შიდა ქართლის რეგიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები განახლდა. გორის, ქარელისა და კასპის გადაუდებელი დახმარების სამსახურებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომობილები გადასცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, გორის სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მოინახულა და ახალი, სამედიცინო აპარატურით სრულად აღჭურვილი 3 ავტომობილი პირადად დაათვალიერებინა.
ამ ეტაპზე, შიდა ქართლს სულ 5 ავტომობილი გადაეცა. მათგან 3 – გორში, 1 ქარელში და 1 კასპში განთავსდა.
მიმდინარე წლის 21 ივლისს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი კიდევ ერთხელ განახლდა. ცენტრს 60 ახალი ავტომობილი გადაეცა, რომელთაგან 45 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაა, ხოლო 15 – მაღალი გამავლობის რეანიმობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.
ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება.