ბორჯომიnews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    მუდმივად განახლებადი მობაილბანკი — საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად

    მუდმივად განახლებადი მობაილბანკი — საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

    ტექ ოლიმპიადების ჰაბმა — ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე — მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო

    ტექ ოლიმპიადების ჰაბმა — ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე — მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო

    „ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“

    „ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“

    თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

    თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

    წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი — თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

    წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი — თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

    ბორჯომის მერიის დაფინანსებით ახალდაბის მედიაკაფე „ლუტრეზი“-ში ინგლისურისა და ხელოვნების კლუბები კვლავ აგრძელებს საქმიანობას

    ბორჯომის მერიის დაფინანსებით ახალდაბის მედიაკაფე „ლუტრეზი“-ში ინგლისურისა და ხელოვნების კლუბები კვლავ აგრძელებს საქმიანობას

    თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

    თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

    თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს

    თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალგაზრდებმა «ექსპონატებით მოყოლილი ისტორიები» წარმოადგინეს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალგაზრდებმა «ექსპონატებით მოყოლილი ისტორიები» წარმოადგინეს

      31 ოქტომბერს ბორჯომში მხატვარ მაია აბზიანიძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

      31 ოქტომბერს ბორჯომში მხატვარ მაია აბზიანიძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

      ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა XI საერთაშორისო კონკურსის ფესტივალი  გაიხსნა

      ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა XI საერთაშორისო კონკურსის ფესტივალი გაიხსნა

      ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი ახალდაბის მედიაკაფე «ლუტრეზი»-ში ახალგაზრდებს შეხვდა

      ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი ახალდაბის მედიაკაფე «ლუტრეზი»-ში ახალგაზრდებს შეხვდა

      6-7 სექტემბერს ბორჯომი გასტრონომიულ ფესტივალს «გემო ფესტი»-ს მასპინძლობს

      6-7 სექტემბერს ბორჯომი გასტრონომიულ ფესტივალს «გემო ფესტი»-ს მასპინძლობს

      «ღამის სერენადები» ბორჯომში

      «ღამის სერენადები» ბორჯომში

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home ეკონომიკა

თენგიზ ცერცვაძე გიორგი კანდელაკს ტელედებატებში იწვევს

თენგიზ ცერცვაძე გიორგი კანდელაკს ტელედებატებში იწვევს
Share on FacebookShare on Twitter

„სახელმწიფოს მიერ COVID-19-ის პანდემიის საწინააღმდეგოდ გატარებული

საპასუხო ღონისძიებები — სერიოზული წარმატება, თუ სერიოზული შეცდომა?

ბ-ნ გიორგი კანდელაკს ვიწვევ ტელედებატებში

ა.წ. 12 სექტემბერს ცნობილმა ექიმმა ბატონმა გიორგი კანდელაკმა თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა მორიგი პოსტი COVID-19-ის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, სადაც იგი ნეგატიურად აფასებს ქვეყანაში სახელისუფლებო ვერტიკალისა და ექიმების მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო  პოლიტიკას და ღონისძიებებს, რის შედეგადაც მისი სიტყვებით „ხელოვნურად შეიქმნა არასწორი მოლოდინები და დასახული იყო შეუსრულებელი ამოცანები “  — თითქოს „სწორი“ და „ქმედითი“ ღონისიძიებებით შესაძლებელია ავიცილოთ თავიდან ეპიდემია და ა.შ. რამაც საბოლოოდ ქვეყანას მძიმე შედეგები მოუტანა. ბ-ნი გიორგი უსიმპტომო პაციენტების  მკურნალობასთან დაკავშირებით ღია კორუფციის შესაძლებლობასაც კი არ გამორიცხავს.

