თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში, 500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მაისში, შვიდი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართა. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია. პირველი ტრენინგი პრობლემების სისტემური გადაჭრის თემატიკას დაეთმო. ინტერაქციულ ვორქშოფზე, მონაწილეებმა რეალურ პრობლემებზე იმუშავეს და ისწავლეს, როგორ უნდა იპოვონ ძირეული მიზეზები და მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები. მეორე შეხვედრის თემას ფინანსების მართვის 10 ოქროს წესი წარმოადგენდა და მას Amadeo-ს დამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი უძღვებოდა. მესამე შეხვედრა ციფრული მარკეტინგის თემატიკაზე ...






































