სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან, მამუკა გელაშვილთან, მერის მოადგილესთან, გელა მაღრაძესთან და ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან, ეკა ორჯონიკიძესთან ერთად, დაბა ბაკურიანში ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა ბანაკში მონაწილეობისთვის და სასიამოვნო დასვენება უსურვა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში, 120-მდე ბორჯომელი ახალგაზრდა დაბა ბაკურიანში იმყოფებოდა.
ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ სპორტულ, საგანმანათლებლო და გასართობ აქტივობებში.
ახალგაზრდებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ლევან თედიაშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობასთან ურთიერთობისა და ტურიზმის განყოფილების სპეციალისტი ლანა გიორგიძე და ბანაკის ორგანიზატორი გოდერძი ჭოლაძე.












































