ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, 6-7 სექტემბერს, ბორჯომი გასტრონომიულ ფესტივალს „გემო ფესტს“ პირველად მასპინძლობს.
ფესტივალი ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში იმართება, სადაც მონაწილეები სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებიდან სტუმრებს მესხურ ტრადიციულ და თანამედროვე კერძებს სთავაზებენ.
ღონისძიების ფარგლებში, 16:00 საათიდან წარმოდგენილია: კვების სივრცე, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი. ასევე, საბავშვო შემეცნებითი-გასართობი აქტივობები და მუსიკალური პროგრამა.
„გემო ფესტის“ მიზანია მესხური სამზარეულოს წარმოჩენა, ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა და რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.
ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, სამცხე-ჯავახეთის DMO — ხელმძღვანელი დავით მუმლაძე, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გასტრონომიული ფესტივალის ფარგლებში მონაწილეობას იღებს 15-მდე ადგილობრივი მზარეული.







დამატებითი ვიდეო მასალა ნახეთ ამ ლინკზე: https://www.facebook.com/GemoFest