ბორჯომიnews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    გივი მიქანაძემ სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

    გივი მიქანაძემ სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

    სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ

    სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ

    საქართველოს AI ნაკრები ცნობილია — ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ

    საქართველოს AI ნაკრები ცნობილია — ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ

    კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია

    კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია

    Tbilisi Open Air — ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება

    Tbilisi Open Air — ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში, 500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო 

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში, 500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო 

    Global Tech Weekend Tbilisi 2026 — ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება

    Global Tech Weekend Tbilisi 2026 — ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება

    თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

    თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

    AI განათლებამომავლისშესაძლებლობებისთვის:თიბისისადა GAIA-სერთობლივიინიციატივები

    AI განათლებამომავლისშესაძლებლობებისთვის:თიბისისადა GAIA-სერთობლივიინიციატივები

    მათემატიკის სწავლა, როგორც ახალი თავგადასავალი

    მათემატიკის სწავლა, როგორც ახალი თავგადასავალი

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      „ის, რაც გვაერთიანებს“ — ახალდაბის საჯარო სკოლაში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილე აღნიშნეს

      „ის, რაც გვაერთიანებს“ — ახალდაბის საჯარო სკოლაში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილე აღნიშნეს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თექის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თექის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

      YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

      YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალგაზრდებმა «ექსპონატებით მოყოლილი ისტორიები» წარმოადგინეს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალგაზრდებმა «ექსპონატებით მოყოლილი ისტორიები» წარმოადგინეს

      31 ოქტომბერს ბორჯომში მხატვარ მაია აბზიანიძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

      31 ოქტომბერს ბორჯომში მხატვარ მაია აბზიანიძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

      ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა XI საერთაშორისო კონკურსის ფესტივალი  გაიხსნა

      ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა XI საერთაშორისო კონკურსის ფესტივალი გაიხსნა

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home ბლოგი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ
Share on FacebookShare on Twitter

საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიმართ გავრცელებულ არაზუსტ ინტერპრეტაციებთან დაკავშირებით, საჭიროდ მივიჩნევთ, დეტალურად განვმარტოთ ცესკოს მიერ 2023-2024 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს მთავარი გარემოება — გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარი არ არის რაიმე არსებით კანონდარღვევაზე, ფინანსური სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე ან სხვა სახის გადაცდომაზე, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა ცესკოს საქმიანობის კანონიერებას და კეთილსინდისიერებას. ყველა საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ახსნა-განმარტება უწყებას წარდგენილი აქვს აუდიტის სამსახურში, ხოლო მიღებული 7 რეკომენდაციიდან 6 უკვე შესრულდა, 1 კი შესრულების პროცესშია და ატვირთულია აუდიტის სამსახურის შესაბამის ონლაინ პლატფორმაზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია პასუხისმგებლობით ეკიდება აუდიტის თითოეულ რეკომენდაციას და მუდმივად მუშაობს საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესებაზე.

ამის მიუხედავად დაინტერესებული მხარეები ცდილობენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა მანიპულაციური განცხადებებით ცესკოს დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ. ცდილობენ საკითხის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს გარკვეული პროცესები, მათ შორის შესყიდვების პროცესში ბაზრის კვლევა, თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, საწვავის ლიმიტების განსაზღვრა არ ხორციელდებოდა და დანამატები  უსაფუძვლოდ და გადაჭარბებულად იქნა გაცემული.

სიმართლე კი შემდეგია:

ანგარიშში საუბარია სამუშაო დროის აღრიცხვისა და ხელფასის გაანგარიშების საკითხებზე — თუმცა დასკვნაშივე მითითებულია, რომ ცესკოს შენობის შესასვლელში ფუნქციონირებს ტურნიკეტი და აღნიშნულ მონაცემებს ამუშავებს კომპეტენტური სტრუქტურული ერთეული, მაგრამ აუდიტი თვლის რომ აღნიშნული ბიზნესპროცესი უმჯობესია სხვა ფორმით განხორციელდეს.

რაც შეეხება ქვეყნის შიგნით მივლინებებთან დაკავშირებულ საკითხს, აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის შიგნით მივლინებებისას, სასტუმრო მომსახურების სფეროში არსებული ბაზრის კვლევის სათანადო და სრულყოფილი შესწავლით, შესაძლებელი იქნებოდა ცესკოს მიერ სამივლინებო თანხების ეკონომიური ხარჯვა. განვმარტავთ, რომ ეს შეეხება ქვეყნის შიგნით ისეთ მივლინებებს, სადაც მონაწილეთა  დიდი რაოდენობა იყო. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები შესაბამისი რაოდენობის ნომრებისა და საკონფერენციო სივრცის მქონე სასტუმროების გარდა, სხვაგან ვერ ჩატარდებოდა.

ზოგადად, შესყიდვების საკითხთან დაკავშირებით,  დასკვნაშივე მითითებულია, რომ ცესკოს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით დადგინდა, რომ ცესკო ბაზრის კვლევას ახორციელებდა არანაკლებ 2 მომწოდებელთან კომუნიკაციით.

