საზოგადოება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოტენციური ამომრჩევლების მონაცემები გადასცა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოტენციური ამომრჩევლების მონაცემები გადასცა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 15 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული პოტენციურ ამომრჩეველთა მონაცემები გადასცა. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში 15 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული პოტენციურ ამომრჩეველთა მონაცემები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძემ ცესკო-ში გამართულ შეხვედრაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას გადასცა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკო-თვის გადაცემულ სიაში 3 558 291 პოტენციური ამომრჩეველია. პოტენციურ ამომრჩეველში მოიაზრებიან საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირები, რომელთაც 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით უსრულდებათ ან შეუსრულდათ 18 წელი, მათ შორის, როგორც საქართველოში მცხოვრები (მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები), აგრეთვე, საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 31-ე მუხლის თანახმად,  იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ ვალდებულია, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემები წელიწადში – ოთხჯერ, ხოლო საარჩევნო პერიოდში მოთხოვნის შესაბამისად გადასცეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მონაცემთა ბაზის სრულყოფის მიზნით არაერთი ღონისძიება განხორციელდა. მათ შორის, მონაცემთა ბაზის სრულყოფისათვის და იმ მოქალაქეთა უფლებების დასაცავად, რომელთაც საარჩევნო სიაში მოხვედრის პრობლემა ჰქონდათ, მაგალითად, უსაბუთობის და უმისამართობის საკითხის გამო, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 2019 წლის 1-ლი ივლისიდან  პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია გამოცხადდა. აღნიშნული აქცია 2020 წლის 1-ლ ნოემბრამდე გრძელდება. ბრძანების თანახმად, გარკვეული კატეგორიის პირები მოწმობის მიღებისას თავისუფლდებიან როგორც დოკუმენტის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის განსაზღვრული საფასურის გადახდისგან. აღნიშნული აქციის ფარგლებში, დღემდე 119 894-მა მოქალაქემ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უსასყიდლოდ აიღო და, შესაბამისად, ისინი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ.  იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გაუმჯობესდა, კერძოდ: 2 865 683 მოქალაქეზე გაიცა ელექტრონული პირადობის მოწმობა, აქედან – 1 742 529 დოკუმენტი,  იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად. 2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი ბიომეტრიული საარჩევნო სია მოქმედებს. ბიომეტრიული დოკუმენტის ფლობა კი უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“. სახელმწიფო სერვისების განვითარების  სააგენტომ 2013 წლიდან დაიწყო პროექტი „საარჩევნო სიის სრულყოფა“, რომელიც მიზნად ისახავს სააგენტოს მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას,  მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლებასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების  მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით გადაცემას.  პროექტის ფარგლებში, სააგენტომ მუშაობა მრავალი მიმართულებით წარმართა. კერძოდ:   2013-2020 წლებში საქართველოს მოქალაქეთა გარდაცვალების ფაქტების გამოვლენის მიზნით ჩატარებული პროაქტიული სამუშაოების შედეგად საარჩევნო სიიდან 10 500–ზე მეტი გარდაცვლილი პირის მონაცემია  ამოღებული; 2014-2016 წლებში პოტენციურ ამომრჩეველთა ფოტოსურათებისა და პერსონალური მონაცემების შედარების შედეგად იდენტიფიცირებულ იქნა და გაუქმდა 7 700-ზე მეტი გაორებული მონაცემი ან/და გაყალბებული დოკუმენტი;2015-2020 წლებში მონაცემთა ბაზაში სურათის გარეშე და უხარისხო სურათის მქონე ჩანაწერების აღსადგენად განხორციელდა კარდაკარ სამუშაოები და ბიომეტრიული მონაცემების აღება მოქალაქეთა საცხოვრებელ მისამართებზე. შედეგად, აღდგენილია 3 500-ზე მეტი ჩანაწერი.2017-2020 წლებში ქოლცენტრის ოპერატორები პროაქტიულად ტელეფონით დაუკავშირდნენ 300 000-ზე მეტ მოქალაქეს, რომლებიც სხვადასხვა საკანონმდებლო რეგულაციის მიხედვით ვერ ხვდებოდნენ საარჩევნო სიაში, და ხარვეზის გამოსწორების მიზნით კონსულტაცია გაუწიეს მათ;2017-2020 წლებში უსაბუთო და რეგისტრაციიდან მოხსნილ პირთა პროაქტიულად ინფორმირების მიზნით ამოქმედდა სპეციალური სისტემა, რომლის დახმარებითაც დღემდე მობილურ ტელეფონებზე გაგზავნილია 230 000-ზე მეტი შეტყობინება/შეხსენება დოკუმენტის გაუქმების/შეჩერების მიზეზებსა და პირადობის დოკუმენტებთან დაკავშირებით მიმდინარე უფასო აქციების შესახებ და სხვ. სწორედ ამ გრძელვადიანი და თანმიმდევრული სამუშაოების შედეგია ის, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშში, წინა წლების მსგავსად, კვლავ დადებითად არის შეფასებული იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით განხორციელებული საქმიანობა.გარდა ამისა, ამავე ანგარიშის თანახმად, მისიის წარმომადგენლებთან საუბრისას როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე პოლიტიკური პარტიების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების უმეტესობამ ამომრჩეველთა სიების სიზუსტის მიმართ საერთო ნდობა გამოხატა.

Read more

სექტემბერში 539 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა

სექტემბერში 539 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, 539 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 6 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს...

Read more

15 ოქტომბერი – სოფლად მცხოვრები ქალების დღეა

15 ოქტომბერი – სოფლად მცხოვრები ქალების დღეა

15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღინიშნება. საქართველოში ისე როგორც მთელს მსოფლიოში, სოფლად მცხოვრები ქალები ერთდროულად ითავსებენ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს როლს და ეწევიან პროდუქტიულ (სასოფლო სამეურნეო), რეპროდუქტიულ (საოჯახო და ზრუნვასთან დაკავშირებულ)...

Read more

ცესკომ პარტიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის შესახებ იმსჯელა

საქართველოს პარლამენტის არჩევნები ავღანეთში  COVID 19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს სპეციალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის შესახებ იმსჯელეს. როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ...

Read more

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

ბოლო პერიოდში შექმნილი აჟიოტაჟი აშკარად არის კიდევ ერთხელ მიმართული პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებისკენ. ამ შემთხვევაში საქმე ეხება დავით გარეჯის ირგვლივ შექმნილ ვითარებას. იმის მიუხედავად, რომ ჩემს ბოლო სატელივიზიო ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზე...

Read more

ნინო ბურჯანაძემ ბორჯომელებს საარჩევნო პროგრამა გააცნო

ნინო ბურჯანაძემ ბორჯომელებს საარჩევნო პროგრამა გააცნო

"ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის"  წევრები ბორჯომში ამომრჩევლებს შეხვდნენ.  ქალაქის ცენტრში შეკრებილ მოქალაქეებს პარტიის ლიდერმა საარჩევნო პროგრამა გააცნო. 52 გვერდიანი პროგრამა სხვადასხვა სფეროს განვითარების ხედვას და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს მოიცავს, განსაკუთრებული...

Read more

რაჭაში აქტიური რთველია, მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად მიმდინარეობს

რაჭაში აქტიური რთველია, მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად მიმდინარეობს

12 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭაში 600 ტონამდე ალექსანდროული და მუჯურეთულია გადამუშავებული. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 20 პუნქტია გახსნილი, რაც მოსახლეობას მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას აძლევს. წელს რაჭაში, ღვინო „ხვანჭკარის“...

Read more

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის დასაწყებად სრულ მზადყოფნაშია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის დასაწყებად სრულ მზადყოფნაშია

ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბრიდან განაახლებენ. შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება "ჯანმრთელი მომავალი" სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის დასაწყებად სრულ მზადყოფნაშია .  თერთმეტივე საბავშვო ბაღი სრულად არის აღჭურვილი საჭირო...

Read more

კონკურსი სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ქალებისთვის

კონკურსი სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ქალებისთვის

სასწავლო/ტრენინგ კურსში - „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - საინვესტიციო წინადადების მომზადება და წარდგენა“ მონაწილეობის მისაღებად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან და გაეროს ქალთა...

Read more

ანტონ ობოლაშვილი: ”ერთად დგომით, სამშობლოს სიყვარულით აუცილებლად გავიმარჯვებთ!” (R)

ანტონ ობოლაშვილი:  ”ერთად დგომით, სამშობლოს სიყვარულით აუცილებლად გავიმარჯვებთ!” (R)

ყველა ადამიანის  ცხოვრებაში დგება დღე, როდესაც რაღაც უნდა შეცვალო. ეს დღე ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა სასიამოვნო სიახლით, როდესაც მივიღე შემოთავაზება, ვყოფილიყავი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალციხე, ბორჯომი, ადიგენი და ასპინძის ოლქში. ეს...

Read more
Page 51 of 61 1 50 51 52 61

არქივი