День: 09.06.2025

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით,                                                                                                                                                                                                                                             გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართა

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართა

სტარტაპ დაჯილდოების მთავარ მიზანს გიორგის სახელის უკვდავყოფა და იმ ადამიანების აღიარება წარმოადგენდა, რომლებიც მის ღირებულებებსა და თვისებებს იზიარებენ.  გიორგი ტუხაშვილი წარმატებული ქართული სტარტაპის — Kernel- ის თანადამფუძნებელი, სტარტაპ გრაინდ თბილისის დირექტორი, კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პროგრამის ხელმძღვანელი და, ზოგადად, ქართული სტარტაპ ეკოსისთემის მშენებელი იყო. სამწუხაროდ, მისი სიცოცხლე 35 წლის ასაკში შეწყდა, თუმცა მან მოასწრო წარუშლელი კვალი დაეტოვებინა ქართულ სამეწარმეო სივრცეში. წლევანდელი ღონისძიების თემატიკა მიეძღვნა გიორგი ტუხაშვილის ერთ-ერთ გამორჩეულ თვისებას - ანტრეპრენერობას. 2025 წლის დაჯილდოებისთვის წარმოდგენილი იყო 4 ნომინაცია, რომლებშიც დაინტერესებულ პირებს როგორც საკუთარი თავის, ასევე, სხვების ნომინირება შეეძლოთ. 50-ზე მეტი შემოსული განაცხადების საფუძველზე, გამარჯვებულები ჟიურიმ გამოავლინა. გაიცანით წლევანდელი ჯილდოს მფლობელები: Ecosystem Hero - რუსუდან ჩაჩანიძე, მედიალაბის ხელმძღვანელი Boldest Startup - ტექნოლოგიური სტარტაპი KLIPY Super Connector -  ირო ცაგარეიშვილი, AXEL-ის მმართველი დირექტორი Growth Catalyst - რობინ ბატლერი, Sturgeon Capital-ის პარტნიორი ნომინაციაში გამარჯვება დაკავშირებული იყო ისეთ მნიშვნელოვან პრიზებთან, როგორებიცაა: 5,000 ლარიანი სამოგზაურო გრანტი საერთაშორისო სტარტაპ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, გრძელვადიანი მენტორინგი და სხვა. ნომინანტების შესახებ ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია დაჯილდოების ვებ-გვერდზე: GT Startup Awards . ღონისძიებაზე დაანონსდა ახალი ინიციატივაც - გიორგი ტუხაშვილის სახელობის მენტორობის შეხვედრები, სადაც რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც მენტორებს, ისე - მენტორის მოძებნის მსურველ სტარტაპებს. შეხვედრები გაიმართება ორ თვეში ერთხელ, თვის ბოლო პარასკევს. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა  ბმულზე . გიორგის მეგობრების ღრმა რწმენით, ერთობლივი თანამშრომლობით, ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ გიორგის მემკვიდრეობის გაგრძელება საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის  მშენებლობისთვის.  ...

18 ივნისიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტი გიწვევთ ახალგაზრდულ თავგადასავალზე!

18 ივნისიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტი გიწვევთ ახალგაზრდულ თავგადასავალზე!

18, 19 და 21 ივნისს ბორჯომის მუნიციპალიტეტი გეპატიჟებათ ახალგაზრდულ თავგადასავალზე!  თუ ხარ 16-დან 20 წლის ჩათვლით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ახალგაზრდა, მაშინ დაუვიწყარი დღე გელოდება:  ჯომარდობა | ზიპლაინი | კედელზე ...

ძლიერი ზრდა და გარკვეულწილად მომატებული ინფლაცია

ძლიერი ზრდა და გარკვეულწილად მომატებული ინფლაცია

საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, აპრილში მთლიანი შიდა პროდუქტის წლიურმა ზრდამ 7.5%, ხოლო წლის პირველ ოთხ თვეში საშუალოდ 8.8% შეადგინა, რაც კვლავ აღემატება ჩვენს მოლოდინებს. ამავდროულად, როგორც მაისის ყოველთვიურ განახლებაში გავუსვით ...

არქივი