6 ივნისს, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავჯდომარის, ეკატერინე ორჯონიკიძის ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს რკინიგზას შორის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მხარეებმა შეხვედრაზე ბორჯომ -ბაკურიანის დამაკავშირებელ სარკინიგზო საშუალების ე.წ მატარებელი „ გუგული,“ -ის და მიმდებარე გაჩერებების, აღდგენა- რეაბილიტაციის პროექტზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
აღნიშნული პორტერის ტიპის ორთქლმავალი , გაჩერებებით და „ეიფელის ხიდით“, წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას და ახალი ფუნქციებით დატვირთვას.