ბორჯომის სასპორტო სკოლის ორგანიზებით, დაბა ახალდაბაში საჭიდაო არენაზე, ვეტერანი სპორტსმენის ოლეგ ლომიძის სახელობის ტურნირი გაიმართა.
ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრება შვიდ წონით კატეგორიაში შედგა და მასში საქართველოს ყველა რეგიონიდან 200-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან 500 ლარი გადაეცა, მეორე ადგილზე გასულს — 300 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულს — 200 ლარი.
გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.


