ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას მიგვიღია მცირე ტრავმა და შედეგად დაზიანებული ადგილი შეგვშუპებია. შეშუპება სხეულის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებული მიზეზებით შეიძლება წარმოიქმნას, მაგალითად ტრავმის, ანთებისა და ინფექციების დროს. სხეულის ქსოვილებში ზედმეტი სითხის დაგროვება იწვევს მოცემული ზონის მოცულობის ზრდას. გარდა ამისა, იმატებს სიმკვრივე და ტკივილი.
შეშუპების დასაცრხობად აქტიურად გამოიყენება ბიენზას კაფსულები, რომლებიც პსპ-ს სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი და რომელთა შედგენილობაში აქტიური ნივთიერება რიფსინი და ქიმოტრიფსინი შედის.
მოდით, დეტალურად განვიხილოთ რამდენად ეფექტიანია ბიენზა შეშუპების დროს.
როდის გამოიყენება ბიენზა
ბიენზას კაფსულების მიღება რეკომენდებულია რამდენიმე შემთხვევაში: ანთება, შეშუპება და ტკივილი. როგორც წესი, შეშუპება ტრავმატოლოგიური და ქირურგიულ შემთხვევების დროს ვითარდება, მაგალითად, როგორიცაა:
- პოსტტრამვები;
- პოსტოპერაციული შეშუპება;
- ჰემატომების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- მოტეხილობები;
- კუნთების ან მყესების დაზიანება.
როგორ მოქმედებს პრეპარატი
პრეპარატის მიღებისას მისი შემადგენელი ნივთიერება ტრიფსინი და ქიმოტრიფსინი თავისუფლდება და შეიწოვება წვრილ ნაწლავში. ისინი მოქმედებენ ანთების ექსუდაციურ ფაზაზე და შლიან ანთების კერაში არსებულ პეპტიდურ კავშირებს.
როგორც წესი, ტრიფსინი და ქიმოტრიფსინი ძირითადად გამოიყენება პროტეინების დაშლისთვის. ხოლო მათი ინჰიბიცია ხელს უწყობს ქსოვილების დაცვას ზედმეტი დაშლისგან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრავმის ან ანთების დროს.
შეშუპების შემცირებისა და ანთების საწინააღმდეგოდ მოქმედებს ამტრიფსი. მისი შემადგენელი ფერმენტების მეშვეობით, იგი ქსოვილებში სწრაფად ამცირებს შეშუპებას, რაც აუმჯობესებს დაზიანებული ან ანთებითი უბნების გამკვრივებას და სისხლის მიმოქცევას.
ამტრიფსის კიდევ ერთი დადებითი თვისება ანტიბიოტიკების ბიოშეღწევადობაა ანთებითი კერებში. ასევე, ფერმენტების დახმარებით იგი ხელს უწყობს ქსოვილების გამტარობას, რის შედეგად, ანტიბიოტიკები უფრო ეფექტურად აღწევენ ინფიცირებულ უბნებში.
R