სასტუმრო “ბორჯომი ლიკანში”, ცნობილი ქართველი მევიოლინის ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები” გაიმართა.
საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს:
მარიო სტეფანო პიეტროდარკი — ბანდონეონი,იტალია;
მარიამ ბუგიანიშვილი — ვოკალი, საქართველო;
ფესტივალის საბაზო ორკესტრი — “საქართველოს ვირტუოზები”, პირველი ვიოლინო — ლელა მჭედლიძე.
ფესტივალს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ეკა ორჯონიკიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

