ბორჯომიnews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

    2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

    სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებული და ბორჯომის მერი ბაკურიანში ახალგაზრდულ ბანაკს სტუმრობდნენ

    სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებული და ბორჯომის მერი ბაკურიანში ახალგაზრდულ ბანაკს სტუმრობდნენ

    ბორჯომის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

    ბორჯომის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

    შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი

    შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი

    ესკი — თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

    ესკი — თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

    „რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება“

    „რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება“

    თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში

    თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში

    გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ნადირობის სეზონის განმავლობაში, 720 სამართალდარღვევა გამოავლინა

    გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ნადირობის სეზონის განმავლობაში, 720 სამართალდარღვევა გამოავლინა

    ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე ანგარიშის ბალანს

    ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე ანგარიშის ბალანს

    არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

    არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალგაზრდებმა «ექსპონატებით მოყოლილი ისტორიები» წარმოადგინეს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალგაზრდებმა «ექსპონატებით მოყოლილი ისტორიები» წარმოადგინეს

      31 ოქტომბერს ბორჯომში მხატვარ მაია აბზიანიძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

      31 ოქტომბერს ბორჯომში მხატვარ მაია აბზიანიძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

      ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა XI საერთაშორისო კონკურსის ფესტივალი  გაიხსნა

      ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა XI საერთაშორისო კონკურსის ფესტივალი გაიხსნა

      ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი ახალდაბის მედიაკაფე «ლუტრეზი»-ში ახალგაზრდებს შეხვდა

      ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი ახალდაბის მედიაკაფე «ლუტრეზი»-ში ახალგაზრდებს შეხვდა

      6-7 სექტემბერს ბორჯომი გასტრონომიულ ფესტივალს «გემო ფესტი»-ს მასპინძლობს

      6-7 სექტემბერს ბორჯომი გასტრონომიულ ფესტივალს «გემო ფესტი»-ს მასპინძლობს

      «ღამის სერენადები» ბორჯომში

      «ღამის სერენადები» ბორჯომში

      „საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია

      „საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია

      კინო გზაზე — თიბისის მხარდაჭერით კინოპროექტმა საქართველო მოიარა

      კინო გზაზე — თიბისის მხარდაჭერით კინოპროექტმა საქართველო მოიარა

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home განათლება

ახალდაბელმა მოსწავლეებმა ინოვაციურ- ინტეგრირებული გაკვეთილებით მსოფლიოს გარშემო იმოგზაურეს: იაპონია, მექსიკა, თურქეთი, ვიეტნამი…

ახალდაბელმა მოსწავლეებმა ინოვაციურ- ინტეგრირებული გაკვეთილებით მსოფლიოს გარშემო იმოგზაურეს: იაპონია, მექსიკა, თურქეთი, ვიეტნამი…
Share on FacebookShare on Twitter

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის საჯარო სკოლისთვის ახალი სასწავლო სემესტრი მთელი რიგი ინოვაციებით დაიწყო. ინგლისური ენის პედაგოგმა, თამარ დემეტრაშვილმა  ახალი პროექტი დანერგა, სახელწოდებით ,,ინოვაციურ—ინტეგრირებული გაკვეთილები მსოფლიოს გარშემო,“ რომლის მთავარი მიზანია უცხო ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების შეცნობა, ენობრივი უნარ—ჩვევების განვითარება, თანამშრომლობითი და გუნდური მუშაობის უნარის გამომუშავება, ინგლისური ენის ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

საგაკვეთილო პროცესში ჩართვა მიმდინარეობს ონლაინ პლატფორმის გამოყენებით, მოსწავლეები ერთმანეთს უცვლიან ინფორმაციას კულტურის, ტრადიციების შესახებ.

