ბორჯომში კიბერლიგის ტურნირი „ბორჯომის თასი 2025“ ოფიციალურად გაიხსნა. ტურნირში საპრიზო ადგილებისთვის ერთმანეთს 32 ახალგაზრდა ეჯიბრება.
გამარჯვებულები ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან ფულად ჯილდოებს მიიღებენ. პირველ ადგილზე გასული — 900 ლარს, მეორე ადგილის მფლობელი — 600 ლარს, ხოლო მესამე ადგილზე გასული მონაწილე 300 ლარს მიიღებს.
კიბერლიგის ტურნირი ბორჯომის მუნიციპალიტეტის და კიბერლიგის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით იმართება.




