ბორჯომის მერიის დაფინანსებით ახალდაბის მედიაკაფე „ლუტრეზი“-ში უკვე ორი თვეა, ამოქმედდა „ახალდაბის ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრი“. ცენტრში ჯერჯერობით სამი მიმართულების კლუბური საქმიანობა მიმდინარეობს: ინგლისურის, თექის, მულტიმედია-მედიაწიგნიერების.
ამჯერად სწორედ მულტიმედიისა და მედიაწიგნიერების კლუბის წევრებისათვის ორდღიანი ტრენინგი გამართა მოწვეულმა ტრენერმა, ჟურნალისტმა დავით ლიკლიკაძემ.
მან ახალგაზრდების განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო შემდეგ თემებს: მედიაწიგნიერების საფუძვლები, ფეიკნიუსების ტიპები, პროპაგანდისა და ფოტომანიპულაციების მაგალითები.
ასევე, ენერჯაიზერის საშუალებით მონაწილეებს მოუწიათ დეზინფორმაციისა და მცდარი ამბების შესახებ სავარჯიშოების გაკეთება.
ახალგაზრდებმა ტრენერის მიერ შემუშავებული ორიგინალური მეთოდით ინფორმაცია მიიღეს ფაქტ ჩექინგზე, სიმართლის გაზომვასა და ფეიკნიუსებთან ბრძოლის ხერხებზე.
ახალგაზრდებს განსაკუთრებით მოეწონათ ჯგუფური თამაშები, რომლის საშუალებით ტრენინგის მონაწილეებმა კრიტიკული და კრეატიული აზროვნების არეალი გაიფართოვეს.
დასასრულს, მოწვეულმა ტრენერმა, დავით ლიკლიკაძემ, უკუკავშირის პრინციპით, ორ დღიანი მუშაობა შეაჯამა.











