ბორჯომის სასპორტო სკოლის და ბიბლიოთეკის შენობის რეკონსტრუქცია\რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები 18 თვე გაგრძელდება.
პროექტის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის N107-ში მდებარე შენობის სრული რეკონსტრუქცია /რეაბილიტაცია განხორციელდება. დამატებით დეკორატიული ელემენტების გამოყენებით შენარჩუნდება შენობის იერსახე.
რეაბილიტირებულ შენობაში განთავსდება სასპორტო სკოლა და ბიბლიოთეკა.
მოეწყობა შესაბამისი დარბაზები, შიდა სავარჯიშო სივრცით, ასევე – სამკითხველო დარბაზი, მედიათეკის სივრცე, საკონფერენციო დარბაზი და საოფისე ოთახები.
სპორტის სახეობების და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სწორედ ამიტომ ბორჯომის მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით არაერთ პროგრამას ახორციელებს.