ბატონი გიორგი ძალიან კარგი ექიმია. მე მას უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ როგორც იტყვიან „Amicus Plato sed magis amica veritas“ — პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია. ბ-ნი გიორგის შეფასებები და რეკომენდაციები კი მიმაჩნია, რომ ძალიან შორს არის ჭეშმარიტებიდან და ტენდენციურია, უფრო მეტიც — ისინი გარკვეულწილად საფრთხის შემცველია, რამეთუ შესაძლოა გამოიწვიოს მოსახლეობაში ნიჰილიზმი, უნდობლობა და იმის განცდა, რომ ისინი სახელმწიფომ თავისი არასწორი ქმედებებით დარტყმის ქვეშ დააყენა.

ამიტომ მე მინდა ვთხოვო ბ-ნ გიორგის შევხვდეთ ტელედებატებში, რათა ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაეცეს მთავარ კითხვას — ექიმების და სახელისუფლებლო ვერტიკალის მიერ COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ გატარებული საპასუხო ღონისძიებები (პრევენციული, ეპიდემიოლოგიური და სამკურნალო) სინამდვილეში იყო  სწორი და წარმატებული (როგორც ამას მთელი მსოფლიო თვლის), თუ ეს იყო სერიოზული შეცდომა მძიმე შედეგებით (როგორც ამას ბ-ნი გიორგი თვლის). ამას ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს იმის გადასაწყვეტად, სწორი გზით მიდის, თუ არა ქვეყანა COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით.

რაც შეეხება ბ-ნი გიორგის ცალკეულ კრიტიკულ შეფასებებს, შეუძლებელია ერთ პოსტში ყველაფერს პასუხი გასცე, ამიტომ შევეხები მხოლოდ ძირითადს. ხოლო დანარჩენზე ალბათ ტელედებატებში ვისაუბრებთ.

პანდემიასთან ბრძოლაში ქვეყნის წარმატების თუ წარუმატებლობის ყველაზე მთავარი, კრებითი მაჩვენებელი — ეს არის მოსახლეობის 1 მილიონზე COVID-19-ის შემთხვევების და განსაკუთრებით COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა, რაც არანაირ მანიპულირებას და განსხვავებულ ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება და მსოფლიოს (World meter, ჯანმო და სხვ.) ოფიციალური მონაცემებით ორივე ამ მაჩვენებლით საქართველო უპირობო ლიდერია ევროპის 49 ქვეყანას შორის. კერძოდ, საქართველოში ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე სულ COVID-19-ის 643 შემთხვევა და 5 გარდაცვლილი მოდის, რაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე ევროპის და ამერიკის ქვეყნებში. ასე მაგალითად, საქართველოში მოსახლეობის ყოველ 1 მილიონზე COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 121-ჯერ ნაკლებია ვიდრე აშშ-ში, 116-ჯერ ნაკლები ვიდრე შვედეთში, 128-ჯერ ნაკლები ვიდრე ესპანეთში, 123-ჯერ ნაკლები ვიდრე დიდ ბრიტანეთში, 118-ჯერ ნაკლები ვიდრე იტალიაში, 95-ჯერ ნაკლები ვიდრე საფრანგეთში, 26-ჯერ ნაკლებივიდრე რუსეთში, 22-ჯერ ნაკლებივიდრე გერმანიაში, 62-ჯერ ნაკლებივიდრე სომხეთში,  11-ჯერ ნაკლები ვიდრე აზერბაიჯანში, 17-ჯერ ნაკლებივიდრე თურქეთში, 25-ჯერ ნაკლები, ვიდრე ისრაელში და ა.შ. და ა.შ. ანუ საქართველო ბევრად სჯობნის არამარტო ევროპის და ამერიკის განვითარებულ ქვეყნებს, არამედ განვითარებადსაც და ასე განსაჯეთ, იმ ქვეყნებსაც კი, რომლებიც მანიპულირებაში არიან ეჭვმიტანილნი. ეს არის ყველაზე სარწმუნო კრებითი მაჩვენებელი, თუ როგორ უმკლავდებოდა ესა თუ ის ქვეყანა COVID-19-ის პანედემიას დამისი განსხვავებული ინტერპრეტაცია შეუძლებელია.

