„საინფორმაციო და გავლენის ოპერაციებისგან საარჩევნო პროცესების დაცვის ნორდიკული გამოცდილება“, ასე ჰქვია კვლევას, რომელიც საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) პროექტის ფარგლებში მომზადდა.
კვლევაში მკითხველი გაეცნობა, საარჩევნო პროცესების დეზინფორმაციისგან და გავლენის კამპანიისგან დაცვის შესახებ შვედეთის, ფინეთისა და დანიის გამოცდილებას. დოკუმენტი მნიშვნელოვანია ქართველი სპეციალისტებისთვის, რადგან მასში საუბარია რუსეთის მხრიდან გატარებული საინფორმაციო ოპერაციების და აღნიშნული ქვეყნების მხრიდან საარჩევნო პროცესების დაცვის ღონისძიებების შესახებ. სამივე ქვეყნის გამოცდილება სხვადასხვაგვარია, თუმცა მათ ბევრი მსგავსებაც აქვთ. ნორდიკულ ქვეყნებთან ღირებულებითი თავსებადობიდან გამომდინარე, ღირებულებების დაცვისა და ქმედითი თავდაცვის მექანიზმის შემუშავების კუთხით, საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესოს ხდის ამ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.
კვლევის ავტორია ვასილ კუჭუხიძე, რომელიც სკანდინავიის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სპეციალისტია.
კვლევა მომზადდა GCSD – ის პროექტის, „სტრატეგიული კომუნიკაციები პოსტ-სიმართლის ეპოქაში“ ფარგლებში. პროექტი, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. კვლევა სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://gcsd.org.ge/ge/publications/show/63