ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარეობს.
სოფელ რველში, ზანავში, ვარდგინეთში, ბეშეთში და კორტანეთში გამართულ შეხვედრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოდგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს დეპუტატი ვანო გელაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თვითმართველობის წარმომადგენლებმა მოსახლეობასთა ერთად სოფლებში არსებული საჭიროებების მოგვარებაზე და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 436 000 ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული 872 000 ლარი დაემატება. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.