ბ-ნი გიორგი ამბობს, რომ ქვეყნის “ტოტალური პარალიზების პოლიტიკა”, რაც მარტიდან ივნისის ჩათვლით ხორციელდებოდა, გარდა უმძიმესი ეკონომიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური, სამედიცინო (?! თ.ც.) შედეგებისა მოიტანა ის, რომ კორონავირუსის ტალღის პიკი პირდაპირ თანხვედრი იქნება გრიპის გავრცელების პიკისა და შესაძლოა ჯანდაცვის სისტემის რეალურად პარალიზების რისკიც დადგეს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ჯერ ერთი ე.წ. „ლოქდაუნი“(ჩაკეტვა, კარანტინი) ჩვენთან გრძელდებოდა 21 მარტიდან 22 მაისამდე და არა ივნისის ბოლომდე. მეორეც, ამ პერიოდში მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ (შვედეთის გარდა) გამოაცხადა ე.წ. „ლოქდაუნი“ და თან ზოგიერთმა მათგანმა გაცილებით უფრო მკაცრი შეზღუდვებით, ვიდრე საქართველომ. ასე მაგალითად, საფრანგეთში მოქალაქეს საკუთარი ბინის დატოვება შეეძლო მხოლოდ წინასწარი ნებართვით , ხოლო ბინის გარეთ თავისუფლად ყოფნა შეეძლოთ არაუმეტეს ერთი საათით და არა უმეტეს

1 კილომეტრის რადიუსით. უფრო მეტიც — ევროპის ბევრი ქვეყანა განიხილავს განმეორებითი  „ლოქდაუნის“ შესაძლებლობას , ხოლო ბევრისთვის სამაგალითო ქვეყნად მიჩნეულმა ისრაელმა უკვე გამოაცხადა განმეორებითი „ლოქდაუნი“. გამონაკლისი იყო შვედეთი, რომლის მოდელთანაც ბ-ნი გიორგის რეკომენდაციები ყველაზე ახლოსაა და რა მიიღო შვედეთმა ამით?! — COVID-19-ის 87575  შემთხვევა და 5860 გარდაცვლილი (6,69%) (შვედეთის მოსახლეობა საქართველოსაზე სულ 2.5-ჯერ მეტია). მაშინ როცა საქართველოს ჰყავს COVID-19-ის 2758 შემთხვევა და სულ 19 (ცხრამეტი) გარდაცვლილი (0.69%). რაც შეეხება შემოდგომა-ზამთრის პერიოდს და გრიპის ეპიდემიის პიკს, არ გვგონია, რომ ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაშიც კი საქართველო ავადმყოფთა და გარდაცვლილთა რაოდენობით შვედეთს მიუახლოვდეს.  ისიც გასათვალისწინებელია, რომ გრიპის ეპიდემია წელს შესაძლოა ჩვეულებრივზე სუსტი იყოს, ვინაიდან COVID-19-ის საპროფილაქტიკო ზომები და რეგულაციები ავტომატურად გრიპის საპროფილაქტიკოც არის და გრიპზე ვაქცინაციაც წინა წლებთან შედარებით მასშტაბური იქნება.