როგორც პედაგოგმა თამარ დემეტრაშვილმა აღნიშნა, ეს პროექტი მართლაც რომ ინოვაციურია მოსწავლეებისთვის. პირველ რიგში, საგაკვეთილო პროცესი გახდა მეტად საინტერესო და აქტიური, ყველა მოსწავლე ჩართულია, მათ დაინახეს, რამდენად მნიშვნელოვანია ინგლისური ენის ცოდნა, გაიცნეს სხვადასხვა ქვეყნების კულტურა,ტრადიციები, სასკოლო ცხოვრება. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ენახათ, როგორია იაპონელი მოსწავლეების ერთი დღე სკოლაში, როგორ მუშაობენ ვიეტნამის მოსწავლეები, როგორია მათი გარემო, რა უყვართ მექსიკელ ბავშვებს, ან რამდენად ბევრი იციან თურქმა მოსწავლეებმა საქართველოს შესახებ.

თამარ დემეტრაშვილი გვიამბოს ამ ძალიან საინტერესო პროექტის შესახებ:

«პროექტის იდეა გამიჩნდა ერთ-ერთი ტრენინგის დროს, როდესაც ჩემმა კოლეგამ ახსენა ინტეგრირებული გაკვეთილები უცხოელ მასწავლებელთან ერთად, ამის შემდეგ დავიწყე მსურველი მასწავლებლების ძიება სოციალურ ქსელში და მიზანსაც მალე მივაღწიე. მე ვასწავლი ახალდაბის საჯარო სკოლაში და გარდა ამისა, ვარ «აქსესის პროგრამის» მასწავლებელი. ჩემი მოსწავლეების ასაკი ძირითადად არის 13-16 წლამდე, ამიტომ ვეძებდი მასწავლებელს,რომელიც იგივე ასაკის მოზარდებთან მუშაობდა. ძალიან მინდოდა, პირველი სტუმარი იაპონია ყოფილიყო და ნამდვილად გამიმართლა, რადგან ჩემი იაპონელი კოლეგა არის უდაოდ აქტიური და გამოცდილი პედაგოგი. შესანიშნავი გაკვეთილი გამოგვივიდა. მოსწავლეები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, იმდენად კმაყოფილები იყვნენ.მათი ყურადღება მიიქცია იაპონურმა სამოსმა, სამზარეულომ და სასკოლო ცხოვრებამ. მიუხედავად პანდემიისა, სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სკოლაში. მოსწავლეები ვირტუალურად ესწრებოდნენ მათთვის ერთ ჩვეულებრივ, მაგრამ ქართველი მოსწავლეებისთვის უჩვეულო გაკვეთილს. გაკვეთილი მიმდინარეობდა კოვიდ-19-თან დაკავშირებული წესების სრული დაცვით, მოსწავლეები ატარებდნენ თბილი ქსოვილისგან შეკერილ სასკოლო ფორმებს,რადგად მათ სკოლებში ძალიან ცივა,რადგან არ აქვთ ჩართული გათბობა, ჭამენ ძალიან ცოტას,ძირითადად ბოსტნეულს და სვამენ ტრადიციულ მწვანე ჩაის. არიან ძალიან მოწესრიგებული, პუნქტუალური მოსწავლეები. ჩვენსა და იაპონიას შორის არის 5 საათი სხვაობა, მათი გაკვეთილები იწყება შუადღის 2 საათზე იაპონიის დროით. უამრავი კითხვა ჰქონდათ ჩემს მოსწავლეებს, ძირითადად ეხებოდნენ კულტურას, თანამედროვე მომღერლებს, კინოს, ანიმეს, და ყველას აინტერესებდა, ჭამდნენ თუ არა ისინი სუშის ყოველ დღე. პრეზენტაციის დასრულების შემდეგაც კი ვერ მალავდნენ ემოციებს,  უნდოდათ, დაუსრულებელი ყოფილიყო გაკვეთილი.

