ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება განიხილეს, რომელიც ძალაში 27 ივლისს, 00:01 საათზე შედის. ამასთან, ლიდერებმა 2019 წლის 9 დეკემბერს პარიზში ნორმანდიის სამიტზე მიღწეული შეთანხმების შესრულების საკითხიც განიხილეს.
ზელენსკიმ ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დონბასისა და ყირიმის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული უკრაინელი მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე სამომავლო ნაბიჯების აუცილებლობაზე.
სამმხრივი კონტაქტური ჯგუფის წევრები, რომელშიც უკრაინის, რუსეთის და ეუთოს წარმომადგენლები შედიან, დონბასში გამყოფ ხაზზე ცეცხლის სრულად შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას 22 ივლისს მიაღწიეს.