ბ-ნი გიორგის აზრით, საქართველოს „კონტროლირებული გავრცელების გზით“ (?! თ.ც.) ძირითადი დარტყმა უნდა მიეღო  ყველაზე ხელსაყრელ თვეებში — აპრილში, მაისში, ივნისში (ისე, როგორც ეს მოხდა ბევრ სხვა ქვეყანაში) და მაშინ თავიდან ავიცილებდით შემთხვევების მკვეთრ მატებას გრიპის პიკის პერიოდში (შემოდგომა-ზამთარი). ასეთი ლოგიკა სოფისტიკის კლასიკური მაგალითია (არ მინდა სხვა უფრო ზუსტი და მკვეთრი სიტყვა ვიხმარო), ჯერ ერთი სხვა ქვეყნებმა შეგნებულად კი არ მიიღეს ძირითადი დარტყმა აპრილ-ივნისში (მაშინ „ლოქდაუნს“ არ გამოაცხადებდნენ), არამედ უბრალოდ ვერ შეძლეს ამ დარტყმის თავიდან აცილება, მეორე — საინტერესოა რას ნიშნავს „კონტროლირებული გავრცელების გზა“ , მაგალითად, აპრილში უნდა დაგვეშვა, ვთქვათ, COVID-19-ის 10-15 ათასი შემთხვევა და დაახლოებით 600-900 ავადმყოფის გარდაცვალება, შემდეგ მაისში კიდევ 10-15 ათასი შემთხვევა და კიდევ 600-900 ავადმყოფის გარდაცვალება და ა.შ. ხვდებით რა დღეში ვიქნებოდით? სხვას რომ თავი დავანებოთ, თუ COVID-19-ის ფართოდ გავრცელებას დავუშვებდით, როგორ უნდა გაგვეკეთებინა რეგულირება თვეში 5 ათასი შემთხვევა გვექნებოდა, 10 ათასი, თუ 20 ათასი. და ბოლოს მთავარი — არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ იმ ქვეყნებში (შვედეთის ჩათვლით) რომლებმაც ძირითადი დარტყმა აპრილში, მაისში და ივნისში მიიღეს, შემოდგომა-ზამთარში COVID-19-ის ნაკლები შემთხვევა ექნებათ, ვიდრე საქართველოს, რამე თუ ამ ქვეყნებში ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით ე.წ. „იმუნური ფენის“ (ვისაც COVID-19 გადატანილი აქვს და სისხლში IgG ანტისხეულები აქვთ), სიდიდე მოსახლეობის 10-12%-ს არ აღემატება, რაც სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს შემოდგომა-ზამთარში შემთხვევების სიხშირეზე.  ანუ, ე.წ. „ჯოგური“ იმუნიტეტის იმედი ვერ გვექნება, მითუმეტეს, რომ ჯერ ისიც არ არის ცნობილი, თუ რამდენად მყარია იმუნიტეტი COVID-19 გადატანილ პირებში.

სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, საქართველომ COVID-19 წარმატებული მართვით სულ ცოტა შვიდი თვე მოიგო, რაც სერიოზული წინაპირობაა იმისთვის, რომ პანდემიის დასასრულს (ვაქცინით, ან ვაქცინის გარეშე) ნაკლები დანაკარგებით შევხვდეთ. 

რაც შეეხება ე.წ. „უსიმპტომო“ ავადმყოფების ჰოსპიტალიზაციას, ეტყობა ჩვენმა ოპონენტებმა შემოსადავებელი სხვა ვერაფერი ნახეს და სულ ამას გვიკიჟინებენ. გეგონება ამით მართლა რაიმე შავდებოდეს. საქმე იმაშია, რომ როცა COVID-19-ით ავადმყოფების რიცხვი მცირეა და თავისუფალი საწოლების პრობლემა არ არის, ე.წ. „უსიმპტომო“ ავადმყოფების ჰოსპიტალიზაცია გამართლებულია, თუნდაც იმიტომ, ისინი (ჰოსპიტალიზებული პაციენტები) აღარ წარმოადგენენ ინფექციის გავრცელების წყაროს, რასაც მთლიანად ვერ ავიცილებდით მათი სახლში დატოვების შემთხვევაში.  გარდა ამისა, COVID-19-ს არაიშვიათად ახასიათებს სწრაფი დამძიმება და სერიოზული გართულებების განვითარება „უსიმპტომო“ დასაწყისის შემთხვევაშიც. ასე მაგალითდ, ინგლისში ა.წ. აპრილის მონაცემებით COVID-19-ით გამოწვეული ყოველი 10 ლეტალური შემთხვევიდან 1 შემთხვევა ჰოსპიტალს გარეთ, მათ შორის საკუთარ ბინებში დატოვებულებზე მოდიოდა. ეს არის კარგი? ხოლო თუ ჩვენთან შემთხვევების რაოდენობა იმდენად  მოიმატებს, რომ საწოლების დეფიციტი შეიქმნება, ჩვენც,  რა თქმა უნდა, უსიმპტომო და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს ბინაზე ვუმკურნალებთ. ჩვენ ვხელმძღვანელობთ მოქნილი ტაქტიკით და არა დოგმებით.