რაც შეეხება თურქეთის, კერძოდ, სტამბულის სკოლის მოსწავლეებთან ჩართვას, აქ მეტად შინაურული იყო დამოკიდებულება. ალბათ, ეს იმიტომ,რომ ის ჩვენი მოსაზღვრე ქვეყანაა. რამდენიმე მოსწავლის წინაპრები ქართველები აღმოჩნდნენ, რამაც ძალიან გაგვახარა. განსაკუთრებული ყურადღება დავიმსახურეთ ჩვენ, რადგან აღფრთოვანდნენ ქართული ცეკვით, ღვინის ტრადიციით, სიმღერით, საინტერესო და ლამაზი ადგილებით, ეს ყველაფერი მათ ვიდეო კოლაჟის სახით იხილეს. შესაძლოა, პანდემიის დასრულების შემდეგ ისინი საქართველოში გვესტუმრონ.

მორიგი ქვეყანა არის მექსიკა — წარმოიდგინეთ, სადამდე წავედით, რომ სულ სხვა კონტინენტზე ვიმოგზაურეთ. საოცრად აქტიური და მონდომებულია ჩემი მექსიკელი კოლეგა, რომ ურთიერთობები გააგრძელოს მომავალში. ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი პატარა ქვეყანა და ახლა მექსიკის ჯერია, უნდა ეცადონ,რომ თავი მოგვაწონონ, მოლოდინები გვაქვს უსაზღვრო. გარდა ამისა, ბორჯომისა და ახალდაბის სკოლის მოსწავლეები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ურთიერთობენ მექსიკელ მოსწავლეებთან, რაც ამ პროექტის კიდევ ერთი ნაწილია, ვირტუალური მეგობრების შეძენა.

 და ბოლოს, — ვიეტნამი. ბავშვების გაოცება გამოიწვია საგაკვეთილო სივრცემ, ტექნიკის ფართო გამოყენებამ, ინგლისური ენის ფლობამ. საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობდა საკლასო სივრცეში, ყოველი აქტივობა დაგეგმილი იყო განსხვავებული ელექტრონული რესურსების გამოყენებით, მოსწავლეები შეუზღუდავად იყენებდნენ ტელეფონებს, თითოეულ მერხზე განთავსებული იყო კომპიუტერი, რომლის დახმარებითაც მოსწავლეები ასრულებდნენ ქვიზებს, ტესტებს. ჩვენი მოსწავლეებისთვის სწორედ ეს იყო გასაოცარი: ტექნოლოგიების მრავალფეროვნად გამოყენება.

 ეს პროექტი მართლაც არის ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი, ჩემი მოსწავლეები ვერ მალავენ სიხარულს, გაოცებას, მოლოდინს. ყველაზე საამაყო მაინც ერთი რამ არის, ისეთმა დიდმა ქვეყნებმა, როგორიცაა იაპონია, თურქეთი, ვიეტნამი და მექსიკა გაიგეს ჩვენი პატარა ქვეყნის, მათ შორის, ბორჯომისა და ახალდაბის  შესახებ. მოსწავლეების მიერ წარდგენილმა პრეზენტაციამ, ვიდეო კოლაჟმა მათ გაუღვიძა სურვილი, ესტუმრონ ჩვენს ქვეყანას. მე ნამდვილად მეამაყება ჩემი და თითოეული ჩემი მოსწავლის წვლილი ამ დიდ საქმეში.»

თამუნა მასწავლებლის თქმით, თითოეული ონლაინ გაკვეთილის შემდეგ, მოსწავლეები აგრძელებენ ურთიერთობას უცხოელ მეგობრებთან სოციალური ქსელის მეშვეობით და იმედოვნებენ,რომ ასეთი ტიპის გაკვეთილები გაგრძელდება და მათ ექნებათ საშუალება, მეტი უცხოელი მეგობარი შეიძინონ.

«დიდი მადლობა თამუნა მასწავლებელს ასეთი გაკვეთილებისთვის, ძალიან კმაყოფილი ვართ, რომ მოგვეცა საშუალება, სრულიად განსხვავებული ტიპის გაკვეთილებში ჩავრთულიყავით. იმედი გვაქვს,მომავალში კიდევ გვექნება ამის შესაძლებლობა» -აღნიშნეს პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა ჩვენთან საუბრისას.

Share227Tweet142Share57

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020