რაც შეეხება ე.წ. Design-build მეთოდით განხორციელებულ შესყიდვას, ამ მეთოდით გამოცხადებული ტენდერის შედეგად მოეწყო ცესკოს საოპერაციო/სასაწყობო ინფრასტრუქტურა, რომელიც თავისი ფუნქციური დანიშნულებით საკვანძო რგოლია ელექტრონული საშუალებების გამოყენებით არჩევნების ჩატარებისას. უდავოა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში 2022 წლის დეკემბრის თვეში შესული ცვლილებებისა და კონსოლიდირებული შესყიდვის საფუძველზე, საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობების მიწოდების თაობაზე 2023 წლის 3 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად, არსებობდა შესაბამისი საოპერაციო/სასაწყობო სივრცის უკიდურესად შემჭიდროებულ ვადაში მოწყობის დასაბუთება და აუცილებლობა, რაც წარმატებით და სამაგალითოდ განხორციელდა. თავის მხრივ, კონცეპტუალური პროექტის შემუშავების მიზნით, კონკურსისა თუ ტენდერის გამოცხადება პროექტის დროულად დასრულებას საფრთხეს შეუქმნიდა, რის გამოც, სამუშაოს მოცულობები განისაზღვრა ცესკოს მიერ დაქირავებული პირის მიერ. სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარე შეირჩა პროექტის განხორციელების შესაბამისი მოდელი, რომელმაც უზრუნველყო სამუშაოების დროული და წარმატებული დასრულება.

რაც შეეხება საწვავის ლიმიტების განსაზღვრის წესის შემუშავების შესახებ აუდიტის რეკომენდაციას, აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ ყოველთვიური საწვავის ხარჯი მნიშვნელოვნად დაბალი იყო განსაზღვრულ ლიმიტებთან შედარებით და ადგილი არ ჰქონია ლიმიტის გადაჭარბებას ან არამიზნობრივ გამოყენებას, რის გამოც გაიცა რეკომენდაცია შესაბამისი წესის შემუშავება/დახვეწასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება თანამდებობრივი სარგოს საკითხს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2023 წელს ჯამურად გაცემული დანამატის ოდენობამ შეადგინა თანამდებობრივი სარგოს 12.5%, ხოლო 2024 წელს — 12.3%.

საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულ ყველა პირთან მიმართებით (კომისიის წევრები, საჯარო მოხელეები, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები) თანხები გაიცემოდა ცესკოს — როგორც კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილი წესების შესაბამისად. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ დანამატის გაცემის აღნიშნულ წესებს, სრულად ითვალისწინებს მოქმედი საარჩევნო კოდექსის შესაბამისი ნორმებიც.

გვსურს ხაზი გავუსვათ იმ გარემოებასაც, რომ 2023-2024 წლების განმავლობაში გაიმართა სამი არჩევნები (ორი შუალედური/რიგგარეშე, ერთი სრულმასშტაბიანი საპარლამენტო). შესაბამისად, აუდიტის ანგარიშში მოყვანილი ჯამური თანხა 80 მილიონი ლარი შეადგენს 2 წლის განმავლობაში გაცემული თანხების ჯამს. აღნიშნულ პერიოდში დანამატი გაცემულია საარჩევნო ადმინისტრაციის 1 716 თანამშრომელზე, ხოლო სარგო 59 309 თანამშრომელზე (მოიცავს საარჩევნო ადმინისტრაციის სამივე დონეს: ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ანგარიშში ასახული საკითხები სწორედ ბიზნესპროცესების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული და კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ადგილი არ ჰქონია არსებით გადაცდომას ან დარღვევას.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, როგორც დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანოსთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაო და ის რეკომენდაციები, რომელიც გაიცა ცესკოს მიმართ. მოკლე დროში რეკომენდაციების თითქმის 100%-იანი შესრულებაც იმის დადასტურებაა, რომ უწყება პასუხისმგებლობით უდგება ამ საკითხს და მოტივირებულია არსებული ბიზნესპროცესი კიდევ უფრო გააუმჯობესოს, ეფექტური გახადოს და დაუახლოოს კარგ პრაქტიკას და სტანდარტებს. ცესკო ყოველთვის ღიაა საზოგადოებრივი კონტროლის, პროფესიული კრიტიკისა და ანგარიშვალდებულებისთვის, თუმცა არ დატოვებს უყურადღებოდ არც ერთ უსაფუძვლო ბრალდებას, ცილისწამებას და დეზინფორმაციას, მიზანმიმართულ მცდელობას, რომელიც უწყების დისკრედიტაციისკენ იქნება მიმართული.

დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობა ეფუძნება ფაქტებს, გამჭვირვალობასა და პასუხისმგებლობას. სწორედ ამ პრინციპებით აგრძელებს ცესკო საქმიანობას და მომავალშიც უზრუნველყოფს საკუთარი საქმიანობის მაქსიმალურ გამჭვირვალობასა და ეფექტიანობას.

Share196Tweet123Share49

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020