ბ-ნი გიორგი ამბობს, რომ იტალიის ლომბარდიის პროვინციის გარდა, არსად მსოფლიოში „კორონავირუსის ეპიდემიას არ გამოუწვია სამედიცინო სისტემის პარალიზება და კრახი“.  კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. მაშ რა ერქვა იმას, რაც გასულ თვეებში ევროპის (შესაძლოა გერმანიის გარდა) და ამერიკის კლინიკურ სექტორში ხდებოდა?  როცა კლინიკები უადგილობის გამო არაიშვიათად უარს აცხადებდნენ COVID-19-ით საშუალო სიმძიმის და მძიმე, მათ შორის ზოგჯერ ჟანგბადდამოკიდებული პაციენტების მიღებაზეც კი, რაც შორს რომ არ წავიდეთ, უცხოეთში მცხოვრებმა ბევრა ჩვენმა თანამოქალაქემაც თავის თავზე გამოსცადა.  ამაზე არაერთი წყარო ღიად საუბრობდა. შვედეთში „სათნოების სახლებს“ პირდაპირ ჰქონდათ მიღებული მითითება 65 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფები საავადმყოფოებში არ მიეყვანათ და მათი ნაწილი კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გარეშე იღუპებოდა. ან კიდევ როგორ გამოჰყავდათ სახლებიდან მიცვალებულები სპეც. მანქანებით, სპეც. ტანსაცმელში გამოწყობილ პერსონალს. ზოგიერთ ქვეყანაში კი დაკრძალვებს ვერ აუდიოდნენ. ეს ყველაფერი ასე არ იყო? ამ ფონზე საქართველოში, სადაც ჯანდაცვის სისტემის რესურსი განვითარებული ქვეყნებისაზე შეუდარებლად მწირია, არცერთი COVID-ით ავადმყოფი ერთი საათიც კი არ მდგარა რიგში და მითუმეტეს არ დარჩენილა მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გარეშე.  

ამდენად, სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველომ COVID -19-ით ავადობის და ლეტალობის შემთხვევების ძალიან დაბალ ნიშნულს მიაღწია არა „ლოქდაუნების“ და ე.წ. „დრაკონული ზომების“ გამოყენებით, არამედ სახელისუფლებო ვერტიკალისა და ექიმების საათივით გამართული, სწორი და ეფექტიანი მუშაობით. საქართველო ხელმძღვანელობდა პრინციპით „პირველ რიგში — მოსახლეობის ჯანმრთელობა, შემდეგ — ეკონომიკა“.  მაგრამ აქაც ქვეყანამ გამოავლინა კრიზისული სიტუაციის მართვის (მათ შორის ეკონომიკის მართვის) შესაშური უნარი, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ განვლილ პერიოდში საქართველოში ეკონომიკის ვარდნა არ ყოფილა იმაზე მეტი, ვიდრე ევროპის და ამერიკის უმრავლეს ქვეყნებში. ასე მაგალითად, მსოფლიო ბანკის „Global Economic Prospects”-ის ივნისის ოფიციალური მონაცემებით 2020 წლის ბოლოსთვის ევროპის ქვეყნებში ეკონომიკის მოცულობის შემცირება საშუალოდ იქნება 9.1%, აშშ-ში — 6.1%, იაპონიაში —  6.1%, ხოლო საქართველოში 4.8%. და მაინც, „წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო“. როდესაც COVID-19-ის პანდემია დასრულდება (ვაქცინით, ან ვაქცინის გარეშე) ვნახავთ, თუ რომელი ქვეყანა შეხვდება ამ მომენტს ადამიანების ნაკლები დანაკარგით და ნაკლები ეკონომიკური ზარალით“,-აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

Share197Tweet123Share49

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020