ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ გელა მაღრაძე დაინიშნა.
გელა მაღრაძე, 2012-2025 წელს ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო;
ხოლო, 2005-2012 წელს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;
1998-2002 წელს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბორჯომის ფილიალის ლექტორი;
1992-2005 წელს ბორჯომის რაიონული პროკურატურის გამომძიებელი, პროკურორის თანაშემწე.
გელა მაღრაძემ თბილისის ივანე ჯავახიშვილის
სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობის განხრით.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.






































