ბორჯომის გენგეგმისა და განაშენიანების გეგმის პროექტების შემუშავება იწყება. ქალაქის განაშენიანების გეგმის კონცეფციაზე მუშაობა უკვე დასრულდა.
ბორჯომის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის კონცეფციის შექმნამდე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის, განხორციელდა გარემოს შესწავლა, კვლევა და ანალიზი. გარემოს კვლევისა და ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბდა ქალაქის ერთიანი განვითარების ხედვა.
ბორჯომის გენერალური გეგმის კონცეფცია შემუშავდა სამი მთავარი კომპონენტის გათვალისწინებით. ესენია — ფუნქციური ზონები, ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებები და შეზღუდვები.
ბორჯომის განაშენიანების გეგმის კონცეფცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://shorturl.at/cmfCm