გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინაარე სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მეკვიდრეობის სააგენტოს და მუნიციპალური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელებმა შემსრულებელ კომპანიასთან ერთად დაათვალიერეს.
როგორც ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა, დაზიანება ტაძრის სახურავის მხოლოდ 16 პროცენტზეა, რის აღმოსაფხვრელადაც სამუშაოები მიმდინარეობს.
„კულტურული ძეგლების რესტავრაციის დროს მცირეოდენი ხარვეზები ჩვეულებრივი მოვლენაა. არსებული დაზიანებები აქამდეც აღინიშნებოდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფრესკები ამის გამო არ შელახულა,“ – განაცხადა კულტურული მეკვიდრეობის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.
შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ მეორე ეტპაზე შეტანილი კრამიტის კვლევა მიმდინაროებს და ტაძარზე არსებული ხარვეზები გონივრულ ვადაში გამოსწორდება.
რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ამ ეტაპზე საკითხი დღის წინაშე არ დგას.
შეგახსენებთ, გელათის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2016 წელს დაიწყო.