აშშ-ში, სიეტლში რასიზმის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მოხდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სამართლდამცველებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს, დემონსტრანტებმა კი შენობების ფანჯრები ჩაამსხვრიეს და რამდენიმეს ცეცხლი წაუკიდეს. შედეგად, პოლიციელებმა აქციის 45 მონაწილე დააკავეს, 21 ოფიცერი დაშავდა.
დემონსტრაცია ქალაქ პორტლენდის მხარდასაჭერად გაიმართა, სადაც პრეზიდენტის ბრძანებით ფედერალური ძალები იმყოფებიან. ორივე ქალაქში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებით გამოწვეული საპროტესტო გამოსვლები დიდხანს არ წყდებოდა.
2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.