ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ვარლამ წიკლაური, პირველ მოადგილესთან, ნოდარ ტატალიშვილთან, ერთად საკრებულოს რიგგარეშე სხდომას დაესწრო.
სხდომაზე დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა კბილაშვილმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი გააცნო, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მოწონებას ითვალისწინებდა.
დეპუტატებმა მოიწონეს ქალაქ ახალციხეში გვარამაძის ქუჩის ჩიხების და დიდიმამიშვილის ქუჩა №1-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია.
ასევე, 2026 წელს გაგრძელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გარდამავალი პროექტების დაფინანსება — ქალაქ ახალციხეში, შალვა ახალციხელის ქუჩა №5 -ში სამუსიკო სკოლის მშენებლობა, რუსთაველის ქუჩა №124-ში კინო კლუბისა და მედიათეკის მშენებლობა და ასპინძის ქუჩა №44-ში მდებარე სპორტული კომპლექსის რეკონსტრუქცია/მშენებლობა.
ვარლამ წიკლაურმა ხაზი გაუსვა პროექტების განხორციელების მნიშვნელობას და მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინების აუცილებლობას.










































