ბიზნესი

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები განახლდა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები განახლდა

შიდა ქართლის რეგიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები განახლდა. გორის, ქარელისა და კასპის გადაუდებელი დახმარების სამსახურებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომობილები გადასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების...

Read more

ლატვიაში ქართული ღვინის ონლაინ-სარეკლამო კამპანია დაიწყო

ლატვიაში ქართული ღვინის ონლაინ-სარეკლამო კამპანია დაიწყო

„დააგემოვნე საუკეთესო ქართული ღვინოები“ - ამ სახელწოდების  ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ლატვიაში დაიწყო. ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ადგილობრივ ტელეკომპანიებში (LTV Group, TV 360, Helio TV)...

Read more

დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „სალხინოს ოჯალეში“ დაემატა

დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „სალხინოს ოჯალეში“ დაემატა

საქართველოში რეგისტრირებულ გეოგრაფიული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „სალხინოს ოჯალეში“  დაემატა. ამ დრომდე საქართველოში დარეგისტრირებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის 20 დასახელება: ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი,  ხვანჭკარა, ატენი,...

Read more

„წარაფი„ – საქპატენტმა ღვინის ახალი ადგილწარმოშობის დასახელება დაარეგისტრირა

„წარაფი„ – საქპატენტმა ღვინის ახალი ადგილწარმოშობის დასახელება დაარეგისტრირა

საქართველოში რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრს “წარაფი” დაემატა. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მიერ, შესაბისი პროცედურების დასრულების შესაბამისად, ქართული ღვინის ახალი ადგილწარმოშობის დასახელებაზე “წარაფი” ა(ა)იპ კარდენახის ღვინის სახელზე რეგისტრაციის...

Read more

დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „წარაფი“ დაემატა

დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „წარაფი“ დაემატა

საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო  „წარაფი“ დაემატა. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტი“ გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით ა(ა)იპ  „კარდენახის ღვინომ“ მიმართა. „წარაფის“ დარეგისტრირებით ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რაოდენობა 23-მდე გაიზარდა, რაც...

Read more

„აწარმოე საქართველოში“ – განახლებული პროგრამები და სარგებლობის მექანიზმები

„აწარმოე საქართველოში“ – განახლებული პროგრამები და სარგებლობის მექანიზმები

დღეს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“  დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა სააგენტოს განახლებული პროგრამების და პროგრამებით სარგებლობის მექანიზმების შესახებ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიების ფარგლებში, მიხეილ ხიდურელმა ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომლებიც მეწარმეების ხელშეწყობის გაძლიერებისთვის განხორციელდა და ასევე, იმ მექანიზმების შესახებ, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებული პოტენციური და არსებული მეწარმე შეძლებს მისთვის საინტერესო პროგრამით სარგებლობას. აღსანიშნავია, რომ პროგრამების სიმრავლისა და კომპლექსურობიდან გამომდინარე, ამასთანავე, ადგილობრივი წარმოების და ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ პოტენციურ მეწარმეებს ინფორმაცია ჰქონდეთ, თუ როგორ ისარგებლონ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმებით. კერძოდ, რა ნაბიჯები უნდა განხორციელდეს მეწარმეების მხრიდან სესხის თანადაფინანსების, უზრუნველყოფის, თუ გრანტის მიღების შემთხვევაში. გაეცანით პრეზენტაციას მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/2VdvW7z შეგახსენებთ, რომ პანდემიისგან გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, სესხის და ლიზინგის სუბსიდირების პროგრამის საქმიანობის სახეობები გაიზარდა და  შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები.  კერძოდ, პროგრამაში მონაწილეობისთვის დადგენილი სასესხო ლიმიტი 50,000 ლარამდე შემცირდა, ხოლო მაქსიმალური მოცულობა 10 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც უფრო მეტ ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს სესხის თანადაფინანსებით. ასევე, გაიზარდა საქმიანობების სახეობები: პლასტმასის, სამშნებლო მასალების, მინერალური წყლების წარმოება და ლაბორატორიები. თანადაფინანსების თვეების რაოდენობა, 24-დან 36 თვემდე გაიზარდა. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, შეიცვალა თანამონაწილეობის პროცენტიც - რეფინანსირების განაკვეთს + 3%, ხოლო ლიზინგის საგნის გაცემის მომენტში რეფინანსირების განაკვეთს + 5%. იცვლება საკრედიტო საგარანტიო სქემის მასშტაბიც, კერძოდ პროგრამის ბიუჯეტი 20-დან 330 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რომლის მეშვეობითაც 2.1 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფა მოხდება. პროგრამის ფარგლებში, საკრედიტო გარანტიის გაცემა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 70%-ის ნაცვლად, 90%-ის ოდენობით მოხდება. ამასთანავე, 30%-ის უზრუნველყოფას განახორციელებს სახელმწიფო რესტრუქტურიზირებული სესხის შემთხვევაში. საკრედიტო - საგარანტიო სქემის ფარგლებში, მეწარმე სუბიექტს შეეძლება არანაკლებ 50 ათასი და არაუმეტეს 5 მილიონ ლარის მოცულობის სესხის აღება. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული  მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამის  ბიუჯეტი 10-დან 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა და  რეგიონების განვითარებაზე ორიენტირებულ საგრანტო პროგრამის გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარი გახდა. პრიორიტეტი ენიჭება: ქალ მეწარმეს, შშმ პირს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს. პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა კი 20%-ის ნაცვლად 10%-ია. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს ემატება თბილისი.

Read more
Page 9 of 9 1 8 9

არქივი