borjominews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

    თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

    სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

    სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

    „საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია

    „საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია

    ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი

    ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი

    ოცნებები ხდება, მთავარია, გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

    ოცნებები ხდება, მთავარია, გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

    „გრინ კროპს დისტრიბუშენი” — სასათბურე მეურნეობა, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

    „გრინ კროპს დისტრიბუშენი” — სასათბურე მეურნეობა, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

    თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

    თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

    საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ქალთა სამეწარმეო ექსპოზე რეგისტრაცია დაიწყო

    საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ქალთა სამეწარმეო ექსპოზე რეგისტრაცია დაიწყო

    „ქართული  ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მერობის კანდიდატი წარადგინა

    „ქართული  ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მერობის კანდიდატი წარადგინა

    ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ახალდაბაში „ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრი“ ამოქმედდა

    ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ახალდაბაში „ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრი“ ამოქმედდა

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      „საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია

      „საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია

      კინო გზაზე — თიბისის მხარდაჭერით კინოპროექტმა საქართველო მოიარა

      კინო გზაზე — თიბისის მხარდაჭერით კინოპროექტმა საქართველო მოიარა

      დალილა ცატავა: „გასტრონომია ჩვენი სამშობლოს ისტორიაა!“

      დალილა ცატავა: „გასტრონომია ჩვენი სამშობლოს ისტორიაა!“

      თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები არიან

      თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები არიან

      ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 2 აგვისტოს გაიმართება

      ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 2 აგვისტოს გაიმართება

      ბორჯომელი ახალგაზრდები ყაზახეთის ქალაქ ატირაუს სტუმრობდნენ

      ბორჯომელი ახალგაზრდები ყაზახეთის ქალაქ ატირაუს სტუმრობდნენ

      შავი ზღვის ჯაზფესტივალი: ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავალი, თიბისი კონცეპთან ერთად

      შავი ზღვის ჯაზფესტივალი: ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავალი, თიბისი კონცეპთან ერთად

      გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

      გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული ბანაკი ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დაიხურა

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული ბანაკი ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დაიხურა

      ახალციხის თოჯინების პროფესიული თეატრის დარბაზში ფოლკლორული საღამო გაიმართა

      ახალციხის თოჯინების პროფესიული თეატრის დარბაზში ფოლკლორული საღამო გაიმართა

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home პოლიტიკა

„აწარმოე საქართველოში“ — განახლებული პროგრამები და სარგებლობის მექანიზმები

„აწარმოე საქართველოში“ — განახლებული პროგრამები და სარგებლობის მექანიზმები
Share on FacebookShare on Twitter

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თითოეული ჩვენი მოქალაქის ფუნქციური დამოუკიდებლობა, რომ სრულად მიიღონ მონაწილეობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, დიდი მიზანია ყველა მთავრობის, თითოეული მოქალაქის და ვფიქრობ, ამ ცენტრს ექნება საერთაშორისო განზომილებაც, რეგიონალური — როგორც მინიმუმ, ძალიან მაგარია, — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაზე» საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ცენტრს შეუძლია, ერთდროულად 200 ბავშვის და 250 ზრდასრულის რეაბილიტაციაზე იმუშაოს.

„ეს არის პირველი საერთაშორისო დონის სამედიცინო — სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც აშენდა და როგორც პროექტი შედგა, USAID-ის დახმარებით, კერძო ინვესტორის დახმარებით და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კოლაბორაციით. მართლა ძალიან მაგარი რაღაცაა. წარმოიდგინეთ, რომ ამ ცენტრს შეუძლია, ერთდროულად 200 ბავშვის და 250 ზრდასრულის რეაბილიტაციაზე იმუშაოს. მისი მიზანია ის, რომ თითოეული მოქალაქე, მოზარდი, თუ ზრდასრული ფუნქციურად იყოს დამოუკიდებელი. ფუნქციური დამოუკიდებლობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენმა მოქალაქეებმა სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამაზე უფრო დიდი მიზანი დღეს ამ ცენტრს არ აქვს. რა თქმა უნდა, შეასრულებს საგანმანათლებლო ფუნქციასაც,» — აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ, სენატის მიერ დამტკიცებულ თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე ჟურნალისტების კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს -საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სულ უფრო და უფრო ღრმავდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თანამშრომლობის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებზეა საუბარი, როგორებიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება, დემოკრატიზაცია, ვაჭრობა და ეკონომიკა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ცალკეულ ჩვენს მეგობარს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ეს იქნება კონგრესმენი თუ სენატორი, შეიძლება გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდეს და მათ, როგორც საქართველოს მეგობრებს აქვთ ამ კითხვის დასმის უფლება.

