ მასშტაბური კოლაბორაცია დაგეგმა წამყვან ქართულ ბრენდებთან: თიბისი (Cannes Lions-ისთვის). Adjarabet-ის სპორტული ნაკრები, ZEG Festival და SportFest. Reckless-ის დიზაინერებმა Cannes Lions-ზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს მარკეტერის კატეგორიაში. Advan production თან თანაკოლაბორაციის შედეგად ბრენდის ვიდეო რგოლი დაშორთლისტდა Ad Black Sea-ის Craft და Berlin Fashion Film Festival-ის Short Fashion Movies კატეგორიაში.

5 წლის თავზე ეს შედეგები მართლაც წარმატებულია. რთულია პროგნოზირება, როდესაც საქმე თინეიჯერებს ეხებათ,  მაგრამ ყველაზე უფრო რთული, რაც ამ სეგმენტში მომუშავე ბრენდებს ეხებათ, უკვე გადალახეს. მათ მოზარდები ენდობიან.

R

Share198Tweet124Share49

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020