ყაზახეთის ქალაქ ატირაუმ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან 17 ახალგაზრდას უმასპინძლა.
ახალგაზრდებისთვის 15 ივლისიდან 22 ივლისამდე კულტურული და შემეცნებითი ტურები მოეწყო.
ყაზახეთში ჩასულ ახალგაზრდებს ატირაუს მერი შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა მსგავსი გაცვლითი პროგრამების როლი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.
ახალგაზრდები ატირაუს ქალაქებს შორის კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში ესტუმრნენ. ბორჯომი და ატირაუ დაძმობილებული ქალაქები 2023 წელს გახდნენ.