„რა თქმა უნდა, ცალკეულ ჩვენს მეგობარს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ეს იქნება კონგრესმენი თუ სენატორი, შეიძლება გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდეს და მათ, როგორც საქართველოს მეგობრებს აქვთ ამ კითხვის დასმის უფლება, ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს ამ კითხვებზე პასუხის გაცემის უფლება. ხედავთ, რომ დროთა განმავლობაში, ეს კითხვები ნელ-ნელა იხსნება. ცუდი არის ის, რომ პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ვიღაც-ვიღაცეები ცდილობენ, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახადონ, რასაც ვერ მიაღწევენ, იმიტომ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ყველა სახის პოლიტიკურ, ან პარტიულ ინტერესზე უფრო მაღლდა დგას. ეს ყველას კარგად ესმის. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მცდელობები გაგრძელდება, მაგრამ ასეთ მცდელობებს შესაბამისი და საკადრისი პასუხი ექნება, როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან», — განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ანგარიშს და განაცხადა, რომ საქართველოში, გამოხატვის თავისუფლებიდან, მედია პლურალიზმიდან, ინსტიტუტების განვითარებიდან დაწყებული, საარჩევნო სისტემით დამთავრებული, დემოკრატიზაციას არაფერი და ვერაფერი ვერ დაემუქრება.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სახელმწიფო მდივნის მიერ საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესების შეფასება მოხდება. პირიქით, ეს ჩვენს ინტერესშია, იმიტომ, რომ ამ პროცესებში, არავის, ჩვენ თვითონ ეჭვი არ გვეპარება. კითხვის ნიშნები რაც არსებობს, ამასთანა კომფორტულად ვგრძნობთ თავს, იმიტომ, რომ საქართველოში, გამოხატვის თავისუფლებიდან, მედია პლურალიზმიდან, ინსტიტუტების განვითარებიდან დაწყებული, საარჩევნო სისტემით დამთავრებული, დემოკრატიზაციას არაფერი და ვერაფერი ვერ დაემუქრება მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ქართველმა მოქალაქემ თავისუფლების, სამართლიანობის ფასი ძალიან კარგად შეიგრძნო, მედია თავისუფლებისა და პლურალიზმის ფასსაც ძალიან კარგად გრძნობს და ახლა მიხვდება, პროპორციულთან უფრო ახლოს მყოფი საარჩვენო სისტემა როგორ შეცვლის პოზიტიურისკენ ქართულ პოლიტიკურ კულტურას და ამას უკან ვერავინ ვეღარ დააბრუნებს. რაც უფრო მეტი შეფასებები იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, საქართველოს დემოკრატიზაციის კონსოლიდირების პროცესის, ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვართ ამის», — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრმა უპასუხა ასევე ჟურნალისტების შეკითხვას, ოპოზიციის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადადგომის საკითხის დაყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო ამაზე საუბარი არასერიოზულია».

„ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო ამაზე საუბარი როგორ ფიქრობთ, სერიოზულია?! რა თქმა უნდა, არასერიოზულია. შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანაა გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დასრულება. არანაირი კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ერთი საქმეც და მეორეც სრულფასოვნად იქნება გამოძიებული და ბოლომდე იქნება მიყვანილი და ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო ამაზე საუბარი როგორ ფიქრობთ, სერიოზულია?! რა თქმა უნდა, არასერიოზულია», — განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა უპასუხა ბოლო პერიოდში მიმდინარე საქმეების გამოძიებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას და განაცხადა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალები კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის, ამიტომ პროაქტიულად მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მედიასაც და ჩვენს მოქალაქეებსაც.

