ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით ზაალიშვილმა, მერის მოადგილემ, გიორგი ტაბატაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯუმბერ კურტანიძემ, საკრებულოს დეპუტატებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
დეკანოზმა იოანემ (ხეცურიანი) დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომლის დასრულების შემდეგ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ადგილზე ღონისძიება გაიმართა.
,, 36 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული აქცია მშვიდობიანი მომიტინგიების დარბევით დასრულდა, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით ადამიანი კი დაშავდა. ამ ტრაგედიიდან 2 წლის თავზე, 1991 წელს, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ,”- განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.








