თანამედროვე ბიზნესფორუმებზე, ტედ თოქებსა და პანელურ დისკუსიებზე ხშირად შეხვდებით გმირებს, რომლებიც საკუთარი წარმატებული ბიზნესის გამოცდილებას სიამოვნებით გაგიზიარებენ. თუმცა, ძნელად მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც იმ მძიმე გადაწყვეტილების შესახებ ღიად ისაუბრებენ, თუ როგორ მოუწიათ საკუთარი ბიზნესის „მოკვლა“, იმ საქმის მიტოვება, რაშიც სული და გული, მსუყე ინვესტიცია და ძალისხმევა ჩადეს.
ასეთი გამბედავები განახლებული ფორმატის „ხუთშაბათის შეხვედრების“ მთავარი სპიკერები“ ელენე ზამთარაძე (ჰოსტელ „შავი პომიდვრის“ დამფუძნებელი) და გაბრიელ მელივა — ტექ ანტრეპრენერი აღმოჩდნენ.
ელენემ იმ სირთულეებზე ისაუბრა, რასაც ქუთაისის ისტორიულ უბანში, ჰოსტელის გახსნის დროს გადააწყდა. თავგადასავლების მოყვარული სოლო ტურისტებისთვის გათვლილი სოციალური სივრცის მართვა დედაქალაქიდან წარმატებული, მაგრამ არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ბიზნესი ჯერ კოვიდმა მოკლა, სამწლიანი პაუზის შემდეგ კი გადაწყვეტილება პარტნიორთან ერთად თავად მიიღო.
“იმ ინვესტიციის ამოღებას, რომელიც საქმეში ჩავდეთ, ხანგრძლივი დრო სჭირდება. უნდა გაგვეაზრებინა: გვინდოდა მოცდა და ძირითადი სამსახურის პარალელურად, ამ საქმის მართვა თუ — არა. ჩვენ „მოკვლის“ გადაწყვეტილება მივიღეთ“, -“აღიარა” ელენემ.
ელენესგან განსხვავებით, ბიზნესების მოკვლის გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს გაბრიელ მელივას. წარმატებული ბანკირის პირველი საქმე, ჰოთდოგები ბიზნესი აღმოჩნდა, რომელიც სადგურის მოედნისა და მეორადი ტანსაცმლის სიახლოვეს გახსნა. გახსნა და მალევე ინანა. მას შემდეგ, ბევრი სხვა ბიზნესი ააწყო და ძალიან წარმატებულიც, თუმცა ყველა გადაწყვეტილება, როდესაც „მოკვლას“ ეხებოდა, გააზრებული და ნაფიქრი იყო.
სპიკერების გულწრფელობამ აუდიტორიაში სხვასაც მოანდომა საკუთარი წარუმატებელი ისტორიის აღიარება, ამიტომ მრგვალ მაგიდას დამატებით სამი სკამი დაემატა.
ცოტნე ყალუჩავამ, რომელმაც ველოსიპედზე მოძრავი საყავე ცოტა ხნის წინ „დაამუხრუჭა“, საკუთარ მაგალითზე ახსნა ის სირთულეები, რაც ბიზნესის მართვის პროცესს ახლავს.
„ჩემს ყავის აპარატს წინა მხრიდან რომ შეხედოთ ისეთ პრიალა ზედაპირს, ლამაზ ბრენდინგს დაინახავთ, ყავის დალევის სურვილს რომ გაგიჩენთ. საკმარისია, მეორე მხრიდან მოუაროთ და დაინახავთ ალაგ-ალაგ ამომწვარ ხის დეტალებს. ასეა ბიზნესიც, გარედან მიმზიდველია, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა უამრავი შრომა დევს.თუმცა, დროულად უნდა მიხვდე, რომ ყავა არ გადმოვიდეს და ყველაფერი არ გაფუჭდეს“-ამბობს ის.
R