„გამოძიებასთან დაკავშირებით მე ვთქვი ზუსტად ის, რასაც ვამბობდი, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი. ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირება სჭირდება, ეს ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამას ვაკეთებდი შსს-შიც. სისტემური განახლება რაც იყო, ეს იყო სწორედ რეფორმების ის მიმართულება, რომელიც უნდა გაგრძელდეს და მოგეხსენებათ, რომ ეპიდემიოლოგიური კრიზისი, გლობალური ეკონომიკური კრიზისი ყველაფერი ერთად დაემთხვა, ეს ყველაფერი არის გასაგრძელებელი. რა თქმა უნდა, გამოძიების ფუნქციის გამიჯვნა არის აუცილებელი იმისთვის, რომ გამოძიების ხარისხი გაძლიერდეს და კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი მართლმსაჯულების სისტემაში და ეს ჩვენ კარგად ვიცით, ამაზე გეგმებიც გვაქვს, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია და ეს ყველაფერი განხორციელდება. მე სხვა რამე ვთქვი და აქ ინტერპრეტაციები არ უნდა შევცვალოთ. მე ვთქვი ის, რომ კომუნიკაცია, მაშინ როდესაც მძაფრ პოლიტიკურ პროცესში ვართ და სამწუხაროდ, ისევე როგორც სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას ზოგიერთი პოლიტიკური ძალა იყენებს ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ამ შემთხვევაში კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას ასევე იყენებენ პოლიტიკური პროცესისთვის და ეს შესაძლებლობა რომ არ მივცეთ სხვადასხვა ინტერპრეტირების, რაც ასევე მედიის უფლებაა, ამას არავინ კრძალავს, მე ვთქვი რომ ესეთი სივრცეები არ უნდა დარჩეს, პროაქტიულად მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მედიასაც და ჩვენს მოქალაქეებსაც იმისთვის, რომ სივრცე არ დავტოვოთ ინტერპრეტირებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების პროცესი ჯერ კიდევ დასრულებული არაა. ეს ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ,» -განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს უპასუხა ასევე საქართველოს გავლით სომხეთში სამხედრო ტექნიკის ჩატანის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია არის მხოლოდ და მხოლოდ მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაციაა და ეს საყურადღებო ინფორმაცია იქნება მაშინ, როდესაც ეს იქნება ორ ქვეყანას შორის მსჯელობის საკითხი.

„საქართველოს პოლიტიკური პრობლემა, რა თქმა უნდა, არ ექნება, რადგან ჩვენ, ჩვენს მოვალეობებს ვასრულებთ სრულად საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ეს ინფორმაცია არის მხოლოდ და მხოლოდ მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია, ეს საყურადღებო ინფორმაცია იქნება მაშინ, როდესაც ეს იქნება ჩვენს ორ ქვეყანას შორის რაღაც მსჯელობის საკითხი. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ძმობას არაფერი არ ემუქრება. შეუძლებელია, რომ ამ უმაღლესი ხარისხის ურთიერთობებს რამე დაემუქროს. თუ ეს ფოტო ნანახი გაქვთ, ეს არის ჩვეულებრივი სატვირთო მანქანა», — განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა ასევე „ფრონტერას» საკითხს და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, უაღრესად მნიშვნელოვანია და არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით, ეს საინვესტიციო გარემო და ქვეყნის ბიზნესკლიმატი დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ.

„ფრონტერასთან» მიმართებაში საქართველომ საარბიტრაჟო დავა მოიგო. საქართველომ, მთავრობამ, ამ საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტილების შედეგად, აქტივის, იმ ტერიტორიის 99 %, დაიბრუნა. ერთი პროცენტი, რომელზეც სამართლებრივად, ფორმალური იურიდიული დავით შეეძლო საქართველოს, რომ დაეწყო დაბრუნების პროცესი, ამ პროცესის დაწყებაზე თქვა უარი და მარტივად აგიხსნით, რატომ — იმიტომ, რომ დღეს ჩვენთვის ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, ქვეყნის ბიზნესგარემო არის უაღრესად მნიშვნელოვანი და არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით ეს საინვესტიციო გარემო და ქვეყნის ბიზნესკლიმატი დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა სტრატეგიული პარტნიორობა აქაც რაღაც ტარგეტირებული მიზნისთვის გამოიყენონ და კიდევ ერთი საკითხი — რა თქმა უნდა, იქ არიან ქართველი ადამიანები დასაქმებული, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობდნენ და ამ ადამიანების ინტერესიც უნდა იქნას დაცული,»- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური 

Share199Tweet125Share50

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020